რა სურთ ქალებს?

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

მამაკაცთა უმრავლესობა, რომლებმაც მიატოვა ქალი, მიიჩნევენ, რომ ქალებმა თავად არ იციან რა სურთ. თუმცა ეს შეხედულება ყოველთვის სრულ სიმართლეს არ შეეფერება, ვინაიდან ქალებს აბსოლუტურად გააზრებული ფიქრები და სურვილები გააჩნიათ და ცდილობენ მის ცხოვრებაში განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ ქალურ სურვილებთან დაკავშირებით, საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ქალის ქვეცნობიერში ამ სურვილების მოტივაციას, ღრმად აქვს ფესვები გადგმული და ხშირად გაცნობიერებული არ არის.

თუ ქალთა სურვილებს უფრო ღრმად განვიხილვთ, ადვილად დავინახავთ, რომ მათში გარკვეული წინააღმდეგობა არსებობს. მაგალითად, განვიხილოთ ქალის ერთ-ერთი მოთხოვნა „იდეალურ“ ცხოვრების თანამგზავრის არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც ქალთა წარმოდგენებში ბრუტალურ (სასტიკ, უხეშ) მაჩოს და მზრუნველ მამიკოს უნდა წარმოადგენდეს. ნათელია, რომ მსგავსი რამ ნებისმიერი მამაკაცის ძალებს აღემატება, რადგან საქმე ეხება, ორ დიამეტრალურად განსხვავებულ ხასიათს, რომელიც შეუძლებელია ერთ ადამიანში იყოს წარმოდგენილი.

რეალურ მამაკაცებთან ურთიერთობის დროს, ქალები განიცდიან მუდმივი დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ან რჩებიან მარტოსულები, იმ იმედით, რომ შეხვდებიან მათთვის სასურველ მამაკაცს. ზოგჯერ ქორწინდებიან და შემდეგ ცდილობენ მეუღლის თავის ჭკუზე „გადაკეთებას“. ასეთ ქალებთან ურთიერთობისას, მამაკაცები იძულებულნი არიან დაიოკონ საკუთარი გრძნობები ან ამბოხდნენ, რათა დაიცვან საკუთარი პიროვნება. ამ შემთხვევაში კი ოჯახში იწყება გაუთავებელი კონფლიქტები, რაც საბოლოოდ ურთიერთობების გაწყვეტით მთავრდება.

ყველა ქალს არ შეუძლია საკუთარი ქცევების თვითანალიზით დაკავდეს, გააცნობიეროს საკუთარი სურვილების ორაზროვნება. უმრავლეს შემთხვევაში, როცა ხედვენ, რომ მამაკაცი ძალიან შორს არის იდეალური პრინცისაგან და არც ცდილობს მას დაემსგავსოს, ქალები ან ასრულებენ მათთან ურთიერთობას ან ჩუმად ეგუებიან, ეშიანით ურთიერთობების დანგრევის და მარტოობის. ამასთან ქალების დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, არ არის პირდაპირ კავშირში მამაკაცის მიერ გაწეულ დათმობებთან. თუ მამაკაცი არ მოისურვებს ქალის სურვილების შესრულებას, მას ქალი ეგოიზმში დაადანაშაულებს, ხოლო თუ ეცდება მისი გულის მოგებას, ქალი მას სუსტ ადამიანად წარმოაჩენს.

ქალური მოთხოვნების წარმოშობა

საუკუნეების მანძილზე ოჯახის საყრდენად და მარჩენლად განიხილებოდა მხოლოდ მამაკაცი. ამიტომ ვაჟის დაბადება, მშობლებში იწვევდა უფრო მეტ სიხარულს, ვიდრე გოგონასი.

ერთადერთი რითაც ქალიშვილს შეიძლება გაეხარებინა მშობლები იყო, გაყოლოდა ცოლად მდიდარ და შეძლებული ოჯახის წევრს და მათაც ენახათ გარკვეული ხეირი. ამიტომ ქალის გათხოვებისადმი მზადება იწყებოდა ძალზე ადრეული ასაკიდან, რაც გამოიხატებობდა იმის სწავლებას თუ როგორ მიექცია ღირსეული საქმროს ყურადღება. თვით ქალები ასეთ ვითარებას ანუ სიმდიდრეზე მათ გაცვლას არ მიიჩნევდნენ დამამცირებლად. პირიქით, ცნობილი და მდიდარი ქმრით ისინი ამაყობდნენ, თუნდაც მამაკაცი ყოფილიყო შეუხედავი და არც ისე ახალგაზრდა. ხშირად, სასურველ სიძეს თვით მშობლები ეძებდნენ და ქალიშვილები არც კი ფიქრობდნენ მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. სიყვარულს – საქმროს ამორჩევის პროცესში უკანასკნელი როლი ეკავა.

