პრეპარატები ყელის ტკივილის დროს:
ყელის ტკივილის დროს, პირველ რიგში აუცილებელია, ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენა. ყელის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს:
- ბაქტერიული ინფექციებით;
- ვირუსული ინფექციებით;
- ყელის გაღიზიანებით.
ყელის ტკივილისას ადამიანი ექიმს ნაკლებად მიმართავს, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად:
- ყელის ტკივილი ისეთი ძლიერია, რომ ადამიანს პირიდან ნერწყვი სდის, რადგან შეუძლებელია მისი გადაყლაპვა;
- ყელის შეშუპება ისე ძლიერად არის გამოხატული, რომ ადამიანის სუნთქვისას ისმის ხმები, რომელიც წრიპინს და სტვენას მოგვაგონებს.
ყელის ტკივილის დროს ექიმთან ვიზიტი აუცილებელია თუ:
- ყელის ტკივილი 48 საათზე მეტ ხანს გრძელდება, სხვა სიმპტომების ან გრიპის გარეშე;
- ყელის ტკივილს თან ახლავს ტემპერატურის მკვეთრი მატება;
- ყელის უკანა ნაწილში ჩანს ნადები ან ჩირქი (არა აქვს მნიშვნელობა ნუშურა ჯირკვლები ამოკვეთილია თუ არა);
- გადიდებულია კისრის ლიმფური ჯირკვლები ან შეუძლებელი ყბის მოძრაობა;
- გადიდებულია არა მარტო კისრის, არამედ იღლიის და საზარდულის ლიმფური კვანძებიც (საზარდულის შემთხვევაში ეს შესაძლებელია იყოს მონონუკლეოზი);
- ლარინგიტის და ხიხინი არის გამოხატული მიზეზების გარეშე;
- ხმის ტემბრის შეცვალა, რომელის 2 კვირის მანძილზე გრძელდება.
ყელის ტკივილის დროს თვითდახმარებისათვის რეკომენდირებულია:
- შესაძლებლობის ფარგლებში ისუნთქეთ ცხვირით. ცხვირის ღრუში ჰაერი თბება და ტენიანდება, რაც იცავს ყელს და ხმის იოგებს. ყელი შეიძლება დაავადდეს, როცა ცხვირის ღრუ დახშულია და ადამიანი სუნთქავს პირით;
- ყელის ტკივილის დასრულების შემდეგ, შეცვალეთ კბილის ჯაგრისი, რადგან მასზე შესაძლებელია ინფექციის კერის შენარჩუნება;
- ტკვილის გამაყუჩებლები ტკივილს აცხრობს, მაგრამ ყელის ტკივილს არ კურნავს;
- ლარინგიტის დროს ჩურჩულმა შეიძლება უფრო დააზიანოს სახმო იოგები, ვიდრე, ნორმალურმა საუბრებმა. ეცადეთ ნაკლები ილაპარაკოთ და ამით დაასვენოთ სახმო იოგები თუ რამის თქმა აუცილებელია ისაუბრეთ ნორმალურად;
- არ იყვიროთ. თუ საჭიროა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ისაუბრეთ მიკროფონით და ჩვეულებრივი ხმით, რათა არ დაიძაბოს სახმო იოგები;
- ყელის ტკივილის დროს, მიიღეთ ბევრი სითხე;
- პარადოქსია, მაგრამ ყელის ტკივილის დროს, შეიძლება ხილის და ნაღების ნაყინი სხვა ცივი ნუგბარები. სიცივე ამცირებს შეშუპებას, ანთებას და აყუჩებს ტკივილს. ასევე ხელს უშლის ყელის სიმშრალის განვითარებას;
- ყელის ტკივილისას, გამოივლეთ თბილი მარილხსნარი (1 ჩაის კოვზი მარილი 220 მლ წყალში გახსნილი). არ არის რეკომენდირებული წყლის გადაყლაპვა – საჭიროა მხოლოდ გამოვლება;
- ოთახში გაანიავეთ ჰაერი, საჭიროა ტენიანობა (არანაკლებ 60%), განსაკუთრებით ზამთარში გამათბობლების გამოყენებისას;
- დაუშვებელია თამბაქოს მოწევა;
- აუცილებელია სასუნთქი გზების გამაღიზიანებელი აირებისგან თავის არიდება.
წყარო: https://www.7ya.ru/article/Gorlo-bolit-laringit-tonzillit-faringit-i-ewe-6-prichin/
ბმები მსგავსი თემატიკის სტატიებზე:
- ადენოიდები
- ანგინა
- ანგინის შემდგომი გართულებები
- ნუშურა ჯირკვლების ჰიპერტროფია
- ლარინგიტი
- ქრონიკული ლარინგიტი
- ლარინგოსპაზმი
- ხახის ტრამვა
- ხორხის ტუბერკულოზი
- მწვავე ფარინგიტი
- ქრონიკული ფარინგიტი
- ფარინგომიკოზი
- ყელის სპრეი –არგენტო-სეპტი
- მწვავე ლარინგიტი
- კატარული ანგინა
- ფარინგიტი
- ქრონიკული ლარინგიტი
- ლაკუნური ანგინა
- ინფექციური ანგინები
- ქრონიკული ტონზილიტი
- ჰერპანგინა
- წყლულოვან-აპკოვანი ანგინა
- ფოლიკულური ანგინა (განმ.ლექსიკონი)
- ფლეგმონური ანგინა
- ანგინა (განმ.ლექს.)
- ქრონიკული ტონზილიტი (1)
- ქრონიკული ტონზილიტი (2)
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
• გაფრთხილება
• დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
• დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.