სასქესო ასოს გადახრა, გამრუდება.

http://www.medgeo.net/2018/06/24/სასქესო-ასოს-გადახრა-გამ/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სასქესო ასოს გადახრა, გამრუდება.

განვითარების მიზეზები და მექანიზმი

კლინიკური სურათი

დიაგნოსტიკა

პეირონის დაავადების მკურნალობა

ოპერაციული მკურნალობა პეირონის დაავადების დროს

პეირონის დაავადება (სასქესო ასოს ფიბროპლასტიკური ინდურაცია) – მამაკაცის სასქესო სისტემის დაავადება, რომლის დროსაც ხდება ერეგირებული სასქესო ასოს გადახრა. როგორც წესი, ამ დროს სასქესო ასოს ზედა ზედაპირზე (ზურგზე) წარმოიქმნება ნაწიბუროვანი ქსოვილის კერები, რაც იწვევს თეთრი გარსის ელასტიურობის დაქვეითებას და პენისის გამრუდებას ერექციის დროს. იშვიათად გვხვდება სიტუაციები, როდესაც ბალთები განლაგებულნი არიან, სასქესო ორგანოს გვერდით ან ქვედა ზედაპირზეც კი, რაც იწვევს გადახრას გვერდით ან ქვევით.

დაავადებას სახელი ეწოდა Francois de la Peyronie (ფრანსუა დე ლა პეირონი), პარიზის ქირურგიული აკადემიის დამაარსებლის, პატივსაცემად. 1743 წელს მან აღწერა სამი პაციენტის მდგომარეობა მსგავსი სიმპტომებით (გამკვრივებული კვანძები სასქესო ორგანოს გასწვრივ, მტკივნეულობა და სასქესო ორგანოს გადახრა ზედა მხარეს ერექციის დროს). მიუხედავად იმისა, რომ პეირონი არ იყო პირველი, ვინც ლიტერატურაში მსგავსი ფენომენი აღწერა (Ephemerides, 1687), მან მოახერხა ავადმყოფობის და მისი სიმპტომების შედარებით დეტალური და სისტემატური აღწერა, რის გამოც დაავადება, სწორედ მისი სახელით დამკვიდრდა სამედიცინო ნომენკლატურაში.

განვითარების მიზეზები და მექანიზმი

პეირონის დაავადების შესწავლა უკვე 250 წელია მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, მისი წარმოშობისა და განვითარების ბევრი ასპექტი სადავო რჩება.

ავადმყოფობის განვითარების უამრავ შესაძლებელ მიზეზთა შორის ხშირად ასახელებენ შემდეგს:

  • ვიტამინ E-ს უკმარისობა;
  • ჰორმონალური დარღვევები: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქისა და ჰიპოთალამუსის (თავის ტვინის ერთ-ერთი განყოფილების) ჰორმონების ბალანსის ცვლილება;
  • ჰორმონების, კერძოდ სეროტონინის დონის მომატება;
  • გენეტიკური მიდრეკილება. ამ თეორიას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ პეირონის დაავადება ხშირად შემაერთებელი ქსოვილის სხვა მემკვიდრეობით დაავადებებს (სისტემური ვასკულიტები, სკლეროდერმია, დიუპიუიტრენის კონტრაქტურა და სხვა) ერთვის თან;
  • ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის გვერდითი მოვლენები, რომლებსაც ნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, კრუნჩხვების, გაფანტული სკლეროზისა და გლაუკომის დროს;
  • უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა კლეიმანის თეორია, რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში: თეთრი გარსის ხშირ მიკროტრავმებს (მაგალითად, ინტენსიური სქესობრივი კავშირისას) მივყავართ სისხლძარღვის დაზიანების ადგილას ფიბრინის დაგროვებამდე. იწყება შეხორცება, რომლის პროცესშიც ანთებითი რეაქცია ვითარდება (ეს ბუნებრივი პროცესია). ბალთების სისქეში გროვდება კალციუმი, რაც მათ უფრო ამკვრივებს. ეს პროცესი გრძელდება 1,5 –დან 2- წლამდე.პეირონის დაავადებას სამი ძირითადი გამოვლინება აქვს:

