ანუზოლის სანთლები – SUPPOSITORIA “ANUZOLUM”

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანუზოლის სანთლები – SUPPOSITORIA “ANUZOLUM”-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰემოროიდალური საშუალება

ანუზოლის სანთლები – SUPPOSITORIA “ANUZOLUM”-ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
რექტალური სანთლები
1 სანთელი შეიცავს:
ქსეროფორმი ………………………………..  0,1გ
შმაგას (ბელადონას) ექსტრაქტი………….  0,02გ
თუთიის სულფატი………………………..  0,05გ
გლიცერინი გამოხდილი…………………..  0,12გ
სანთლის ფუძე 2,14-დან 2,36გ სანთლის მიღებამდე.
აღწერილობა:
სანთლები მომწვანო-მოყვითალო ფერის ან მომწვანო-მოყვითალო ფერის წაბლისფერი ელფერით ან ღია ყავისფერი ქსეროფორმის სუნით, ტორპედოსმაგვარი ფორმის.


ანუზოლის სანთლები – SUPPOSITORIA “ANUZOLUM”აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შემომგარსველი და გამშრობი მოქმედება.

ჩვენება:
ბუასილისა და უკანა ტანის ნახეთქების დროს.

დოზირება და მიღების წესი:
სანთლები, წინასწარ თავისუფლდება შეფუთვიდან მაკრატლის საშუალებით, შეყავთ ღრმად სწორ ნაწლავში.
ინიშნება 1 სანთელი 2-3 ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა – 7 სანთელი.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
* გლაუკომა;
* წინამდებარე ჯირკვლის ადენომა.
გაფრთხილება:
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, სწრაფ ფსიქიურ რეაქციებს (მათ შორის ავტომობილის მართვა, მუშაობა მექანიზმებთან).

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ყაბზობა, ტაქიკარდია, გუგების გაფართოვება, მხედველობის გარდამავალი დარღვევა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში – ფსიქომოტორული აგზნება, შარდვის შეკავება. ასეთ დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის ვადა:
2 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +20°C.

შეფუთვა: 10 ცალი სანთელი.

მწარმოებელი: რუსეთი

გაფრთხილება