ანუკური / AnuCure

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანუკური / AnuCure-ის საერთაშორისო დასახელება  კრიოგენული აპლიკატორი/Cold applicator

ანუკური / AnuCure -ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუასილის სამკურნალო საშუალებები


ანუკური / AnuCure აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


AnuCure – ჰემოროის ინოვაციური კრიოგენული თერაპია
Medical Device class I

შემადგენლობა:
აპლიკატორში მოთავსებული კრიოგენული ნივთიერების შემადგენლობა: 70% წყალი, 25% პროპილენგლიკოლი, 5% ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა. კომბინაცია იძლევა საშუალებას ყინული შენარჩუნდეს 10 წუთის მანძილზე.
ლუბრიკანტის შემადგენლობა: 99.05% გლიცეროლი, 0.5% წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
AnuCure ინოვაციური ადგილობრივი კრიოთერაპიის ხარჯზე სწრაფად და ეფექტურად ხსნის ჰემოროის ყველა ძირითად სიმპტომს: ტკივილი და ქავილი უკანა ტანის არეში, სისხლდენა, ჰემოროიდული კვანძების ანთება; ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას. ლუბრიკანტის შემადგენლობაში შემავალ გლიცეროლს აქვს გამოხატული ანტისეპტიკური თვისებები.

ჩვენებები:
AnuCure გამოიყენება შიგნითა და გარეთა ჰემოროის, ასევე ჰემოროის კომბინირებული ფორმების სამკურნალოდ.

მკურნალობის კურსი:
AnuCure გამოიყენება 2-ჯერ დღეში, 3 კვირის მანძილზე.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია AnuCure-ს გამოყენება 6 თვის მანძილზე.

გამოყენების წესი:
1. გამოყენებამდე AnuCure-ს აპლიკატორი კონტეინერით თავსდება საყინულეში 2 საათით.
2. მკურნალობის მიზნით: ჰემოროის გარეგანი კვანძების სამკურნალოდ AnuCure-ს აპლიკატორის ოვალური ბოლო 10 წთ-ით თავსდება გარეგანი კვანძების ანთებად ქსოვილებზე. ჰემოროის შიგნითა კვანძების სამკურნალოდ AnuCure-ს აპლიკატორის მოგრძო ცხვირი 10 წთ-ით თავსდება სწორ ნაწლავში.
გამოიყენება ჰემოროის შიგნითა კვანძების სამკურნალოდ და ჰემოროის გარეთა კვანძების სამკურნალოდ
3. გამოყენების შემდეგ აუცილებელია AnuCure-ს აპლიკატორის წყლით და საპნით გარეცხვა (არ შეიძლება ცხელი წყლის გამოყენება); ასევე შეიძლება აპლიკატორის ნებისმიერი ანტისეპტიკური საშუალებით დამუშავება.

განსაკუთრებული მითითებები:
• AnuCure-ს აპლიკატორის ცხვირის ფორმის შემუშავებისას გათვალისწინებულია სწორი ნაწლავის აგებულების ანატომიური თავისებურებები და ოპტიმალურია თითოეული პაციენტისთვის ასაკის, სიმაღლის და წონისაგან დამოუკიდებლად.
• გამოიყენება ორსულებში – არშეიწოვება, არ აქვს გვერდითი ეფექტები, დაზიანებულ ქსოვილებთან კონტაქტურია მხოლოდ სიცივე.

გამოშვების ფორმა: აპლიკატორი კონტეინერით, შეფუთვაში ლუბრიკანტთან კომბინაციაში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: AnuCure Laboratories, აშშ

გაფრთხილება