ანალური საცხები (ლუბრიკანტები)

ანალური საცხები (ლუბრიკანტები)

სხვადასხვა სახის ლუბრიკანტების (საცხების) დანიშნულება არის კომფორტული და უსაფრთხო სქესობრივი აქტი. არსებობს მოსაზრება, რომ სქესობრივი აქტი შესაძლებელია ყოველგვარი საცხების გარეშე ჩატარდეს. ეს რა თქმა უნდა სიმართლეა თუ საქმე ეხება ვაგინალურ სექსს. ვაგინალური სექსის შემთხვევაში, როგორც ქალის ისე მამაკაცის სასქესო ორგანოებიდან გამოიყოფა ბუნებრივად სეკრეტები, რომელიც საცხის დანიშნულებას ასრულებს. ანალური სექსი დროს, სწორი ნაწლავი მსგავს სეკრეტს არ ქმნის, მამაკაცის ასოს მიერ გამოყოფილი სეკრეტი კი საკმარისი არ არის, ამიტომ ეს იწვევს სერიოზულ დისკომფორტს. ანალური საცხის გამოყენების შედეგად აღინიშნება:

  • ანუსში ასოს შეღწევის გაადვილება;
  • მინიმუმამდე მცირდება კანის ნახეთქების განვითარება;
  • სპეციალური ანალური ლუბრიკანტები შეიცავს ლიდოკაინს, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი თვისებები გააჩნია;

ანალური საცხების რამდენიმე ძირითადი კატეგორია არსებობს:

წყლის საფუძველზე დამზადებული ანალური საცხები

ყველაზე გავრცელებული მოდელია. გამოიყენება ყველას სახის სექსის შემთხვევაში. არ რჩება თეთრეულზე და ადვილად ირეცხება. თუმცა აქვს ნაკლიც: მისი გამოყენება არ შეიძლება წყლიან გარემოში (შხაპი, ბასეინი). მოქმედების ხანგრძლივობა არ აღემატება 10 წუთს, რაც ანალური კმაყოფილებისათვის ყოველთვის საკმარისი არ არის.

სილიკონის საფუძველზე დამზადებული ანალური საცხები (ლუბრიკანტი)

ლუბრიკანტს შეუძლია დიდხანს შეინარჩუნოს საჭირო ეფექტი. ის არ შრება, როგორც წყლიანი საცხი, არ ხდება მისი „გადინება“, როგორც ზეთის საცხის შემთხვევაში. არ არსებობს მისი ხელმეორედ დატანის საჭიროება. თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი ჩამორეცხვა კანიდან რთულია. საჭიროა თბილი წყლის და საპნების გამოყენება. აზიანებს სექს-სათამაშოებს, მაგრამ არა ლატექსისგან დამზადებულებს. სილიკონის ლუბრიკანტის დროს ჩვეულებრივად გამოიყენება პრეზერვატივი.

სილიკონის საფუძველზე დამზადებული ანალური საცხი (ლუბრიკანტი):

  • სარგებლობს უფრო მეტი პოლულარობით, რადგან გააჩნია მთელი რიგი უპირატესობები:
  • დიდხანს არ შეიწოვება საშოს ქსოვილების მიერ, რაც ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს;
  • ეკონომიურია, არ საჭიროებს დამატებით გამოყენებას;
  • მისი გამოყენება შეიძლება ანალური სექსის დროსაც;
  • ამაღგზნებელი ეფექტი იწყება გამოყენებიდან რამდენიმე წუთში;
  • საშოს ქსოვილები უფრო ელასტიური ხდება.

ანალური საცხი (ლუბრიკანტი) გამაყუჩებელი ეფექტით

გამაყუჩებელ ეფექტს განაპირობებს ლიდოკაინის შემცველობა. მისი საშუალებით ხდება სუსტი ანესთეზია, რომელიც ხსნის ტკივილის შეგრძნებას. ეს არის ამ ტიპის საცხების მნიშვნელოვანი პლიუსი. თუმცა საჭიროა სიფრთხილე: მაქსიმალურად მოერიდეთ მის მოხვედრას ასოს თავზე, ენაზე და საშოში! მინიმუმ ქვეითდება მგრძნობელობა. შესაძლოა ალერგიული რექციების განვითარება.

