ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
ასილონი – ASILON-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დიმეთიკონი, ალუმინის ჰიდროქსიდი/ALUMINUM HYDROXIDE; ACTIVETED DIMETICONE
ასილონი – ASILON-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული შემადგენლობის ანტაციდური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 24 და 96 ც.
1 ტაბ.
აქტივირებული დიმეთიკონი…………….. 270 მგ
მშრალი ალუმინის ჰიდროქსიდი……….. 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, სორბიტოლი, სატაბლეტო ფრანგული ცარცი, მენთოლი, პიტნის ზეთი.
ასილონი – ASILON აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები, უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>
ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>
უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ასილონს ახასიათებს ანტაციდური და მეტეორიზმის საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც ხანგრძლივად ნარჩუნდება ორგანიზმში. ალუმინის ჰიდროქსიდი არის ანტაციდი. აქტივირებული დიმეთიკონი მოქმედებს აირის წარმოქმნაზე, რითაც გამოიხატება მისი აირსაწინააღმდეგო ეფექტი.
ჩვენებები:
ასილონი წარმოადგენს ანტაციდურ და მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ხსნის გულძმარვასთან, საყლაპავის თიაქართან, მუცლის შებერილობასთან და საყლაპავის ანთებასთან დაკავშირებულ, აირების დაგროვებას და დისპეფსიით გამოწვეულ დისკომფორტს.
მიღების წესები და დოზირება:
მოზრდილები, ხანდაზმულების ჩათვლით: ერთი ან ორი ტაბლეტი დაღეჭეთ ან გაწუწნეთ საკვების მიღებამდე ან ძილის წინ. გულძმარვის შემთხვევაში რეკომენდებულია ტაბლეტების გაწუწვნა.
ბავშვები: არ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის გადაჭარბებული დოზის მიღებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შეიძლება განვითარდეს ყაბზობა. სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლილობა ან დიარეა.
ამ ან სხვა სახის მოვლენების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტი საჭიროა გაეცნოს ქვემოთ წარმოდგენილ ინფორმაციას:
არ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში;
არ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება მძიმე დაუძლურების შემთხვევაში; არ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება თირკმლის რაიმე სახის დაავადების დროს;
არ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები:
ნაწლავების ობსტრუქციით გამოწვეული მუცლის შებერილობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია;
არ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ვინაიდან ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1.1 გ საქაროზას;
არ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება მემკვიდრულად განპირობებული ფრუქტოზას შეუთავსებლობის დროს, რადგან იგი შეიცავს 500 მგ სორბიტოლს;
ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციით უნდა დავრწმუნდეთ, რომ ასილონის ანტაციდური ტაბლეტების გამოყენებით მიიღება დადებითი შედეგი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ანტაციდებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ისეთი პრეპარატების აბსორბციაზე როგორიცაა: ტეტრაციკლინი, რიფამპიცინი, ვარფარინი ან დიგოქსინი, ამიტომ ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 2 საათს.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: Thornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი