ოქროსფერი სტაფილოკოკი

ოქროსფერი სტაფილოკოკი (ლათ. Staphylococcus aureus) – სფეროსმაგვარი გრამდადებითი ბაქტერიის სახეობა. გვარი სტაფილოკოკები. მოსახლეობის დაახლოებით 25-40% არის ამ ბაქტერიის მუდმივი მტარებელი, რომელიც გვხვდება კანის საფარველსა და ლორწოვან გარსში, ისე ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში. S. Aureus-ს შეუძლია დაავადებების ფართო სპექტრის გამოწვევა: კანის დაავადებები  (ფერიმჭამელა, იმპეტიგო (შეიძლება გამოიწვიოს Streptococcus pyogenes-მაც), ფურინკული, ფლეგმონა, კარბუნკული), სტაფილოკოკური კანის დამწვრობისმაგვარი სინდრომი, აბსცესი, პნევმონია, მენინგიტი, ოსტეომიელიტი, ენდოკარდიტი, ინფექციური შოკი და სეფსისი. შედის ყველაზე მეტად გავრცელებულ საავადმყოფოს შიდა ინფექციების გამომწვევების ოთხეულში. სახელწოდება მომდინარეობს მიკროსკოპში, ბაქტერიის გარეგნობიდან.   S. Aureus-ი არის ოქროსფერი, რაც გამოწვეულია კაროტინოიდების ჯგუფის პიგმენტით.
S. Aureus-ი არის ბაქტერია-კომენსალი. ის ახდენს კანის და ლორწოვანის ზედაპირის (ცხვირი, ხახა და საშო) კოლონიზირებას. მიკროორგანიზმის ცხვირსა და კანის ლორწოვანზე უბრალო არსებობა, არ იწვევს ორგანიზმის საპასუხო რეაქციას. აშშ-ში რეგისტირებულია წელიწადში S. Aureus-ის მიერ გამოწვეული ათასობით დაავადებები, საიდანაც ბევრი შემთხვევა სრულდება სიკვდილით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
  • Share this...Share on Facebook
    Facebook