ასპარაგინაზა – ASPARAGINASE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ასპარაგინაზა – ASPARAGINASE-ის ფარმაკოლოგიური თვისებები
L-ასპარაგინაზა წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც მიღებულია ნაწლავის ჩხირის E. coli-ს სხვადასხვა შტამებისაგან. პრეპარატის ანტიბლასტომური მოქმედების საფუძველს წარმოადგენს ასპარიგანაზას თვისება დაარღვიოს ამინომჟავა ასპარიგინის (რომელიც აუცილებელია ლეიკოზური უჯრედების გამრავლებისათვის) მეტაბოლიზმი და მისი შეღწევა ასპარაგინდამოკიდებულ ბლასტურ ქსოვილში, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ცილის სინთეზის დარღვევას და სიმსივნური უჯრედების ზრდის შენარჩუნებას.
L-ასპარინაზა ნაკლებად მოქმედებს სისხლწარმოქმნაზე. იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ბლასტური ქსოვილის განვითარებას ძვლის ტვინში.


ასპარაგინაზა – ASPARAGINASE აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი, ლიმფოსარკომა, ავთვისებიანი არახოჯკინის ლიმფომები, რეტიკულოსარკომა.

დოზირების რეჟიმი
გამოიყენება ლიოფილიზებული ფხვნილი ინექციის დასამზადებლად. მკურნალობის დაწყებამდე ატარებენ ინდივიდუალურ სინჯს პრეპარატის მიმართ მგრძნობელობაზე. ამისათვის 0.1 მლ დისტილირებული წყალი, რომელიც შეიცავს 10 სე-ს L-ასპარაგინაზას, შეყავთ კანქვეშ, მხრის ლატერალურ ზედაპირზე. კონტროლისათვის ერთდროულად მის გვერდით შეჰყავთ 0.1 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი. 3 საათის შემდეგ აფასებენ რეაქციის შედეგს. იმ შემთხვევაში თუ გამონაყარი ზომით 1 სმ-ზე ნაკლებია, მაშინ სინჯი ითვლება უარყოფითად და შესაძლოა L- ასპარაგინაზათი მკურნალობის დაწყება.
პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად ან წვეთოვანი ინფუზიის სახით. ხსნარი მზადდება ex tempore. პრეპარატს ხსნიან ნელა და ყურადღებით, ფლაკონის შენჯღრევის გარეშე. ვენაში შეყვანის წინ ფლაკონის შიგთავსს პრეპარატით ხსნიან 20-40 მლ, ხოლო წვეთოვანი ინფუზიისათვის (30-40 წთ-ის განმავლობაში) 150 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.
მოზრდილებში ერთჯერადი დოზა ვენაში ინექციის ან ინფუზიის სახით შეადგენს 50-300 სე/კგ-ზე, ხოლო კურსობრივი დოზა – 300000-400000 სე. ბავშვებში დოზას ამცირებენ სხეულის წონის შესაბამისად.
პრეპარატი შეყავთ ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 3 კვირაა. მწვავე ლეიკოზის და ჰემატოსარკომის გენერალიზებული ფორმების დროს (პერიფერიული სისხლის და ძვლის ტვინის ბლასტოზის დროს) პრეპარატს უნიშნავენ პერიფერიული სისხლის მაჩვენებლებისაგან დამოუკიდებლად. სხვა შემთხვევების დროს მკურნალობას იწყებენ, თუ პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 3X10 9/ლ, ხოლო თრომბოციტების -100X109/ლ.
ლეიკოზით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც პერიფერიული სისხლში აღმოაჩნდათ ბლასტები, პრეპარატის მოქმედების შესაჯამებლად იკვლევენ ძვლის ტვინს მკურნალობის დაწყების და დამთავრების შემდეგ. ჰემატოსარკომით დაავადებულ პაციენტებში ასევე საზღვრავენ სიმსივნის ზომებს.

გვერდითი მოვლენები
ღებინება, გულისრევა, გამონაყარი, ტემპერატურის მომატება, რომელსაც ახლავს შეციების შეგრძნება, ალერგიული რეაქციები გართულებების კუპირება ხდება ჩვეულებრივ სიმპტომატური საშუალების მიღებით (ანტიჰისტამინური საშუალებები, კალციუმის ქლორიდი).
პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ღვიძლისა და თირკმელების, აგრეთვე კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ამიტომ მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლში ბილირუბინის, ქოლესტერინის, საერთო ცილის, ცილების ფრაქციის, აგრეთვე ტრანსამინაზების, დიასტაზას აქტივობის და სხვა ფერმენტების, პერიფერიული სისხლის სურათის, სისხლის შედედების სისხლმბადი ორგანოების მონიტორინგი. ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების მწვავე და პროგრესირებადი ცვლილებისას, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომატური მკურნალობის დაწყება.

უკუჩვენებები
* ღვიძლისა და თირკმელების, ცნს-ის, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ამ დროს პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. არ არის გამოვლენილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძით. თუ დედის მკურნალობა აუცილებელია L-ასპარაგინაზით, უნდა შეწყდეს ბავშვის ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია დადგენილი იქნას პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობა L-ასპარაგინაზას მიმართ. პრეპარატს სიფრთხილით იყენებენ ინფექციური გართულებების, აგრეთვე ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვის დროს.
პრეპარატის ტოქსიურობა მოზრდილებში უფრო ნათლად ვლინდება, ვიდრე ბავშვებში.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული და საშიში გართულებები: ანაფილაქსიური შოკი, ძლიერი სისხლდენა, თირკმელების მვწავე უკმარისობა ლეტალური გამოსავალით.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გამოყენებულ იქნას ყველა ის ღონისძიებები, რომლებსაც იყენებენ ტერმინალური მდგომარეობების შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ინტრავენურად L-ასპარაგინაზას შეყვანა, თუ მანამდე გამოიყენებოდა ვინკრისტინი ან პრედნიზოლონი, ან მათი კომბინაცია აძლიერებს მათ გვერდით ეფექტს.
L-ასპარაგინაზას შეუძლია გააძლიეროს ან შეამციროს მეტოტრექსატის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

გაფრთხილება