არომატული საცხები (ლუბრიკანტი)

ისინი შეიძლება იყოს დამზადებული ნებისმიერი შესაფერისი ნივთიერებებისაგან, რომელშიც დამატებულია სხვადასხვა არომატული ნაერთები. მისი გამოყენება წარმოქმნის ვნების ტკბილ ატმოსფეროს, ამასთან არ იცვლება საცხის (ლუბრიკანტის) ფუნქცია.

გელის მსგავსი ანალური საცხები (ლუბრიკანტი)

მისი ძირითადი პლიუსი არის ინფიცირების საწინააღმდეგო მოქმედება, ითვლება, რომ მისი გამოყენებისას საჭირო არ არის კონტრაცეპტივების გამოყენება, თუმცა სპეციალისტები მაინც ითხოვენ დამცავი საშუალებების (პრეზერვატივი) გამოყენებას.

 ქალის ამაღგზნებელი საცხი (ლუბრიკანტი)

იმისათვის, რომ სწრფად მოგვარდეს ინტიმური ცხოვრება საჭიროა პარტნიორთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისათვის რეკომენდირებულია სპეციალური სექსუალური აქტივობის მასტიმულირებელი პრეპარატების გამოყენება, რომელსაც არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა.

თანამედროვე საცხები (ლუბრიკანტები არა მარტო აქრობს ისეთ პრობლემებს, როგორიც არის ვაგინალური სიმშრალე, არამედ დამატებით იწვევს აღგზნებასაც.

სქესობრივი აქტის დროს, ამაღგზნებელი საცხების (ლუბრიკანტების) გამოყენება იწვევს შემდეგ დადებით ეფექტებს:

  • თავიდან აიცილება საშოს ნაზი ლორწოვანი გარსის ტრამვირება, ხდება მისი დანოტივება, რაც მას უფრო ელასტიურს ხდის;
  • ასო კარგად მოძრაობს სექსის დროს, რაც იწვევს მძაფრ შეგრძნებებს;
  • აუმჯობესებს ქალის სასქესო ორგანოებისადმი სისხლის მიწოდებას, რაც ზრდის ორგაზმის შანსს;
  • საცხში არსებული ანტისეპტიკური კომპონენტი, თავიდან აცილებს ქალს მცირე ანთებით პროცესებს და გაღიზიანებადობას.


გარდა უპირატესობების, სილიკონის საფუძველზე დამზადებულ საცხებს (ლუბრიკანტი) გაჩნია ნაკლიც:

  • მაღალი ფასი, რაც ბევრი ქალისათვის ხელმისაწვდომი არ არის;
  • სილიკონის საცხი რთულად ჩამოიბანება კანიდან;
  • ტოვებს თეთრეულზე და საცვლებზე კვალს.

ასეთი შემადგენლობის საცხების გამოყენება უკუნაჩვენებია ლატექსურ კონტრაცეპტივებთან. სილიკონის მოლეკულები არღვევს პრეზერვატივის ზედაპირს. შესაძლებელია ლატექსის გახევა, რაც გამოიწვევს ინფიცირებას ან ორსულობას.

წყლის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკანტები

სილიკონის საცხებთან შედარებით ნაკლებად პოპულარულია. თუმცა ქალები აღნიშნავენ მის უპირატესობებსაც:

  • მსუბუქი სტრუქტურა;
  • პრეზერვატივის თანხლებით მისი გამოყენება;
  • ჰიპოალერგიული თვისებები.

მისი გამოყენება საჭიროა ხელმეორედ, რადგან შეწოვა სწრაფად ხდება საშოს კანის მიერ.

