სექსუალური გაუკუღმართების (დევიაცია) სახეები

http://www.medgeo.net/2018/05/22/სექსუალური-გაუკუღმართებ/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სექსუალური გაუკუღმართების (დევიაცია) სახეები

სექსუალური დევიაციის მიზეზების შესწავლისას, დიტსმა და ევანსმა აღნიშნეს, რომ პოპულარული პორნოგრაფიული გამოცემები, შეიძლება კავშირში იყვნენ ადამიანების დევიანტური ქცევების მოთხოვნილებების წარმოშობაში. მეტაფსიქოლოგიურ ფსიქოანალიზზე დაყრდნობით, კონინგმა და ჯენერმა განაცხადეს, რომ ორალური, ანალური, ურეთრალური და სადისტური სექსუალური მოთხოვნილებები მყარად არის გამჯდარი ნორმალურ სექსუალურ ცხოვრებაში. სხვადასხვა ასაკის მამაკაცებში, სექსუალური ფანტაზიების შესწავლის შედეგად აღნიშნულმა თეზისმა სრული დასაბუთება ჰპოვა.

ბოლო პერიოდში, კლასიკურ დევიაციურ გადახრებს კიდევ დაემატა ახალი გაუკუღმართებული სექსუალური აქტები, რომლებიც ადრე ცნობილი არ იყო. მათი წარმოშობა უკავშირდება ტექნიკურ პროგრესს (ტელევიზორები, ტელეფონი, ვიდეოტექნიკა), ზოგიერთი განპირობებულია, თანამედროვე სუბპოპულაციური ჩვეულებებით (მაგალითად, ჯგუფური სექსი) ან ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებების მოქმედებით (მაგალითად, ფარმაკოგენური ორგაზმი, რომელსაც იწვევს ზოგიერთი ნარკოტიკის გამოყენება).

სხვადასხვა მკვლევარების მიერ სექსუალური დევიაციების გავრცელება განსხვავებულად ფასდება. მაკკერის მონაცემებით, სადიზმის გამოვლენა აღინიშნება მამაკაცების 5 და ქალების 2%-ში, მაზოხიზმი: მამაკაცებში 2.5%, ქალებში 4.6%, ტრანსვესტიზმა 1%-ში (აქედან შემთხვევათა 25%-ში ორიენტაცია ჰომოსექსუალურია).

ქვემოთ მოგვყავს სექსუალური დევიაციების მოკლე აღწერა, რომელიც მეტად არის გავრცელებული და მოცემულია სექსოლოგიურ კლასიფიკაციაში:

სადიზმი – სექსუალური დევიაციის ფორმა, როცა სექსუალური დაკმაყოფილება მიიღწევა პარტნიორის ტკივილის მიყენების ფონზე, რაც გამოიხატება სხეულის დაზიანებაში ან დამცირებაში;

ფეტიშიზმი (სექსუალური სიმბოლიზმი, სექსუალური პარცილიზმი) – სექსუალური გატაცების ობიექტი არის სხეულის ნაწილი, ტანსაცმელი ან სექსუალური პარტნიორის რომელიმე ნივთი.

აპოტემნოფილია – ფეტიშიზმის სახესხვაობაა, შეესაბამება სადომაზოხიზმს, ამ შემთხვევაში ფეტიშის როლს ასრულებს დამახინჯებული სხეული;

პიგმალონიზმი (მონუმენტოფილია, იკონოლანგია) – ფეტიშიზმის სახესხვაობა, შერწყმულია ვუაიერიზმთან, ფეტიშის როლს ასრულებს ადამიანის სხეულის გამოსახულება (სურათები, ფოტოგრაფია და სხვა);

ნარცისიზმი (აუტოფილია, აუტოეროტიზმი, აუტოერსტია) – სქესობრივი გატაცების ობიექტი არის საკუთარი სხეული (ფეტიშიზმის სახესხვაობა);

აუტომონოსექსუალიზმი – ისევე როგორც ნარცისიზმი, სქესობრივი გატაცების საგანია საკუთარი სხეული (ხშირად სარკიდან ანარეკლი), თუმცა სხეული აღქმული უნდა იყოს, როგორც საპირისპირო სქესი, რაც მიიღწევა ტანსაცმლით და შესაბამისი მანერებით (ფეტიშიზმის სახესხვაობა);

ჰეტეროქრომოფილია – სქესობრივი გატაცების საგანია სხვა კანის ფერის მქონე პარტნიორი (ფეტიშიზმის სახესხვაობა);

რეტიფიზმი – ფეტიშიზმის სახესხვაობა, ჰგავს მაზოხიზმს, ფეტიშის როლს ასრულებს ფეხსაცმელი;

ტრანსვესტიზმი (ეონიზმი, მეტატროპიზმი) – სქესობრივი დაკმაყოფილება მიიღწევა საწინააღმდეგო სქესი ტანსაცმლის ჩაცმით;

