ართრა / Artra

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ართრა / Artra-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): გლუკოზამინი, ქონდროიტინის სულფატი /  glucosamine, chondroitin sulfate

ართრა / Artra-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები


ართრა / Artra აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი, დაფარული აპკისებრი გარსით შეიცავს:

აქტიურ მოქმედ ნივთიერებებს:
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდს 500 მგ
ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატს 500 მგ
დამხმარე ნივთიერებებს: კალციუმის ფოსფატს ორჩანაცვლებულს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ნატრიუმის კროსკარმელოზას, სტეარინის მჟავას, მაგნიუმის სტეარატს.
გარსი:
ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტიტანის ორჟანგი (E171), ტრიაცეტინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახდენს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას. გლუკოზამინი და ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი მონაწილეობას იღებენ შემაერთებელი ქსოვილის ბიოსინთეზში, ხელს უწყობენ რა ხრტილის რღვევის პროცესების თავიდან აცილებას და ქსოვილის რეგენერაციის სტიმულირებას. ეკზოგენური გლუკოზამინის შეყვანა აძლიერებს ხრტილოვანი მატრიქსის გამომუშავებას და უზრუნველყოფს არასპეციფიურ დაცვას, მათ შორის აასს-სა და გლუკოკორტიკოსტეროიდებისაგან (გკს). პრეპარატს ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.
ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი, იმისდა მიუხედავად, შეიწოვება ის ინტაქტური ფორმით თუ ცალკეული კომპონენტების სახით, წარმოადგენს დამატებით სუბსტრატს ჯანმრთელი ხრტილოვანი მატრიქსის წარმოქმნისათვის. ახდენს პროტეოგლიკანების და II ტიპის კოლაგენის წარმოქმნის სტიმულირებას, აგრეთვე, იცავს ხრტილოვან მატრიქსს ფერმენტატული გახლეჩისაგან (hიალურონიდაზის აქტიvობის დათრგუნვის გზით) და თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან; ინარჩუნებს სინოვიალური სითხის სიბლანტეს, ახდენს ხრტილის რეპარაციის მექანიზმების სტიმულირებას და თრგუნავს იმ ფერმენტების (ელასტაზა, ჰიალურონიდაზა) აქტიურობას, რომელნიც ხლეჩენ ხრტილს. ოსტეოართრიტის მკურნალობისას ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს და ამცირებს მოთხოვნილებას აასს-ზე.

ფარმაკოკინეტიკა:
გლუკოზამინის ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას – 25% (ღვიძლში ”პირველად გავლის” ეფექტი). ნაწილდება ქსოვილებში: ყველაზე მაღალი კონცენტრაციების აღმოჩენა ხდება ღვიძლში, თირკმელებში და სახსროვან ხრტილში. მიღებული დოზის დაახლოებით 30% ხანგრძლივად პერსისტირებს ძვლოვან და კუნთოვან ქსოვილებში. ექსკრეტირებს უმეტესწილად შარდთან ერთად უცვლელი სახით; ნაწილობრივ – განავალთან ერთად.
T1/2 – 68 სთ. ქონდროიტინ სულფატის ბიოშეღწევადობაა დაახლოებით 13%.

ჩვენებები
პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი.

მიღების წესები და დოზები
შიგნით. მოზრდილებს და 15 წელზე უფროს ბავშვებს 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ პირველი სამი კვირის განმავლობაში; 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ შემდგომი კვირების და თვეების განმავლობაში.
მდგრადი სამკურნალო ეფექტი მიიღწევა პრეპარატის არანაკლებ 6 თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები
გლუკოზამინი: შესაძლებელია კნტ-ის მხრივ მსუბუქი დარღვევები (ტკივილები ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა), თავბრუსხვევა, კანის ალერგიული რეაქციები.
ქონდროიტინი: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა.

სიფრთხილით: სისხლდენები ან სისხლდენებისადმი მიდრეკილება, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი

ორსულობა და ლაქტაცია
მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არაა რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ჭარბი დოზირების შემთხვევები უცნობია. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომატური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია ანტიკოაგულანტებისა და ანტიაგრეგანტების მოქმედების გაძლიერება. არტრა® ზრდის ტეტრაციკლინების აბსორბციას, აქვეითებს ნახევრადსინთეzური პენიცილინების მოქმედებას. პრეპარატი თავსებადია გლუკოკორტიკოიდურ პრეპარატებთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 10-30°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 5 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი №30; №60; №100; №120

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: უნიფარმი, აშშ

გაფრთხილება