ჩვენს დროში, როცა მრავალი ქალი, მამაკაცზე არა ნაკლებ შემოსავალს ღებულობს, სავსებით შეუძლიათ საკუთარი თავის დაკმაყოფილება. ანგარებით ქორწინებები ჩაანაცვლა სიყვარულით ქორწინებებმა, თუმცა რა არის სიყვარული, რაში მდგომარეობს მისი არსი, რაზეა დამოკიდებული და რამდენიმე წლის შემდეგ სად ქრება, ამ კითხვებზე პასუხი დღესაც გაუცემელია. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გაისმის ქალის და მამაკაცის მარადიულ სიყვარულზე სხვადასხვა სახის თქმულებები და ის რომ სიყვარულს შეუძლია ნებისმიერ ცხოვრებისეული დილემის გადაჭრა, ყოველდღიურ ყოფაში ჩვენ პირუკუ სურათს ვხედავთ: ხშირად სიყვარულით შექმნილი ოჯახები, ირღვევა და ყოფილ მეუღლეებს შორის სიძულვილი ისადგურებს.

რეალობასა და საკუთარ ქვეცნობიერ მოტივებს შორის წინააღმდეგობა, დიდ დარტყმას აყენებს ქალის თვითშეფასებას, არღვევს მის სულიერ სიმშვიდეს და ცდილობს იპოვოს ისეთი მამაკაცი, რომელიც დაეხმარება მას არსებული შინაგანი გაორების და სულიერი დაბნეულობის გადატანაში. თუმცა, ქალის ყველა მცდელობა მარცხით მთავრდება, რადგან ის რაც დამახასიათებელია კაცი-საყვარელისათვის – უხეშობა და სექსუალურობა და ის რაც დამახასიათებელია მეუღლე-კაცისთვის – მზრუნველობა, ნაკლებად შეიძლება თავმოყრილი იყოს ერთ მამაკაცში. აიძულო მამაკაცი შეასრულოს ის როლი, რომელიც მის ძალებს აღემატება, ნიშნავს ქალმა წინასწარ გაწიროს არსებული ურთიერთობები დასრულებისათვის.

როგორც ქალს ისე მამაკაცს გააჩნია სიამაყის და საკუთარი არასრულფასოვნების განცდა. სიამაყე აიძულებს ადამიანს, თავის სურვილებს დაუქვემდებაროს პარტნიორი, საკუთარი სურვილის მიხედვით, განაგებდეს მის ქცევებს, ხოლო არასრულფასოვნების გრძნობა, ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ ღირსებებს და ეძებს ირგვლივ მყოფ ადამიანებში თავისი მოქმედების გამართლებას და მხარდაჭერას.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


ქალური სიამაყე

სიამაყის გამოვლენა თვითშეფასების პრობლემის ერთ-ერთი მხარეა და აიძულებს ქალს აირჩიოს მამაკაცი, რომელიც დაეხმარება მას სტატუსის აწევაში. აქედან გამომდინარე, მამაკაცი უნდა იყოს მდიდარი, წარმატებული, გარეგნულად მიმზიდველი და ქალებში პოპულარობით უნდა სარგებლობდეს. ასეთ მამაკაცზე ქორწინების შემდეგ, ქალი გარკვეული პერიოდის მანძილზე თავს მშვიდად გრძნობს.

იმისათვის, რომ მრავალი წარმატებული მამაკაციდან მან არჩევანი გააკეთოს, ქალი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას: სილამაზეს, სექსუალურობას დ ა.შ. ქალი რაც უფრო მეტი მამაკაცის ყურადღებას მიიქცევს, მით უფრო დამაჯერებლად და ბედნიერად გამოიყურება. უპირატესობას ანიჭებს იმ მამაკაცს, რომელიც ყველაზე უფრო მეტად შეესაბამება იდეალურ მამაკაცს, რომელსაც საკუთარი კრიტერიუმებით აფასებს.

[poll id=”63″]

მამაკაცის მართვის პროცესის მსვლელობისას, ქალი ახალ და ახალ პრეტენზიებს უყენებს მას. მაგალითად, მისი სიმშვიდის გამო მოითხოვს მამაკაცმა მეგობრებთან ურთიერთობა გაწყვიტოს, აკრიტიკებს მამაკაცის ინტერესებს და გატაცებებს და ცდილობს საკუთარი მოახვიოს, ცდილობს ნებისმიერი წამიერი სურვილის ასრულებას და ა.შ. მაშინაც კი როცა ქალი ხედავს ვითარების დაძაბვას, რასაც შეიძლება ურთიერთობების გაწყვეტაც კი მოჰყვეს, ის მაინც უკან არ იხევს. მისი სიამაყე არ აძლევს მისი საქციელის ადექვატურად შეფასების საშუალებას.

