მენოპაუზა და სექსი

http://www.medgeo.net/2018/05/20/მენოპაუზა-და-სექსი/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

მენოპაუზა და სექსი

რა სახის გავლენას ახდენს მენოპაუზა, სექსუალური აქტიურობის დაქვეითებაზე?

კლიმაქტერულ პერიოდში სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითებამ, შეიძლება გამოიწვიოს ქალის სექსუალური აქტიურობის და ფუნქციის ცვლილებები. მენოპაუზის და პოსტმენოპაუზის პერიოდში, ქალებმა შეიძლება შეამჩნიონ, რომ ისინი ადვილად აღარ იღგზნებიან, ნაკლებად მგრძნობიარენი არიან სექსუალური სურვილების გამომწვევი ალერსის მიმართ.

ესტროგენების დაბალმა დონემ, შეიძლება გამოიწვიოს საშოს სისხლის მიმოქცევის გაუარესება, რაც მოქმედებს ვაგინალური სითხის გამოყოფაზე და არის საშოს სიმშრალის მიზეზი, რაც სექსუალური აქტის დროს ქმნის დისკომფორტს.

ესტროგენების დონის დაქვეითება არ არის ლიბიდოს დაქვეითების ერთადერთი მიზეზი, არსებობს რიგი ფაქტორები, რომელიც მენოპაუზის დროს და მენოპაუზის შემდეგ, გავლენას ახდენს ქალის სექსუალურ აქტიურობაზე. მათ მიეკუთვნება:

  • შარდის შეუკავებლობა;
  • ძილის დარღვევა;
  • შფოთის და დეპრესიის გრძნობა;
  • სტრესი;
  • მედიკამენტოზური მკურნალობა;
  • გულის პრობლემები.

შეინიშნება თუ არა ყველა ქალში სექსუალური ლტოლვის დაქვეითება მენოპაუზის პერიოდში?

არა. ზოგიერთი ქალი აღნიშნავს, რომ პოსტკლიმაქტერულ პერიოდში მისი სექსუალური აქტიურობა მომატებულია. ეს შეიძლება მოხდეს, შფოთის მდგომარეობის დაქვეთების გამო, რაც კავშირში იყო ორსულობის შიშთან. გარდა ამისა, ამ პერიოდში ხშირად ქალებში კლებულობს საოჯახო საქმეები და ვალდებულებები, რაც საშუალებას აძლევთ მოდუნდნენ და ისიამოვნონ პარტნიორთან ურთიერთობით.

რა სახის მეთოდებით მიმდინარეობს, მენოპაუზის დროს წარმოქმნილი, ვაგინალური სიმშრალის მკურნალობა?

მენოპაუზის დროს და მენოპაუზის შემდეგ წარმოქმნილი ვაგინალური სიმშრალის მკურნალობაში გამოიყენება ლუბრიკანტები, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი არის წყალი, მაგალითად, Astroglide ან K-Y Jelly. დაუშვებელია უწყლო ლუბრიკანტის გამოყენება, მაგალითად, ვაზელინის, რომელიც აზიანებს ლატექსს (მასალა, რომელიც გამოიყენება პრეზერვატივების წარმოებაში, პრეზერვატივის გამოყენება რეკომენდირებულია მანამ, სანამ ექიმი არ დაადასტურებს ქალის რეპროდუქციული ფუნქციის სამუდამო დაკარგვას, ასევე იცავს ქალს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან). უწყლო ლუბრიკანტებმა შეიძლება, ბაქტერიებისათვის ხელსაყრელი გარემო შექმნან, განსაკუთრებით იმ ქალებში, რომლებშიც ქიმიოთერაპიის შედეგად დაქვეითებულია იმუნური სისტემა.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


როგორ შეიძლება, სექსუალური აქტიურობის გაზრდა, მენოპაუზამდე და მის შემდეგ?

სადღეისოდ, არ არსებობს მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების, სექსუალური მოშლილობის წინააღმდეგ ეფექტური მედიკამენტები. შესაძლოა გარკვეული დახმარება ესტროგენებით, თუმცა კვლევები ამ მიმართულებით ორაზროვანია. ვაგინალური სიმშრალის მკურნალობისას გამოყენებულმა ესტროგენმა შეიძლება ტკივილის შეგრძნება შეამციროს.

გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, შესაძლებელია მან წყვილები გააგზავნოს სექსუალური დისფუნქციის სპეციალისტთან, სადაც ისინი ერთად შეეცდებიან განიხილონ პრობლემები, ასეთი კონსულტაციები შესაძლებელია ძალზე ეფექტური აღმოჩნდეს.

