აპდროპსი – APDROPS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აპდროპსი – APDROPS-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მოქსიფლოქსაცინი/
MOXIFLOQSACYN

აპდროპსი – APDROPS-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული პრეპარატი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 0.5% 3 მლ.
1მლ
მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი…………. ექვივალენტური 5.0მგ მოქსიფლოქსაცინის
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ბორატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი;


აპდროპსი – APDROPS აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


აღწერა: ღია ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

ფარმაკოკინეტიკა:
მოქსიფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში. მოქსიფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13 საათს. სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 2.7 ნგ/მლ. გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად.

ფარმაკოკინეტიკა:
აპდროპსის ანტიბაქტერიული მოქმედება ხორციელდება ტოპოიზომერაზა II (დნმ-ჰირაზა) და ტოპოიზომერაზა IV ინჰიბირებით.
დნმ-ჰირაზა – აუცილებელი ფერმენტია, რომელიც ჩართულია რეპლიკაციაში, ტრანსკრიპციაში და ბაქტერიალური დნმ-ის რეგენერაციაში.
ტოპოიზომერაზა IV – ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს დნმ-ის ქრომოსომის გაყოფაში ბაქტერიული უჯრედის გაყოფის დროს.
აპდროპსის თვალის წვეთები ხასიათდება მაღალი აქტიობით გრამ-დადებითი ბაქტერიების (პნევმოკოკები, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ენტეროკოკები), ასევე ანაერობების და ატიპიური შიგაუჯრედული მიკროორგანიზმების (ქლამიდია, მიკოპლაზმა) მიმართ.

ჩვენებები:
ბაქტერიული კონიუნქტივიტი, გამოწვეული მგრძნობიარე აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმებით: Corynebacterium species, Micrococcus luteus, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus warneri, Staphylococcus pneumoniae, Staphylococcus viridans group;
ბაქტერიული კონიუნქტივიტი გამოწვეული მგრძნობიარე აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმებით: Acinetobacter lwoffii, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae;
ბაქტერიული კონიუნქტივიტი სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული: Chlamydia trachomatis.

მიღების წესი და დოზირება:
პირველი 2-3 დღე აწვეთებენ 1-2 წვეთს ყოველ 2 საათში. შემდეგ დღეებში 1-2 წვეთს 3-4-ჯერ დღეში 7 დღის მანძილზე.

გვერდითი მოქმედება:
– კონიუნქტივიტი;
– მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
– თვალების სიმშრალე;
– კერატიტი;
– დისკომფორტი, თვალების ზომიერი ტკივილი;
– ჰიპერემია, ქავილი;
– სუბკონიუნქტივიალური სისხლჩაქცევა;
– ცრემლდენა.

უკუჩვენებები:
* სხვა ქინილონებისა და პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ლაქტაციის პერიოდი;
* 1 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
თვალის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება არ არის შესწავლილი.

განსაკუთრებული მითითებები:
საჭიროა პაციენტის გაფრთხილება, რომ თუ მათ აღენიშნებათ ბაქტერიული კონიუნქტივიტის ნიშნები ან სიმპტომები, მაშინ არ შეიძლება კონტაქტური ლინზების გამოყენება.
თვალის გაღიზიანებისას ან გაღიზიანების ნიშნების გაძლიერებისას, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სუპერინფექციის განვითარება.
არ შეეხოთ ფლაკონის ზედა ნაწილს, რათა არ მოხდეს ხსნარის დაბინძურება.

ორსულობა და ლაქტაცია:
მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოტენციური სარგებელი სჭარბობს პოტენციური რისკს ნაყოფისთვის.
გავლანა ავტოტრანსპორტის და მაქანიზმების მართვის უნარზე:
ჩაწვეთებისთანავე შესაძლებელია მხედველობის სიმახვილისა და ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითება, რაც გამოიწვევს აქტიური მოძრაობების, რეაქციების დაქვეითებას.

ჭარბი დოზირება:
არა არის მონაცემები;
შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურის. დაიცავით გაყინვისგან.
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.
შენახვის ვადა:
2 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ ხსნარის გამოყენება შეიძლება 1 თვის მანძილზე.
არ გამოიყენოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი: AJANTA PHARMA

გაფრთხილება