თამბაქო და სასქესო ჰორმონები

http://www.medgeo.net/2018/07/07/თამბაქო-და-სასქესო-ჰორმო/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

თამბაქო და სასქესო ჰორმონები

თამბაქოს მოხმარებამ, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქალების და მამაკაცების შვილოსნობის უნარზე. თამბაქოს მოწევა, მომავალი ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზულ დარტმას აყენებს. ბოლო 30 წლის მანძილზე, გამოქვეყნებულია რამდენიმე მიმოხილვა, რომელიც ეხება თამბაქოს გავლენას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

სასქესო ჰორმონების მეტაბოლიზმზე, თამბაქოს მოწევის გავლენა, საფუძვლად უდევს როგორც მწეველი ქალების ისე მამაკაცების რეპროდუქციული ორგანოების დაზიანებებს. არსებობს მონაცემები, რომ მოწევა გავლენას ახდენს გონადოტროპინების მეტაბოლიზმზე ანუ ჰიპოფიზის ჰორმონებზე, რომლებიც არეგულირებს სასქესო ჯირკვლებით პროდუცირებული ჰორმონების პროდუქციას (ესტროგენები და ანდროგენები).

ნიკოტინი მოქმედებს ზრდის ჰორმონის, კორტიზოლის, ვაზოპრესინის და ოქსიტოცინის პროდუქციაზე, რაც თავის მხრივ იწვევს მალუტეინიზირებელი ჰორმონების და პროლაქტინ 1-ის გამოთავისუფლებას. სისხლში, ზრდის ჰორმონის და კორტიზოლის კონცენტრაციის გაზრდა, შეიმჩნევა სიგარეტის მოწევის შემდეგაც.

პროლაქტინის კონცენტრაცია დაქვეითებულია მწეველ ქალებსა და მამაკაცებში, რომლებსაც უნაყოფობა აღენიშნებათ.

დღეში 10-ზე და მეტი სიგარეტის მოწევის შემდეგ, პროლაქტინის დონე საშუალოდ 20-22%-ით ქვეითდება. პროლაქტინის დაქვეითების მექანიზმი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნიკოტინის მასტიმულირებელ გავლენაზე თავის ტვინის დოფამინერგულ სისტემებზე.

ცხოველებზე ჩატარებული ცდებით დგინდება, რომ გარდა, სასქესო ჰორმონების სინთეზის გავლენისა, თამბაქო ტოქსიკურად მოქმედებს სასქესო ჯირკვლებზე – სათესლეებსა და საკვერცხეებზე.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა გამოვლინა თამბაქოს კვამლის, როგორც პირდაპირი ისე ირიბი ზემოქმედება, საკვერცხეების, საშვილოსნოს და მისი მილების უჯრედებზე. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კვამლის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ აღნიშნული ცვლილებები ქრება.

თამბაქოს მოხმარების შედეგად, ქალებში ქვეითდება ჰიპოფიზის ჰორმონების პროდუქცია, რაც იწვევს საკვერცხეების ფოლიკულებში ესტროგენების დაქვეითებას, შედეგად იზრდება ადრეული მენოპაუზის, ოსტეოპოროზის განვითარების რისკი.

ოსტეოპოროზთან მიმართებაში, მოწევა მთლიანად ახშობს პოსტმენოპაუზის დროს ესტროგენებით ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ეფექტს. სადღეისოდ ბოლომდე ცნობილი არ არის ის მექანიზმები, რომლითაც თამბაქოს მოწევა ახდენს ესტოგენების დეფიციტს, რადგან სისხლში მათი კონცენტრაცია არ იცვლება. სავარაუდოდ, მოწევის ფონზე, ქალებში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მამაკაცის სასქესო ჰორმონები ან წარმოქმნება არააქტიური ფორმის ესტროგენი.

ფინეთში ჩატარებული კვლევები, მიუთითებს მწეველებში ანდროგენების შემცველობის მომატებაზე, რაც დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში, ფერმენტ ჰიდროქსილაზის აქტიურობის დაქვეითებაზე, შედეგად დიდი რაოდენობით სინთეზირდება თირკმელზედას წარმოშობის ანდროგენები. ის ფაქტი, რომ მწეველი ქალის სხეული წააგავს მამაკაცის სხეულს, შესაბამისობაშია ანდროგენების წარმოქნასთან.

სხეულის ზედაპირზე ცხიმის განაწილება, მნიშვნელოვნად განისაზღვრება სასქესო ჰორმონებით. ესტროგენები განაპირობებენ თეძოების მიდამოებში ცხიმის ჩალაგებას, ხოლო ანდროგენები – მუცლის მიდამოში.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>

სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია>>>

წყარო: http://contacttobinfo.narod.ru/books/tob-health/161-173.PDF