როგორ შეიძლება, მენოპაუზის პერიოდში, პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესება?

თუ კლიმაქტერულ პერიოდში ქალის სექსუალური სურვილები არ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო და ქალი გრძნობს სპეციალისტთან კონსულტაციის აუცილებლობის არ არსებობას, მან უნდა გააგრძელოს ინტიმური ურთიერთობა პარტნიორთან. ინტიმური ურთიერთობა არ გულისხმობს მარტო სექსუალური კონტაქტების შეთავაზებას – სიყვარული და სიახლოვე შეიძლება სხვა ხერხებითაც შენარჩუნდეს. დროის ერთად გატარებით, რომანტიკული ხანგრძლივი სეირნობებით, ვახშამი სანთლების თანხლებით და ა.შ. ინტიმური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად შეიძლება შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

  • თვითგანვითარებით დაკავება. გაიგეთ მეტი საკუთარი ანატომიის შესახებ, სექსუალური ფუნქციების ბუნებრივი ასაკობრივი ცვლილებების გაცნობით, სექსუალური ქცევების შესახებ. ეს შეიძლება ადამიანს დაეხმაროს განგაშის გრძნობის დაძლევაში.
  • ეროტიკული მასალების გამოყენებით აღგზნების გაძლიერება (ვიდეო ან წიგნები), მასტურბაციით დაკავება და სექსუალურ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეტანა.
  • რელაქსაციაზე ყურადღების გადატანის მეთოდები, რაც აცხრობს განგაშის გრძნობას. ეს შეიძლება იყოს ეროტიკული ან არაეროტიკული ფანტაზიები, სექსუალური სცენები: მუსიკა, ვიდეო ან ტელევიზია.
  • ფიზიკური სიახლოვის გარეშე პრაქტიკის მიღება (ფიზიკური სტიმულაცია, ამაგზნებელი მოქმედებები, რომელშიც სექსუალური კონტაქტი არ გამოიყენება), მაგალითად ეროტიკულმა მასაჟმა შეიძლება შექმნას ხელსაყრელი გარემო და გააუმჯობესოს პარტნიორთან ურთიერთობა.
  • სექსის დროს ტკივილების მინიმალიზირება. მაგალითად; შეიძლება პოზის შეცვლა, რაც საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს ასოს შეღწევის სიღრმე. სექსუალური კონტაქტის წინ თბილი აბაზანა ადუნებს ორგანიზმს, ხოლო ვაგინალური ლუბრიკანტები – ამცირებს ტკივილს.

არის თუ არა მენოპაუზის პერიოდში, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადაცემის რისკი?

დიახ. მენოპაუზის დროს გამოყენებული უნდა იყოს ანტიჩასახვის საშუალებები, თავის დაცვა აუცილებელია ინფექციებისაგან, რადგან მათი გადაცემის გზები არავითარ კავშირში არ არის სექსუალური ცხოვრების ასაკობრივ ცვლილებებთან და მთელი სექსუალური ცხოვრების მანძილზე საჭიროა დიდი სიფრთხილე, რადგან ზოგიერთი ინფექცია მაგალითად, შიდსი არ იკურნება და მთავრდება სიკვდილით.

როგორ უნდა მოხდეს, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავდაცვა?

  • ყოველი სექსუალური კონტაქტის დროს პრეზერვატივის გამოყენება. ლუბრიკანტების გამოყენებისას ის უნდა იყოს აუცილებლად წყლის შემცველი (არ გამოიყენოთ ვაზელინი);
  • სექსუალური პარტნიორების შეზღუდვა.
  • საჭიროა სექსუალური პარტნიორის ფრთხილად შერჩევა. არ არის რეკომენდირებული ისეთ ადამიანთან სექსი, რომლის მიმართ არსებობს ეჭვები ინფიცირების შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით.
  • საჭიროა შემოწმება ვენერიულ დაავადებებზე;
  • თუ ადამიანს ჰყავს რამდენიმე სექსუალური პარტნიორი, ყოველთვის უნდა გამოიყენოს პრეზერვატივი;
  • სექსის წინ ალკოჰოლის და მედიკამენტების მიღება დაუშვებელია. ასეთ პირობებში უსაფრთხო სექსის მიმართ სიფრთხილის გრძნობა იკარგება;
  • საჭიროა ვენერიული სნეულებების ნიშნებში და სიმპტომებში კარგად გარკვევა, რაც უფრო მეტი ცოდნა აქვს ადამიანს მით უფრო კარგად დაიცავს თავს.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
♦ სექსოლოგია >>

წყარო: http://www.eurolab.ua/menopause/2265/2270/17278/