ყავის გავლენა მამაკაცის პოტენციაზე

http://www.medgeo.net/2018/05/29/ყავის-გავლენა-მამაკაცის/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ყავის გავლენა მამაკაცის პოტენციაზე

  1. ყავის ძირითადი თვისებები და მისი გავლენა ორგანიზმზე
  2. ყავის მოქმედება მამაკაცის პოტენციაზე
  3. ყავის შესაძლო უარყოფითი გავლენა მამაკაცის ორგანიზმზე
  4. ყავის მიღების დოზები

ყავის ძირითადი თვისებები და მისი გავლენა ორგანიზმზე

ადამიანი ყავას პრაქტიკულად ყოველდღიურად მოიხმარს. ყავის მიღების შემდეგ შესამჩნევად უმჯობესდება თვითგრძნობა. ამიტომ უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ნატურალურ ყავას.

ყავის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე:

  • აჩქარებს ნივთიერება ცვლას;
  • ძილიანობისას აფხიზლებს;
  • ამაღლებს გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარიანობას;
  • განაპირობებს ახალი ინფორმაციის უკეთესად აღქმას;
  • უმრავლეს შემთხვევაში, ზრდის არტერიულ წნევას, ამიტომ სასარგებლოა ჰიპოტონიისას;
  • აცხრობს არტერიული წნევის დაწევით გამოწვეულ თავის ტკივილს;
  • აქვეითებს ზოგიერთი ავთვისებიანი წარმოქმნების განვითარების რისკს;
  • ორგანიზმს ამარაგებს საჭირო ვიტამინებით და მიკროელემენტებით. ყავა შეიცავს კალციუმს, რკინას, ნატრიუმს, ფოსფორს, PP ვიტამინს და სხვა;
  • აუმჯობესებს ნაწლავების მოქმედებას.

განსაკუთრებით სასარგებლოა ნატურალური ყავა. ხსნად ყავაში, სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა რამდენადმე დაბალია, თუმცა ის ორგანიზმს მატებს მხნეობას.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


ყავის მოქმედება მამაკაცის პოტენციაზე

ხშირია შეკითხვა: თუ რა გავლენას ახდენს ყავა მამაკაცის პოტენციაზე? ამ მხრივ არსებობს რამდენიმე მითი, დაწყებული მისი განსაკუთრებული სარგებლობიდან, რეპროდუქციული სისტემის დაზინებამდე.

სინამდვილეში ყავა და ტესტოსტერონი გარკვეულ დამოკიდებულებაშია. კოფეინი, რომელიც შედის ყავის შემადგენლობაში, ბუნებრივი აფროდიზიაკია, რომელიც ამაღლებს სექსუალურ ლტოლვას. თუმცა, მისი მოქმედება სპეციალურ პრეპარატებთან შედარებით გაცილებით დაბალია.

დადგენილია, რომ ყავა ამაღლებს სპერმატოზოიდების აქტიურობის ხარისხს და შესაბამისად მაღლდება ფერტილობის უნარი. ქალებში, თუ ისინი ყავას ბოროტად გამოიყენებენ, ფერტილობის უნარს რამდენადმე დააქვეითებს. ამიტომ თუ ცოლ-ქმარი ფიქრობს ბავშვზე, რეგულარულად ყავა მხოლოდ მამაკაცმა უნდა მიიღოს, ქალი უნდა შემოიფარგლოს მისი პერიოდული მიღებით.

ყავის შესაძლო უარყოფითი გავლენა მამაკაცის ორგანიზმზე

ყავა უარყოფითად მოქმედებს, მისი ჭარბად მიღების შემთხვევაში, ხოლო პერიოდულად დალევა, საზიანოა მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში.

ხსნადი და ნატურალური ყავის ნეგატიური გავლენა მამაკაცებზე აისახება შემდეგ ვითარებებში:

  • ყავამ შეიძლება არტერიული წნევა გაზარდოს ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანში. ამიტომ ამ შემთხვევაში, საჭიროა მასზე საერთო უარის თქმა ან მინიმუმამდე შემცირება. თუმცა ჰიპოტონიის დროს ყავამ შეიძლება წნევა ნორმის ნიშნულამდე გაზარდოს და შეაჩეროს თავის ტკივილი და სისუსტე. ნორმალური არტერიული წნევის შემთხვევაში, ყავა წნევაზე განსაკუთრებულ გავლენას არ ახდენს;
  • კოფეინმა შეიძლება პულსის გახშირება გამოიწვიოს, ამიტომ ტაქიკარდიის არსებობისას საჭიროა მისგან თავის შეკავება;
  • ყავის მარცვლებში შედის ქალის სასქესო ჰორმონის – ესტროგენის ანალოგიური ნივთიერება. ამიტომ, მისმა ბოროტად გამოყენებამ შეიძლება ჰორმონული ბალანსი დაარღვიოს (თუმცა ალბათობა ძალიან დაბალია).
  • მომატებული წნევის და სტრესის ფონზე, ყავის მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი.

ამრიგად, ყავის სარგებლობა გამოიხატება მის ზომიერ მიღებაში.

ყავის მიღების დოზები

სპეციალისტები თვლიან, რომ დღის განმავლობაში 300-დან 500 მგ-მდე კოფეინი, ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს. ჩვეულებრივ ფინჯან ყავაში კოფეინის რაოდენობა საშუალოდ 80-100 მგ-ია, 300 მლ-იანი ფინჯანი ექსპრესოთი შეიცავს 40 მგ კოფეინს. ყავის დღის განმავლობაში მისაღები რეკომენდირებული ნორმა არის 1-დან 3 ფინჯანამდე. ნორმის გადაჭარბების ან დიდი რაოდენობით მიღებისას, შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, ტაქიკარდია არტერიული წნევის მომატება. დღეში 10 ჭიქა ყავის მიღება აუარესებს ხასიათს, ხოლო 100 ჭიქა ყავის მიღება სასიკვდილოა.

მამაკაცის პოტენციის მხრივ ყავა, დადებითად მოქმედებს დღეში სამ ჭიქამდე მიღების შემთხვევაში. ყავა უმჯობესია ნატურალური სახით იქნას გამოყენებული, ხსნადი ყავა ნაკლებად სასარგებლოა თუმცა ტოქსიკური არ არის.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>
♦ სექსოლოგია >>>

წყარო: http://kamatab.ru/kblog/kofe-potentsiya-vzaimosvyaz/