როგორ დავაბრუნოთ მამაკაცი ოჯახში?

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

როგორ დავაბრუნოთ მამაკაცი ოჯახში

  • რატომ ტოვებენ ქმრები ოჯახს?
  • სექსის ფაქტორი
  •  ოჯახური საუბრები
  • საკუთარ თავზე მუშაობა

შემთხვევები, როცა მამაკაცი ოჯახიდან საყვარელთან მიდის, იშვიათი შემთხვევა არ არის. სამწუხაროდ, მამაკაცების გარკვეული ნაწილი, შორს დგას მეოჯახე კაცისგან. მიუხედავად ამისა, მამაკაცის ოჯახში მობრუნება შესაძლებელია, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, როცა მის დაბრუნებას აზრი აქვს. მამაკაცის ოჯახიდან წასვლას, ყოველთვის აქვს თავისი „უნიკალური“ მიზეზები, ამიტომ აუცილებელია ქალმა კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოს. არსებობს გარკვეული ზოგადი წესები, რომლის მიდევნება აუცილებელია ქმრის დასაბრუნებლად.

რატომ ტოვებენ ქმრები ოჯახს?

პირველ რიგში აუცილებელია იმის გარკვევა თუ რატომ მიდის კაცი ოჯახიდან, რა არ აკმაყოფილებს მას და რას ეძებს ის ოჯახის მიღმა. მიზეზები შეიძლება მრავალი იყოს. ერთ შემთხვევაში დამნაშავეები შეიძლება ქალები იყოს, ისინი მუდმივად ავიწროვებენ ქმრებს და ითხოვენ რაღაცას, უარს ამბობენ სექსზე ან საერთოდ ღალატობენ. ბუნებრივია ასეთი ოჯახური პირობები ყველა მამაკაცისათვის მიუღებელია.

განსაკუთრებით რთულია იმ მამაკაცების ფსიქოლოგიაში გარკვევა, რომლებიც ტოვებენ ისეთ ოჯახურ გარემოს სადაც სიტუაცია მეტ-ნაკლებად მისაღებია. როცა ცოლი მას უსვამს შეკითხვებს: თუ რატომ ართულებს საყვარელი ადამიანების ცხოვრებას (ცოლი, შვილები, მშობლები), მიუთითებს პასუხისმგებლობაზე, მამაკაცი ნებისმიერ სიტუაციაში ეცდება თავის გამართლებას და ხშირ შემთხვევაში ახდენს ცოლზე გადაბრალებას.

როგორ მოიქცეს ქალი, როცა ის ქმრის წინაშე დამნაშავე არ არის? უპირველეს ყოვლისა საჭიროა, გარკვევა თუ რის გამო დატოვა მამაკაცმა ოჯახი. რას აძლევს მას საყვარელი ისეთს, რისი მიცემა ვერ შეძლო მეუღლემ: ყურადღება, სექსი, პატივისცემა და ა.შ. მამაკაცის დასაბრუნებლად საჭიროა ქალმა გაანალიზოს და გაერკვეს თუ რა სჭირდება მამაკაცს მისგან, რის მიმართ ავლენს ის ინტერესს. რა თქმა უნდა ეს ადვილი არ არის. თუ კაცმა ოჯახი დატოვა და გადავიდა უფრო ახალგაზრდა ქალთან საცხოვრებლად, ვიდრე მისი ცოლია, მაშინ მან უნდა გააცნობიეროს საკუთარი ძლიერი მხარეები, რომლითაც ის წინ აღუდგება სხვა ქალის სექსუალურობას. ყოველ ქალს გააჩნია საკუთარი ძლიერი მხარეები, თავმოყვარეობა. საჭიროა ქალმა გააცნობიეროს საკუთარი უპირატესობები და ნაკლი, დააინტერესოს მამაკაცი. საკუთარი ძლიერი მხარეები აღმოსაჩენად შესაძლებელია ქალმა მიმართოს მეგობრებს და სთხოვოს მათ დაახასიათონ მისი პიროვნება. თუ ქალს არ დააკმაყოფილებს პასუხები ან ისინი ვერ შეძლებენ მის დახასიათებას, მაშინ ქალს აუცილებლად დაეხმარება ფსიქოლოგი.

მას შემდეგ რაც ქალი გაარკვევს თუ რა იზიდავს მასში მამაკაცებს, მან აუცილებლად უნდა ეცადოს თავის ძლიერი მხარეების მაქსიმალურად წარმოჩენა და განვითარება. ქალმა არასოდეს არ უნდა იფიქროს, რომ მასში არაფერია არ არის ისეთი, რაც მის ქმარს უფრო მეტად დააინტერესებს, ვიდრე სხვა ქალის თვისებებია. ქალმა უნდა გამოიყენოს საკუთარი მომხიბვლელობა, რითაც ის მიიზიდავს მამაკაცს. ქალების უმრავლესობას ეს არ ესმის და აწყობენ სკანდალებს, ავლენენ ემოციურობას, რაც ხშირად ისტერიის სახით ვლინდება, მოითხოვენ ქმრისგან ერთგულებას და ა.შ. ქალმა ამ შემთხვევაში უნდა გაიხსენოს ის ქცევები, რითაც ის ხიბლავდა თავის ქმარს, გაცნობის პირველ ხანებში. ქალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიმციროს თავი და ცრემლმორეულმა არ უნდა სთხოვოს მამაკაცს, დაუბრუნდეს ოჯახს. ყველა ქალში არის რაღაც საკუთარი და განსაკუთრებული, საჭიროა მან ისწავლოს საკუთარი თავის საუკეთესო თვისებებით წარმოჩენა. ახლა გავარკვიოთ თუ რას ეძებენ მამაკაცები ოჯახის გარეთ.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


 სექსის ფაქტორი

ხშირად მამაკაცები ოჯახებიდან მიდიან სექსის გამო. ზოგჯერ საყვარლებთან დადიან სექსუალური მრავალფეროვნების გამო. ახალგაზრდა, ლამაზი, სექსუალური ქალი, მამაკაცის აზრით მეტად საინტერესო ვარიანტია, ვიდრე ცოლი, რომელსაც უკვე ის ისე კარგად არ გამოიყურება, როგორც ადრე. თუმცა ზოგიერთი მამაკაცი ცდილობს ერთროულად გამოიყენეოს საყვარელი სექსისათვის და სახლში ცოლმა დაახვედროს ოჯახური გარემო. რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში? მიუხედავად იმის, რომ ცოლი უკვე არც ისე სექსუალურია დ ახალგაზრდა, ქალმა უნდა ეცადოს სექსუალურ ურთიერთობებში ჩართოს ფანტაზია. ისწავლოს თუ როგორ მიანიჭოს მამაკაცს სიამოვნება, სადღეისოდ ამ მხრივ უამრავი ინტერნეტ-მასალა არის ხელმისაწვდომი. საკუთარი გარეგნობის წესრიგში მოყვანა არ წარმოადგენს სირთულეს. სექსუალური მრავალფეროვნების და შესაბამისად სიამოვნების განცდის მოტანა მამაკაცისათვის შეუძლია ყოველ ქალს.

ურთიერთობები

არსებობს იეთი მამაკაცები, რომლებსაც ქალში მარტო სექსი არ აინტერესებთ, რამდენადაც ურთიერთობა. ამიტომ ისინი ეძებენ ქალს, სადაც უკეთესად იგრძნობენ თავს. ამ ტიპის კაცები არ არიან ცოლთან ბედნიერები. რთულია იმის თქმა თუ რამდენად დამნაშავეა ამ სიტუაციაში ცოლი, ხშირად მამაკაცები თავს უბედურად საკუთარი შინაგანი პრობლემების გამო გრძნობენ. ფსიქოლოგებს ამ ტიპის მამაკაცები ხშირად არ მიმართავენ, თვლიან, რომ თვითონ მოაგვარებენ პრობლემას. ცოლმა ამ შემთხვევაში ადრეულ პერიოდშივე უნდა შენიშნოს მამაკაცის ხასიათის ცვლილებები. როგორიც არის: ცოლისადმი ნაკლები ყურადღება, კამათი, ლანძღვა თუ ეს მოვლენები ხშირად მეორდება, ქალს შეუძლია ვითარება გამოასწოროს, დაუთმოს მას მეტი ყურადღება.

გარდა ამისა, ცხოვრებაშიც უნდა შევიდეს გარკვეული ცვლილებები. მაგალითად, ცოლმა შეიძლება ურჩიოს ქმარს შეიცვალოს სამსახური ან გადავიდნენ საცხოვრებლად სხვა ქალაქში თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, პირად დამოკიდებულებებში ურთიერთობა უფრო მრავალფეროვანი გახადონ, მოკლედ ცოლმა გარკვეული ფსიქოლოგის ფუნქციები უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ყოველივე ეს უნდა გაკეთდეს სანამ მამაკაცი ოჯახს დატოვებს. შემდეგ მისი მობრუნება ძალზე გართულდება ან საერთოდ შეუძლებელი იქნება.

ოჯახური საუბრები

ამ ტიპის ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია. ქალმა უნდა წინასწარ უნდა მოიფიქროს სათქმელი, ყურადღება მიაქციოს ყოველ სიტყვას. თუმცა საუბარი უნდა იყოს თანასწორი, კერძოდ, ქალმა უნდა აგრძნობინოს, რომ მას არ ეშინია მარტო დარჩენის, რომ მას ძალიან სურს, ოჯახში მისი დაბრუნება, რომ ის მისთვის ყველაფერს გააკეთებს და ა.შ. ქალი უნდა გამოიყურებოდეს თვითდაჯერებულად, გამოხატოს პატივისცემა ქმრის მიმართ.

საკუთარ თავზე მუშაობა

მნიშვნელოვანია ქალის მხრივ მუდმივი ზრუნვა საკუთარ გარეგნობაზე, ცხოვრებისეული ახალი უნარების ათვისება, საკუთარი დადებითი თვისებების წინა პლანზე წამოწევა, გარკვეულ სფეროში წარმატების მიღწევის სურვილი და მისი განხორციელებისათვის ბრძოლა, მაგალითად, სამსახურში.

იმ შემთხვევაში თუ ქალი ვერ მიაღწევს წარმატებას, მან თავისი ტკივილი უნდა გამოიყენოს მომავალი ცხოვრების დასაწყებად, დასაწყისში თუნდაც ოცნება ახალ ურთიერთობებზე, ახალ სიყვარულზე მნიშვნელოვნად აამაღლებს ქალის განწყობას. არსებობს უამრავი მაგალითი, როცა ქმართან განშორების შემდეგ, ქალი ძალზე კარგ ურთიერთობებს აღწევს და პოულობს კიდეც სასურველ მამაკაცს, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ასეთი შესაძლებლობის არსებობა მას   შეუძლებლად მიაჩნდა.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები

წყარო:https://psichel.ru/kak-vernut-muzha-v-semyu/