კლინიკური სურათი

პეირონის დაავადებას სამი ძირითადი გამოვლინება აქვს:

  1. სასქესო ასოს გამრუდება – გვხვდება ავადმყოფთა 55-100%-ში;
  2. სასქესო ასოს ტკივილი ერექციის დროს– დამახასიათებელია მამაკაცთა 70-80%-ში;
  3. პენისის კანქვეშ შეხებადი მსხვილი ბალთები – ვლინდება პაციენტთა 80-100%-ში.

დაავადება, როგორც წესი იწყება ტკივილით ერექციის დროს. თანდათანობით ტკივილის ინტენსიურობა იზრდება, პენისის გამრუდება ფორმირებას იწყებს. უფრო გვიან სტადიებში კარგად ისინჯება შემაერთებელი ქსოვილები და ფიბროზული ბალთები (მათი ზომები საშუალოდ 1.5-2 სმ-ს შეადგენს) სქესობრივი ცხოვრება ამ პერიოდში მკვეთრად მტკივნეულია ან სრულიად გამორიცხულია.

ავადმყოფობას განვითარების ორი ძირითადი ეტაპი აქვს:

  1. მტკივნეული პერიოდი. პაციენტები ამ დროს ჩვეულებრივ უჩივიან სასქესო ასოს მტკივნეულობას, როგორც ერექციის დროს, ასევე მოდუნებულ მდგომარეობაში;
  2. ფუნქციონალური პერიოდი. ამ დროს ფორმირებას იწყებს სასქესო ასოს გამრუდება, რასაც ტკივილებთან ერთად სქესობრივი ცხოვრების გართულებამდე ან შეუძლებლობამდე მივყავართ.

დიაგნოსტიკა

პეირონის დაავადების დიაგნოზი ჩვეულებრივ ისმება პაციენტის ჩივილების, ზოგადი დათვალიერებისა და პალპაციის (ხელით გასინჯვის) საფუძველზე.

გამოკვლევის ინსტრუმენტალურ მეთოდებს შორის გამოიყენება:

  • ულტრაბგერითი გამოკვლევა – გამოკვლევას ატარებენ ერეგირებულ პენისზე. ამისათვის პაციენტის სასქესო ასოს არეში შეყავთ სპეციალური საშუალება ერექციისათვის. ულტრაბგერითი გამოკვლევა წარმოადგენს დიაგნოსტიკის ერთ-ერთ ძირითად მეთოდს. რამდენადაც ეხმარება ბალთების ზომების, განლაგების და სტრუქტურის შეფასებაში.
  • რენტგენოლოგიური გამოკვლევა – მიმოხილვითი რენტგენოლოგიური სურათი ხელს უწყობს ბალთის დათვალიერებას. ასეთ გამოკვლევას დაავადების ადრეულ სტადიებზე ატარებენ, რათა პეირონის დაავადება სასქესო ასოს სხვა დაავადებებისაგან გაარჩიონ.
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (სასქესო ასოს მრტ) დიაგნოსტიკის ეფექტური მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა შევაფასოთ ბალთების ზომა, აგებულობა და განლაგება. ამასთან ერთად მრტ წარმოდგენას გვიქმნის გარემომცველი ქსოვილების მდგომარეობისა და მათში ანთების ელემენტების შესახებ, რასაც მკურნალობის სწორი ტაქტიკის ასარჩევად დიდი მნიშვნელობა აქვს.

♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


პეირონის დაავადების მკურნალობა

არსებობს პეირონის დაავადების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ ქირურგიულ კორექციას წამყვანი როლი უჭირავს.