ზეთის საფუძველზე დამზადებული ანალური საცხები (ლუბრიკანტი)

  • მათ შემადგენლობში შედის გამახურებელი ეფექტის მქონე ნივთიერებები, რაც განაპირობებს დატანიდან მათ სწრაფ მოქმედებას.
  • ქალის გარეთა სასქესო ორგანოების სისხლძარღვები, ფართოვდება, რაც იწვევს სექსუალური კონტაქტის დროს გაძლიერებულ შეგრძნებებს. მცირდება გაღიზიანებადობა და ხელს უწყობს საშოს მცირე ნახეთქების შეხორცებას.
  • კიდევ ერთი უპირატესობა არის, მამაკაცის ერექციული პრობლემების დროს სტიმულაციის უნარი.
  • ზეთის საფუძველზე დამზადებული საცხების (ლუბრიკანტი) ნაკლია: ჩამობანვის სირთულე და მასთან ერთად არ გამოიყენება პრეზერვატივი.
  • ლუბრიკანტის შერჩევის წინა საჭიროა ქალმა კონსულტაციებისათვის მიმართოს გინეკოლოგს, რომელიც მას შეურჩევს შესაბამის ლუბრიკანტს.

ქალის ინტიმური საცხის გამოყენება

პირველ რიგში საჭიროა ალერგიულობაზე შემოწმება. ამისთვის საჭიროა მცირე რაოდენობით მისი წასმა იდაყვის ნაკეცზე. თუ რამდენიმე საათის შემდეგ არ გაჩნდა ქავილის შეგრძნება და შეწითლება მაშინ მისი გამოყენება არავითარ პრობლემას არ შექმნის. თუ იგეგმება პრეზერვატივის არ გამოყენება, მაშინ ალერგიულობაზე ტესტი უნდა გაიაროს პარტნიორმაც.

  • გარეთა სასქესო ორგანოებზე, საცხის დანატანის წინ აუცილებელია ორივე პარტნიორმა მიიღოს შხაპი, რათა აცილებულ იქნას ინფექცია;
  • ნებისმიერი ტიპის საცხი თხელი ფენის დატანის შემდეგ ხდება მისი გაჩერება სექსუალურ კონტაქტამდე რამდენიმე წუთის მანძილზე;
  • თუ სექსი დროს გაჩნდა სიმშრალე და ტკივილის შეგრძნება, საჭიროა ინტიმური ადგილების ხელმეორედ და უფრო მეტი რაოდენობით საცხის წასმა;
  • სქესობრივი აქტის შემდეგ საჭიროა ორივე პარტნიორმა წყლით და საპნით ჩამოიბანოს საცხის ნარჩენები.

ინტიმური საცხების უმრავლესობას გააჩნია ჰიპოალერგიული შემადგენლობა. თუ პირველადი ტესტირებამ ალერგიული რეაქცია არ გამოავლინა, მაგრამ სექსის შემდეგ იგრძნობა წვა და ქავილი საჭიროა გინეკოლოგის კონსულტაცია. არ შეიძლება საცხების ჩანაცვლება სხვა ტიპის ჩვეულებრივი კრემებით, ვაზელინით, საჭმელი ზეთით და ა.შ. ასეთ გარემოში სწრაფად ვრცელდება დაავადების გამომწვევი ბაქტერიები.

სად უნდა გავეცნოთ ინტიმური  საქონლის სრულ სიას?

მსოფლიოს წამყვან ინტერნეტ-მაღაზიებში ინტიმური საქონლის სიას, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ  (დააკლიკეთ) >>>  ამ პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით >>>

დისტანციური კონსულტაციები ინტიმური საქონლის  ინტერნეტ-მაღაზიებიდან გამოწერის საკითხებზე

ქართული სამედიცინო საიტი სექსოლოგიის საკითხებზე 

სექსოლოგია სოციალურ ქსელებში

გაფრთხილება

 

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..