არომაზინი – AROMAZINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ექსემესტანი/EXEMESTANE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ესტროგენების სინთეზის ინჰიბიტორი.
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები ბლისტერზე 15 ტაბ. შეფუთვაში 1, 2 ან 6 ბლისტერი.
1 ტაბ.
ექსემესტანი…….. 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მანიტი, ჰიპრომელოზა, პოლისორბატ 80, კროსპოვიდონი, ჰიდრატირებული სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოსიმეთილსახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: სიმეთიკონის ემულსია, მაკროჰოლ 6000, მაგნიუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი, მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პოლივინილის სპირტი, საქაროზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ექსემესტანი არომატაზის შეუქცევადი სტეროიდული ინჰიბიტორია, რომელიც თავისი სტრუქტურით ჰგავს ბუნებრივ ნივთიერებას ანდროსტენდიონს.
პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში ესტროგენების პროდუქცია ძირითადად ხდება პერიფერიულ ქსოვილებში ფერმენტ არომატაზის ზემოქმედებით, ანდროგენების ესტროგენებად გარდაქმნის გზით. ესტროგენების წარმოქმნის ბლოკირება არომატაზის ინჰიბირების გზით წარმოადგენს პოსტმენოპაუზის პერიოდში ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდს. პრეპარატ არომაზინის მოქმედების მექანიზმი გაპირობებულია იმით, რომ ის შეუქვცევადად უკავშირდება ფერმენტის აქტიურ ფრაგმენტს და იწვევს ინაქტივაციას. დაწყებული 5 მგ დოზიდან, პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, ის მნიშვნელოვნად აქვეითებს ესტროგენების კონცენტრაციას სისხლის შრატში, თუმცა მაქსიმალური კონცენტრაცია (>90%) მიიღწევა 10-215 მგ დოზის მიღებისას. პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ პაციენტებს, რომლებსაც გამოვლენილი აქვთ ძუძუს კიბო და რომლებიც ყოველდღიურდა იღებენ 25 მგ პრეპარატს, არომატაზის ფერმენტის საერთო დონე ორგანიზმში ეცემოდა 98%-ით, ექსემესტანს არ გააჩნია პროგესტოგენული და ესტროგენული აქტივობა. ვლინდება მხოლოდ უმნიშვნელო ანდროგენული აქტივობა. უპირატესად მაღალი დოზების მიღებისას. არომაზინი არ ახდენს ზეგავლენას კორტიზოლისა და ალდოსტერონის სინთეზზე თირკმელზედა ჯირკვლებში, რაც ადასტურებს პრეპარატის მოქმედების შერჩევითობას. ამასთან დაკავშირებით არ არსებობს აუცილებლობა, გამოყენებული იქნას ჩანაცვლებითი თერაპია გლუკოკორტიკოიდებით და მინერალოკორტიკოიდებით.
პრეპარატის უმნიშვნელო დოზებით მიღებისას, აღინიშნება მალუთენიზირებული ჰორმონის და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის უმნიშვნელო მომატება შრატში, რაც წარმოადგენს მოცემული ფარმაკოლოგიური ჯგუფის პრეპარატის დამახასიათებელ ნიშანს, და ალბათ ვითარდება ჰიპოფიზის დონეზე უკუკავშირის პრინციპით: ესტროგენების კონცენტრაციის დაქვეითება ასტიმულირებს ჰიპოფიზში გონადოტროპინის სეკრეციას, ისევე როგორც ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას, ექსემესტანი სწრაფად შეიწოვება. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დადგენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ის შეზღუდულია ღვიძლში პირველი გავლის ექსტენსიური ეფექტით. 25 მგ-ის ერთჯერადი მიღებისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც უდრის 18 ნმგ/მლ-ს, მიიღწევა 2 საათის შემდეგ. საკვების მიღება ზრდის პრეპარატის ბიოშეღწევადობას 40%-ით. ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს აქვთ ხაზოვანი ხასიათი. ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 24 საათს. პლაზმის ცილებთან კავშირი – დაახლოებით 90%. ექსემესტანი და მისი მეტაბოლიტები არ უკავშირდებიან ერითროციტებს. განმეორებით მიღებისას ექსემესტანის არაპროგნოზირებადი კუმულაცია არ აღინიშნება.
ექსემესტანის ბიოტრანსფორმაციის პროცესი ხორციელდება მეთილენის ჯგუფის დაჟანგვის გზით 6 პოზიციად იზოფერმენტ CYP3A4 ზემოქმედებით ან/და 17-კეტოჯგუფის აღდგენით ალდოკეტორედუქტაზის ზემოქმედებით შემდგომი კონიუგაციით. ექსემესტანის მეტაბოლიზმის პროდუქტები არომატაზის ინჰიბირებასთან მიმართებაში ან არაქტიურები არიან ან ნაკლებად აქტიურები, ვიდრე საწყისი შენაერთები.
მიღებული დოზის დაახლოებით 1% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი სახით. ექსემესტანის თითქმის თანაბარი რაოდენობა (დაახლოებით 40%) გამოიყოფა შარდით ან განავლით კვირის განმავლობაში. არ არის დადგენილი გამოხატული კავშირი პრეპარატის სისტემურ ზემოქმედებასა და ასაკს შორის.
იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი (KK) <30 მლ/წთ) ექსემესტანის სისტემური ზემოქმედება 2-ჯერ მეტია, თუმცა დოზის კორექცია საჭირო არ არის.
იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობა, ექსემესტანის სისტემური ზემოქმედება 2-3-ჯერ მაღალია, თუმცა დოზის კორექცია არც აქ არ არის საჭირო.