ცისვესტიზმი – ტრანსვესტიზმის სახესხვაობა, სქესობრივი დაკმაყოფილება მიიღწევა საკუთარი სქესის ტანსაცმლით, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს სხვა ადამიანს;

პედოფილია (ინფანტოსექსუალიზმი, პადეროზია) – სქესობრივი ლტოლვა ბავშვებისადმი (ზოგიერთი მკვლევარი განიხილავს, როგორც ფეტიშიზმის ერთ-ერთ სახეობას, სადაც ფეტიშის როლს ასრულებს მოზარდი ბავშვის სხეულის კონტურები, სქესს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს);

პარტნეროფილია – სექსუალური ლტოლვა ზრდასრული ქალიშვილების მიმართ (სექსუალურად გამოუცდელ ახალგაზრდა სუბიექტებთან);

ეფებოფილია – სექსუალური ლტოლვა მოზარდ-ბიჭების მიმართ, ყმაწვილებთან;

ნიმფოფილია – სექსუალური ლტოლვა მოზარდი გოგონების მიმართ;

გერონტოფილია (პრესბიოფილია) – სექსუალური ლტოლვა უფროსი ასაკის ადამიანებთან, მოხუცებთან;

ზოოფილია (სოდომია, ზოოერასტია, ზოოსტუპრუმი, ბესტიოფილია) – სექსუალური ლტოლვა ცხოველების მიმართ;

ზოოსადიზმი – ზოოფილიის და სადიზმის სახესხვაობა, სექსუალური დაკმაყოფილება მიიღწევა ცხოველების წამების შედეგად.

სექსუალური სადიზმი (ეროტოტირანიზმი, აქტიური ალგოლანგია) – სექსუალური კმაყოფილება მიიღწევა პარტნიორის ტანჯვით და დამცირებით;

ფლაგელიზმი (აქტიური ფლაგელანტიზმი, ფლაგელაცია, დიპოლდიზმი) – სადიზმის სახესხვაობა, სექსუალური კმაყოფილება მიიღწევა პარტნიორის ან იშვიათად საკუთარი თავის გამათრახებით (ეს უკანასკნელი ფორმა ხშირად მიიჩნევა, როგორც სადომაზოხიზმი ან მაზოხიზმი);

სალირომანია – სექსუალური კმაყოფილების მიღწევა სხვა ადამიანის სიბინძურის, ფეკალიებით, შარდით, სისხლით და ა.შ. ტანზე წაცხებით (სადიზმის სახესხვაობა);


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


პოლუციონიზმი – სალირომანიის სახესხვაობა, სექსუალური კმაყოფილება მიიღწევა, პარტნიორის ტანზე სპერმის წასმით.

„გახურება“ – სადიზმის სახესხვაობა, რომლის დროსაც სექსუალური სიამოვნება მიიღება პარტნიორის ბასრი საგნით დამწვრობის მიყენებით (ზოგო ავტორი დაავადებას მიაკუთვნებს სალირომანიის სახეობას; აღნიშნული გადახრა ახლოს დგას სექსუალური პარტნიორის სხეულის ლოკალური დამწვრობის მიყენებასთან მაგალითად, სიგარეტით);

ნეკროფილია (ნეკრომანია, ლიკანტროპია) – სქესობრივი ლტოლვა გვამების მიმართ, მათთან სქესობრივი აქტის დამყარების სურვილი. მკვლევართა ერთი ნაწილი მას სექსუალური დევიაციის დამოუკიდებელ ფორმად მიიჩნევს, სხვები განიხილავენ, როგორც ფეტიშიზმის გამოვლინებას (ფეტიშის როლში გამოდის მკვდარი სხეული). გადახრის ამ ფორმასთან ახლოს დგას სექსუალური აქტის დამყარების სურვილი, მძინარე ან გონდაკარგულ ადამიანთან, მძიმე ავადმყოფებთან და მომაკვდავებთან. ამ ტიპის ადამიანებს აქვთ ამაღლებული განწყობა გვამების, სასაფლაოების, დამკრძალავი რიტუალების და ყველაფერის მიმართ რაც უკავშირდება სიკვდილს და გარდაცვლილებს. ნეკროფილიის უკიდურესი ფორმა არის ნეკროსადიზმი (ბერტრანიზმი) – მისწრაფება შეურაცხყოფა მიაყენეონ გვამს (ხშირად სარძევე ჯირკვლების, სასქესო ორგანოების მოკვეთით) და ნეკროფაგია – გვამის ნაწილების შეჭმა – ხშირად სასქესო ორგანოების). ნეკროფაგია და ნეკროსადიზმი ზოგჯერ სექსუალური დაკმაყოფილების მიზნით, შეუღლებულია მსხვერპლის წინასწარ მკვლელობასთან, რომელსაც თითქოს მკვლელობის პროცესი ანიჭებს ნეკროფაგს და ნეკროსადისტს.