რაც არ უნდა კარგი თვისებების მატარებელი არ უნდა იყოს მამაკაცი, ქალი მისგან ითხოვს ისეთ რამეს რაც უცხოა მისი ბუნებისათვის. თუ მამაკაცი რბილი ხასიათის არის და არ უყვარს კონფლიქტური სიტუაციები, ქალი აიძულებს იყოს უხეში და აგრესიული. თუ მამაკაცი საკუთარ თავში დაჯერებული და ჯიუტია, ქალს სურს, რომ იხილოს დამთმობი მამაკაცი, რომელიც მის სურვილებს უთქმელადაც გაიგებს.

როგორც კი მამაკაცი დაიწყებს საკუთარი თავის დაცვას, ქალი მას მაშინვე უხეშობაში, უგულობაში და თანაგრძნობის უუნარობაში დაადანაშაულებს, თუ მამაკაცი დათმობაზე წავა, ქალი გრძნობს მის სისუსტეს, კარგავს მის მიმართ ინტერესს (ვერ გრძნობს მამაკაცს, როგორც საყრდენს ცხოვრებაში) და იწყებს „ახალი“ კაცის ძებნას.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ასეთი ქალი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რადგან სიამაყე მისი თვითშეფასების ერთადერთ მხარეს წარმოადგენს, რომელიც მუდმივად აიძულებს თვითდამკვიდრებას მამაკაცის ხარჯზე.

ქალის არასულფასოვნების გრძნობა

საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა, ქალის თვითშეფასების მეორე მხარეა, რომელიც უბიძგებს ქალს იპოვოს ისეთი მამაკაცი, რომლსაც გააჩნია თანაგრძნობის უნარი, რომლის გამოხატვას მამაკაცი გამოავლენს მისი ნებისმიერი ნაკლის შემთხვევაში, შეიბრალებს მას როგორც არა მხოლოდ ქალს არამედ, როგორც პიროვნებასაც.

უხეში მაჩო იზიდავს ქალებს თავის ვნებიანობით, აგრესიულობით და სექსუალობით, რომელიც ქალში ამაღლებს თვითშეფასებას და კვებავს მის სიამაყეს. მაგრამ მას არ შეუძლია, ქალს მისცეს ხანგრძლივი ურთიერთობების გარანტია და საერთოდ არ აინტერესებს მისი შინაგანი სამყარო, ერთადერთი რაც ასეთ მამაკაცს სურს დაიკმაყოფილოს საკუთარი სურვილი. ამიტომ ქალი იწყებს მგრძნობიარე, დამთმობი ხასიათის მამაკაცის ძიებას, რომელიც ძლიერი სიყვარულის გამო არ უღალატებს მას.

საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობიდან თავის დაღწევის მიზნით, ქალს სურს მამაკაცისგან მუდმივად ესმოდეს, რომ ის მას უყვარს ისეთი, როგორიც არის და არ მიატოვებს რაც არ უნდა მოხდეს. ასეთ მამაკაცთან ქალს ეუფლება სტაბილურობის და დაცულობის გრძნობა და რაღაც პერიოდი, თავს ბედნიერად გრძნობს. ლოგიკური იქნებოდა გვეფიქრა, რომ თუ ქალი იპოვიდა სასურველ მამაკაცს, რომელსაც არ ექნებოდა ღალატის სურვილი, იქნებოდა მის მიმართ მოსიყვარულე და ა.შ. თითქოს ეს და საკმარისი უნდა ყოფილოყო, რომ ქალს თავი მუდმივად ბედნიერად ეგრძნო, თუმცა არასრულფასოვნების გრძნობას გააჩნია მეორე მხარეც.

რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო იშვიათად ახარებს ქალს, მამაკაცის მხრიდან დათმობები და ნაკლებად აფასებს მისი ხასიათის სირბილეს. თანდათან საიმედოდ დაცულობა ქალში გაღიზიანებას იწვევს, ოცნებობს უხეშ მაჩოზე, რომელთანაც მართალია მშვიდად არ იყო, თუმცა არასოდეს მოიწყენდა.

რაც უფრო მეტ დათმობებზე მიდის მამაკაცი, მით უფრო მძაფრად რეაგირებს ქალი, ხოლო მამაკაცი, რომელსაც ვერ გაუგია რაში არის დამნაშავე, უფრო მეტ დათმობებზე მიდის და მანკიერი წრეც იკვრება.