ჩვენებები:
გავრცელებული სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში ბუნებრივ ან ინდუცირებული პოსტმენოპაუზის, დაავადების პროგრესირების დროს ანტიესტროგენული თერაპიის ფონზე, აგრეთვე დაავადების პროგრესირებისას სხვადასხვა სახის ჰორმონალური თერაპიის ერთჯერადი მიღების შემდეგ.

დოზირების რეჟიმი:
მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 25 მგ-ს დღეში ერთხელ. სასურველია ჭამის შემდეგ. მკურნალობა – ხანგრძლივი, სიმსივნური დაავადების პროგრესირების სიმპტომების გამოვლენისას, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა: დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ბავშვები: გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ვლინდება უმნიშვნელოდ ან ზომიერად გამოხატული სახით.
შედარებით ხშირად: სიმხურვალის შეგრძნება, გულისრევა, გადაღლა, მომატებული ოფლიანობა და თავბრუსხვევა.
თავის ტკივილი, უძილობა, ტკივილი მუცლის არეში, კანზე გამონაყარი, ანორექსია, ღებინება, დეპრესია, ალოპეცია, პერიფერიული შეშუპებები (ტერფების და წვივების შეშუპება), ყაბზობა და დისპეფსია.
ერთეულ შემთხვევაში: ლიმფოციტების რიცხვის შემცირება განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ წინასწარი ლიმფოპენია), ლიმფოციტების საშუალო რიცხვის დადასტურებული შეცვლით და ვირუსული ინფექციების დაავადების თანმხლები დაავადებების გარეშე. ღვიძლის ფერმენტებისა და ტუტე ფოსფატაზის აქტივობის გაზრდა უპირატესად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მეტასტაზები ღვიძლში და ძვლებში, აგრეთვე ღვიძლში სხვა დაზიანებების არსებობისას (არ არის დადგენილი დაკავშირებულია თუ არა ეს ცვლილებება პრეპარატის მიღებასთან).

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ექსემესტანის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
პრემენოპაუზური ენდოკრინული სტატუსი;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
სიფრთხილით: თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

განსაკუთრებული მითითებები:
არომაზინის დანიშვნა არ შეიძლება პრემენოპაუზური ენდოკრინული სტატუსის მქონე ქალებში, ამიტომ, იმ შემთხვევაში, როცა ეს კლინიკურად დასაბუთებულია, პოსტმენოპაუზური სტატუსი უნდა დადასტურდეს მალუთენიზირებული ჰორმონის, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის და ესტრადიოლის დონის განსაზღვრით.
არომაზინის დანიშვნა არ შეიძლება ესტროგენების შემცველ პრეპარატებთან ერთად.
პაციენტები აუცილებლად უნდა იყვნენ გაფრთხილებული, რომ არომაზინით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, ასთენია და თავბრუსხვევა. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდებულია ავტომობილის და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისგან თავის შეკავება ანუ, რომლებიც ითხოვენ ყურადღების დიდ კონცენტრაციას.

დოზის გადაჭარბება:
არ არის დადგენილი პრეპარატის ერთჯერადი დოზა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომები. კარგად გადაიტანება ექსემესტანის ერთჯერადი მიღება 800 მგ-მდე ჯანმრთელ ქალებში და დღიური დოზა 600 მგ-მდე პოსტმენოპაუზაში სარძევე ჯირკვლის გავრცელებული კიბოთი. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტები. მკურნალობა – სიმპტომური სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების კონტროლით და დაკვირვებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ესტროგენების შემცველი პრეპარატები ახდენენ ექსემესტანის ფარმაკოლოგიური მოქმედების სრულ ნიველირებას.
პრეპარატი ექვემდებარება მეტაბოლიზმს ციტოქრომ P450 (CYP)3A4 და ალდოკეტროედუქტაზას ზემოქმედებით და არ აინჰიბირებს არცერთ მთავარ CYP იზოფერმენტს. CYP3A4 სპეციფიკური ინჰიბირება კეტოკონაზოლით არ ახდენს სარწმუნო ზეგავლენას ექსემესტანის ფარმაკოკინეტიკაზე მიუხედავად არომაზინის დამტკიცებული ფარმაკოკინეტიკური ზემოქმედებისა რიფამპიცინთან, ძლიერი CYP3A4 ინდუქტორით, არომაზინის ფარმაკოლოგიური აქტივობა (ესტოგენების დათრგუნვა) რჩება უცვლელი, ამიტომ დოზის კორექცია საჭირო არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

მწარმოებელი: PFAIZER, იტალია

გაფრთხილება