მტკივნეული ერექცია

http://www.medgeo.net/2018/06/21/მტკივნეული-ერექცია/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

მტკივნეული ერექცია

ტკივილი ერექციის პროცესში არსებითად აუარესებს მამაკაცის ცხოვრების ხარისხს. გარდა ამისა, ტკივილი ერექციის დროს როგორც სიმპტომი, შესაძლოა მიუთითებდეს მნიშვნელოვან უროლოგიურ დაავადებებზე.

ტკივილი სასქესო ასოს მიდამოში – სიმპტომია, რომელიც ხშირად გვხვდება სასქესო ასოს დაავადებების დროს, თუმცა შეიძლება, სხვა ორგანოების პათოლოგიების დროსაც შეგვხვდეს. ეტიოლოგიის მიხედვით, ის შეიძლება განსხვავდებოდეს ინტენსიურობითა და ხასიათით. აღნიშნული სიმპტომის წარმოშობის მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია. მიზეზთა ფართო, თუმცა არასრულ ჩამონათვალს შეიძლება მივაკუთვნოთ:

  • ტრავმები – მოტეხილობა, ღრძობა, დაჟეჟილობა, ჩაჭედვა;
  • ინფექციური პროცესები – გენიტალური ჰერპესი, ბალანოპოსტიტი, კავერნიტი, მწვავე ურეთრიტი;
  • სტრუქტურული დეფექტები – პარაფიმოზი, პეირონის დაავადება;
  • ფუნქციური დარღვევები – პრიაპიზმი;
  • კენჭი შარდსადენ მილში;
  • წინამდებარე ჯირკვლის ანთება (პროსტატიტი) და კოლიკულიტი;
  • სასქესო ასოში ტკივილის ირადიაცია, შარდსაწვეთის ქვედა მესამედში არსებული კონკრემენტისა ან შარდის ბუშტის კენჭის ფონზე;
  • წინამდებარე ჯირკვლის კიბო;
  • სასქესო ასოს კიბო;
  • ფალოპროთეზირების შემდგომი გართულებები;
  • სიმსივნეები მცირე მენჯის არეში;
  • ხერხემლის გავის მიდამოს დაავადება ან სასქესო ასოს ინერვაციაში მონაწილე ნერვული ღეროების დაზიანება.
  • კლინიკური დიაგნოზის დასადგენად ექიმი პირველ რიგში ატარებს დიფერენციალურ დიაგნოსტიკას:

♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


პათოლოგია განმასხვავებელი თავისებურებები
გენიტალური ჰერპესი სასქესო ასოს არეში, ტკივილს თან ახლავს კანის ზედაპირზე წვრილი ბუშტუკების გაჩენა, რომელიც ერწყმის ერთმანეთს, სკდება და აჩენს მგრძნობიარე ეროზიებს.
ბალანოპოსტიტი აღინიშნება ჰიპერემია და სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის შეშუპება. ჩუჩის ასოს თავზე გადაწევის დროს შესაძლებელია ნახეთქის გაჩენა. პენისის თავი ხშირად დაფარულია ნადებით, რომლის ფერიც შეიძლება ვარირებდეს, თეთრიდან მოყვითალო-მომწვანო ფერამდე.
კავერნიტი ასოს მიდამოში ტკივილს თან ახლავს სიწითლე, შეშუპება, სხეულის ტემპერატურის მატება, ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება პრიაპიზმი.
მწვავე ურეთრიტი თან ახლავს შარდსადენი მილიდან სხვადასხვა სახის გამონადენი: ლორწოვანი, ლორწოვან-ჩირქოვანი, ჩირქოვანი. ასევე დამახასიათებელია დიზურია: ხშირი და მტკივნეული შარდვა.
პეირონის დაავადება ჩვეულებრივ, ტკივილი წარმოიქმნება ერექციისას და ძლიერდება სქესობრივი აქტის დროს. ასევე შეინიშნება სასქესო ასოს გამრუდება. პალპაციისას კანის ქვეშ შეინიშნება მკვრივი ბალთები.
პრიაპიზმი ტკივილი ასოს არეში ჩნდება არაადეკვატურად ხანგრძლივი ერექციის შემდეგ, რომლის კუპირება ეაკულაციის შემდეგაც არ ხდება. ზოგ შემთხვევაში ასოს კანი იძენს ლურჯ შეფერილობას.
კენჭი ურეთრაში აღინიშნება შარდვის გაძნელება ან მოშარდვის შეუძლებლობა. ამასთან ერთად შარდვის მომენტში მატულობს მტკივნეული სიმპტომები.
კენჭი შარდის ბუშტში ჩვეულებრივ, ასეთ პაციენტებს აწუხებთ ტკივილი მუცლის ქვედა არეში, მისი ირადიაცია ხდება ასოს თავში, და ძლიერდება სხეულის მდებარეობის შეცვლისას. შესაძლებელია წყვეტილი შარდვა ურეთრის შიდა ხვრელის კონკრემენტით ჩაკეტვის შედეგად.
კოლიკულიტი ჩვეულებრივ ახასიათებს ხშირი და შესაძლოა მტკივნეული შარდვა, სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის შემცირება, ან პირიქით, სქესობრივი აქტის გახანგრძლივება (რეტარდული ეაკულაცია).
შარდსაწვეთის კენჭი ახასიათებს წელის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში შარდსაწვეთის გავლით, საზარდულის მიდამოში, სასქესო ასოსა და ხანდახან, სათესლე პარკის არეში. შესაძლოა, განვითარდეს თირკმლის ჭვალი.
სასქესო ასოს ტრავმა ვიზუალიზირდება გარეგანი დაზიანების ნიშნები. შესაძლებელია, არსებობდეს ურეთრის დაზიანების ნიშნები: ჰემატურია, დიზურია.

ნებისმიერი ტკივილის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რათა დადგინდეს ტკივილის მიზეზი და/ან კონკრეტული დაავადება რაც ამ სიმპტომს იწვევს. მხოლოდ ამის შემდეგ (შესაძლოა, დაგჭირდეთ ზოგიერთი ანალიზის ჩაბარება და გარკვეული დიაგნოსტიკური კვლევები) შეიძლება სათანადო მკურნალობის დანიშვნა და წარმართვა.

ერექციის დროს ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია  პრიაპიზმი, ქრონიკული პროსტატიტი და პეირონის დაავადება, რომელიც დაწვრილებით ცალკეულ სტატიებშია აღწერილი.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>

სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია>>>

ავტორი: უროლოგი კონსტანტინე კობალაძე

წყარო : http: // urologi. ge/

https: // www. facebook. com/ urologi. ge/