ვამპირიზმი (სექსუალური ვამპირიზმი) – სექსუალური კმაყოფილება მიიღწევა პარტნიორის სისხლის გემოს შეგრძნების შემდეგ (ხშირად პარტიორის სისხლის მიღება ხდება კოიტუსის ან შენიღბული ალერსის პროცესში კბენის საშუალებით; მკვლევართა ნაწილი აღნიშნულ გადახრას ნეკროსადიზმის გამოვლინებად მიიჩნევს);

მაზოხიზმი (პასიური ალგოლაგნია, პასივიტიზმი, პასიური ფლაგელანტიზმი) – სექსუალური კმაყოფილების განცდა მიიღება პარტნიორის ფიზიკური ტანჯვის და შეურაცხყოფის ფონზე (ზოგიერთი მკვლევარი სადიზმს და მაზოხიმს ერთ ჯგუფში აერთიანებს, როგორც სადომაზოხიზმი, მიიჩნევენ რომ ეს ორი ფორმა ერთმანეთს ავსებს.

ტანატოფილია (ტანატომინია) – მაზოხიზმის სახესხვაობა, სექსუალური დაკმაყოფილება მიიღწევა საკუთარი გარდაცვალების და დაკრძალვის ფანტაზიის მსვლელობისას (უფრო ფართო მნიშვნელობით ასეთი ადამიანი აფეტიშებს სიკვდილთან დაკავშირებულ თემატიკას; გადახრა, ნეკროფილიის მაზოხისტური ექვივალენტია);

ექსტრემენტიფილია (პიკაციზმი) – მაზოხიზმის და ფეტიშიზმის შეუღლება, განავალი არის ფეტიშის როლში (მისი დაყნოსვის, შეხების, გადაყლაპვის ან გადაყლაპვის იმიტაციის სახით);

რენიფლექსი (ოზოლანგია, ოსფრეზიოფილია) – ექსტრემენტიფილიის სახესხვაობა, ფეტიშის როლშია სექსუალურად უპირატესი ობიექტის სპეციფიკური სუნი (ყნოსვითი ფეტიშიზმი);

უროლანგია (უროფილია) – რენიფლექსის სახესხვაობა, როცა ყნოსვითი ფეტიშის როლში, არის შარდის სუნი (კოპროლანგიისას ფეტიშის როლშია განავლის სუნი, სპერმოლანგიისას – სპერმის სუნი და ა.შ; ექსკრემეტოფილიის გემოვნებითი ექვივალენტია მათი შეჭმა ან დალევა: უროფაგია, კოპროფაგია, სპერმოფაგია);

ფრონტაჟი (ფროტერიზმი) – სექსუალური დაკმაყოფილება მიიღწევა, ხალხის მჭიდრო მასაში შერჩეული (მაგალითად, ტრანსპორტში) ადამიანის სასქესო ორგანოებზე ან სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შეხება (მკვლევართა ერთი ნაწილი ფრონტაჟს მიაკუთვნებს ექსჰიბიციონიზმს, ხოლო სხვები – პეტინგის სახესხვაობას);

კანდაულეზიზმი – ექსჰიბიციონიზმის სახესხვაობა, შეუღლებულია მაზოხიზთან, სექსუალური აღგზნება მიიღება საკუთარი ან სხვის ცოლის (ან სექსუალური პარტიორის) შიშველი მდგომარეობის დემოსტრირებით;

სექსუალური პლურალიზმი – ჯგუფური სექსი, ექსჰიბიციონიზმის სახესხვაობა შეუღლებული ვუაიერიზმთან;

ტრიოლიზმი – სექსუალური პლურალიზმის სახესხვაობა, მოიცავს სექსუალურ მოქმედებას სამ პარტნიორს შორის, აქედან ორი – ერთსქესიანია;

ვუაიერიზმი (სკოპოფილია, სკოპტოფილია, მიქსოსკოპია, ვიზიონიზმი) – სექსუალური აქტის ან შიშველი ობიექტების თვალთვალისადმი მიდრეკილება (ვუაიერიზმის სპეციფიკური სახესხვაობა არის პორნოგრაფიით ზეგატაცება);

ექსაუდირიზმი – ვუაიერიზმის აკუსტიკური ექვივალენტი;

ოყნაფილია – სექსუალური დაკმაყოფილების მიღება, სწორ ნაწლავში ოყნით, სითხის ან სამედიცინო სანთლების შეყვანით საშუალებით;

პიროლალგია – სექსუალური დაკმაყოფილების მიღწევა ცეცხლის აალებით, ხანძრის ყურებით (ამ მიზნით დამწვრობის მიყენება – პირომანია).

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
♦ სექსოლოგია >>

წყარო: http://medicina.ua/diagnosdiseases/diseases/636/