მედიკამენტოზური მკურნალობა დასაშვებია, თუმცა მისი შედეგების წინასწარმეტყველება – ნაკლებად შესაძლებელი.

არსებობს წამლების სხვადასხვა სახეობები, რომლებიც პეირონის დაავადების მკურნალობის დროს გამოიყენება:

  • სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც შინაგანად მიიღება;
  • მედიკამენტოზური საშუალებები, რომლებიც ინექციით შეყავთ თეთრი გარსის არეში და ბალთების ფორმირებებში.

ძირითადი პრეპარატები:

  • ვიტამინი E.
  • ჰორმონალური პრეპარატები (ჰიდროკორტიზონი, კორტიზონი, დექსამეტაზონი, პარათირეოიდული ჰორმონი, ტრიამცინოლონი)
  • ფერმენტაციული პრეპარატები (კოლაგენეზა, ლიდაზა). ჩვეულებრივ შეყავთ ბალთების ფორმირების ადგილებში.
  • ინტერფერონები
  • ვერაპამილი

ფიზიოთერაპევტული მეთოდები:

  • ულტრაბგერითი ზემოქმედება;
  • მაგნიტურ-ლაზერული ზემოქმედება;
  • დისტანციური დარტყმითი-ტალღოვანი თერაპია.

ოპერაციული მკურნალობა პეირონის დაავადების დროს

პეირონის დაავადების დროს ოპერაცია უნდა დაინიშნოს მხოლოდ ჩვენებების მიხედვით, რამდენადაც ასეთი მკურნალობის შედეგი მამაკაცთა მოლოდინს ყოველთვის არ ამართლებს.

ოპერაციული მკურნალობის ჩვენებები შეიძლება იყოს

  1. ერექციის გაძნელება, რომლის მიზეზიც ბალთაა.
  2. ძლიერი გამრუდება, რომლის დროსაც შეუძლებელია პენისის შეყვანა საშოში. ამასთან სასქესო ასოს გადახრის დონე შეადგენს არანაკლებ 45-90°.

ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის წინ აუცილებელია ანთებითი პროცესების მაქსიმალური ლიკვიდირება.

ჩასატარებული ოპერაციების ყველა სახეობა და მოდიფიკაცია შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დავყოთ:

  • I ჯგუფი – ოპერაციების ამ ჯგუფში აწარმოებენ ბალთის ამოკვეთას, წარმოქმნილი დეფექტის ადგილას კი ორგანიზმის საკუთარ ქსოვილს აკერებენ (ეს შეიძლება იყოს პაციენტისაგან წინასწარ აღებული ვენის მონაკვეთი, ან სათესლე ჯირკვლის თეთრი გარსის პატარა ფრაგმენტი). ასეთი ოპერაციების შემდგომ პერიოდში შეიძლება განვითარდეს სასქესო ასოს განმეორებითი გამრუდება, რამდენადაც იმპლანტი ქსოვილები შეიძლება გამკვრივდეს და დანაოჭდეს. ხსენებული ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილ ოპერაციას წარმოადგენს ლოუსლეი-ვუასეს ოპერაცია.
  • II ჯგუფი – ოპერაციების ამ ჯგუფის არსი მდგომარეობს თეთრი გარსის ამოკვეთაში გამრუდების საპირისპირო მხარეს. ბალთები ამ შემთხვევაში რჩება, მაგრამ ხდება სასქესო ასოს გასწორება (Nesbit – ის მეთოდიკა).
  • III ჯგუფი – ოპერაციების არსი მდგომარეობს თითოეულ მღვიმოვან სხეულში პროთეზის ჩადგმაში. ეს მეთოდები ახდენენ პენისის გამრუდების კორექტირებასა და ხელს უწყობენ ერექციის აღდგენას.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>

სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია>>>

ავტორი: უროლოგი კონსტანტინე კობალაძე

წყარო : http: // urologi. ge/

https: // www. facebook. com/ urologi. ge/