მამაკაცის მიმართ პატივისცემის დაკარგვით, ქალი რომელიც აცნობიერებს ურთიერთობის გაწყვეტის შესაძლებლობას, მაინც ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებს მას. მდგომარეობა საბოლოოდ მთავრდება გაყრით და ხშირად მისი ინიციატორი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს – ქალია.

იმისათვის, რომ ქალმა დაძლიოს შინაგანი წინააღმდეგობები და თავი ბედნიერად იგრძნოს, აუცილებელია სიამაყის და არასრულფასოვნების გრძნობების ერთდროულად შენარჩუნება, რაც არ შეუძლია არც ერთ მამაკაცს. ამიტომ, ქალი ან ეგუება არსებულ სიტუაციას და თავს უბედურად გრძნობს ან ეძებს ახალ პარტნიორს.

ბევრი რამ არის დამოკიდებული ქალის აღზრდაზე და მორალურ შეხედულებებზე. ერთნი ყველა პრობლემას საყვარლების მუდმივი ცვლით აგვარებს. სხვები მრავალ მამაკაცთან იწყებს ურთიერთობას, მაგრამ ინარჩუნებს დისტანციას. ამისი მკაფიო მაგალითია, როცა ქალი, სამსახურში თავის უფროსს ეკეკლუცება, მაგრამ როცა უფროსი მოქმედებაზე გადავა ის მკაცრად აგრძნობინებს, რომ ის „ასეთი არ არის“.

ზოგიერთი ქალი, თავის არასრულფასოვნების გრძნობს იკმაყოფილებს ფსიქოთერაპევტთან სეანსებით, ესაუბრება გულახდილად და გადაუშლის გულს, შემდეგ იწყებს ფლირტს, ახლო ურთიერთობის იმედით, რადგან პროფესიონალურ ყურადღებას ის მიიჩნევს, როგრც მამაკაცურ ინტერესს მის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ქალმა შეიძლება თამაშში ჩაითრიოს ერთდროულად რამდენიმე მამაკაცი. „ქმრის“ როლს, როგორც წესი ასრულებს ერთი მამაკაცი, დანარჩენები „საყვარლებია“. ერთი აღაფრთოვანებს მას ინტელექტით, მეორე სილამაზით და ა.შ. აღნიშნული ურთიერთობები სექსის გარეშეა. ამგვარი მიდგომით, ქალი თავისუფლდება სინდისი ქეჯნისგან, რადგან არც ერთი მამაკაცი ვერ აღწევეს რეალური საყვარლის სტატუსს. ეს არ არის ღალატი, ეს მხოლოდ ფლირტია.

ამრიგად, ქალი აღწევს კმაყოფილების უმაღლეს დონეს, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ არის. ამისათვის კი აუცილებელია ამ ორივე პოლუსის (სიამაყე და არასრულფსოვნების გრძნობა) შერიგება. ამისათვის ქალი ცდილობს ყველა მამაკაცთან იმეგობროს და წყნარდება მაშინ, როცა ეს გამოსდის.

გამოსავალი მანკიერი წრიდან

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მომხიბვლელ ქალს შეუძლია რაღაც დონეზე თავი იგრძნოს კმაყოფილად, რამდენიმე მამაკაცის ყურადღების წყალობით. მაგრამ აბსოლუტური კმაყოფილების გრძნობა მაინც მიუღწეველი რჩება. ამის მიზეზებია:

  • ასაკთან ერთად ნებისმიერი სილამაზე თანდათან ქრება, შესაბამისად კლებულობს კავალერთა რიცხვი და შემდეგ საერთოდ ქრება. ქალი უბრუნდება საწყის წერტილს, მაგრამ უკვე სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია.
  • მამაკაცებთან თამაშით, ქალი დიდ რისკზე მიდის. მამაკაცებსაც გააჩნიათ სიამაყე, რომლის დარტყმის ქვეშ დაყენება არ სურთ. ერთ დღეს რომელიმე მამაკაცი მიხვდება, რომ ქალი მას თავისი მიზნებისათვის იყენებს და გადაწყვეტს შურისძიებას.

გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მხოლოდ ერთია. მიიღოს და შეურიგდეს საკუთარ თავს, როგორიც არის და არ ელოდოს გარემოდან მისდამი აღფრთოვანების აღიარებას, რაც თანდათან გამოიწყვევს მისი თვითშეფსების ნორმალიზაციას.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია >>

წყარო: http://manandwoman.org/blog/psychology/221.html


.
.