ანალგოსი – ANALGOS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანალგოსი – ANALGOS-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): პროპილნიკოტინატი/
PROPILNIKOTINATE

ანალგოსი – ANALGOS-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.
კრემი: ტუში 50 გ
10 გ
პროპილნიკოტინატი………….          2 გ
დამხმარე ნითიერებები:
არაიონოგენური მაემულგირებელი სპირტები, შალის (მატყლის) ცვილი, თხიერი პარაფინი, იზოპროპილმირისტატი, გლიცეროლი 85%, გამოხდილი წყალი, მეთილ-4-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-4-ჰიდროქსიბენზოატი.


ანალგოსი – ANALGOS აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები:
ადგილობრივი ჰიპერემიზაციისათვის: მიალგიები (კუნთების ანთება და ტკივილი), ნევრალგიები, არა ანთებითი სახის ტკივილები სახსრებში, რევმატოიდული სახის დეგენერაციული დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მტკივნეული მდგომარეობები, რომლებიც არ ექვემდებარებიან სწრაფ ოპერაციული მკურნალობას.

დოზირების რეჟიმი:
ანალგოსი დაიტანება ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე და კარგად შეიზილება მტკივნეულ ადგილზე.
გვერდითი მოვლენები:
ანალგოსის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობა: მაგ., ქავილი, კანის გაძლიერებული სიწითლე, იშვიათად ჩირქოვანი გამონაყარი, კანის შეშუპება. ადგილობრივად კანის დროებითი ჰიპერემია სასურველია.
ძალიან იშვიათად ანალგოსმა სხეულის ვრცელ ზედაპირზე გამოყენების დროს შეიძლება გამოიწვიოს შოკი და წნევის დაცემა.
სხვა შემთხვევაში, თუ გამოვლინდება განსხვავებული გვერდითი მოვლენები, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები:
დაუშვებელია კრემის დატანა ანთებით სახსრებზე და ღია ჭრილობებზე. არ შეიძლება მისი გამოყენება, თუ აღინიშნება ზედმეტი მგრძნობელობა ალკილ-4-ჰიდროქსიბენზოატის (ე.წ. პარაბენის) ან სხვა კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
დაუშვებელია ანალგოსის მოხვედრა თვალში, ლორწოვან გარსებზე და დაზიანებულ კანზე. ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების კარგად დაბანვა საპნით და გამდინარე წყლით. თუ შემთხვევით ანალგოსი მოხვდა თვალებში, ლორწოვან გარსზე ან დაზიანებულ კანზე, საჭიროა დიდი რაოდნობის თბილი წყლით ჩამობანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის ერთდროული კომბინაცია სხვა ანალოგიურ საშუალებებთან ან ფიზიოთერაპიულ მეთოდებთან (მაგალითად, სამკურნალო ტალახი, სამკურნალო აბაზანები) ერთად (განსაკუთრებით სხეულის ვრცელ ზედაპირზე) იწვევს კანის მნიშვნელოვან გაღიზიანებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს წნევის დაცემა და კოლაფსი.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 5-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: RIEMSER, გერმანია

გაფრთხილება