ატაროლი / Ataroly

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ატაროლი / Ataroly-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი/Hydroxyzine HCL

ატაროლი / Ataroly-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები, ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები


ატაროლი / Ataroly აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
1მლ. შეიცავს  ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს – 2მგ.
დამხმარე ნივთიერებები – ნატრიუმის ბენზოატი, საქაროზა, ვანილისა და ფორთოხლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანქსიოლიზური საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჰიდროქსიზინი წარმოადგენს დიფელმეთანის წარმოებულს, ხასიათდება ზომიერი ანქსიოლიზური აქტივობით, ავლენს  სედაციურ, ანალგეზიურ, ღებინების საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინურ და M- ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას.
ჰიდროქსიზინი დადებით გავლენას ახდენს კოგნიტურ უნარზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღებას.
საგრძნობლად ამცირებს ქავილს ჭინჭრის ციების, ეგზემის და დერმატიტის დროს.
პოლისომნოგრაფიით ძილის დარღვევის მქონე პაციენტებში თვალსაჩინოდ ვლინდება ძილის გახანგრძლივება  და ღამე გაღვიძების სიხშირის შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა: ჰიდროქსიზინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კლინიკური ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 15-30 წუთში. Cmax  – კი მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ნახევარდაშლის პერიოდი T ½  მოზრდილებში 14 სთ. ბავშვებში ბიოშეღწევადობა 80%.
ჰიდროქსიზინი ძირითადად კონცენტრირდება კანში.

ჩვენებები
– გაღიზიანებადობის (შფოთვის) სიმპტომური მკურნალობა
– სედაციური საშუალების სახით პრემედიკაციის შემთხვევაში
– ქავილის სიმპტომური მკურნალობა

უკუჩვენებება:
• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ
• პორფირია
• ლაქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა, გლუკოზა – ლაქტოზის შეწოვის დარღვევა

სიფრთხილით ინიშნება მიასთენიის, კრუნჩხვებისადმი მიდრეკილების, დემენციის დროს.
ატაროლმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ალერგიული ტესტების და ბრონქიალური პროვოკაციის ტესტების შედეგებზე, რომელიც მეტაქოლინის გამოყენებით ტარდება, შესაბამისად პრეპარატის მიღება არ სეიძლება  ტესტების ჩატარებამდე 5 დღით ადრე.

აუცილებელია დოზის კორექცია  ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებიდან რომელიმეს:
•           ანტიკოაგულანტები კუმარინის ჯგუფიდან;
•           ოპოიდური და არა-ოპოიდური ტკივილგამაყუჩებლები;
•           ბარბიტურატები;
•           სედაციური პრეპარატები;
•           მეპერიდინი (გამოიყენება ქრონიკული ტკივილის დროს)
•           ანტიჰისტამინური პრეპარატები;
•           ნეიროლეფსიური პრეპარატები;
•           ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
•           მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები;
•           ფენიტოინი;
•           ადრენერგული პრეპარატები;
•           ბეტაჰისტინი;
აუცილებელია დოზის კორექცია  თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ატაროლის მიღების დროს სასურველია თავი  აარიდოთ ალკოჰოლის მიღებას.
ატაროლის გამოყენება არ შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
ატაროლის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ატაროლის სიროფი შეიცავს საქაროზას  (5 მლ სიროფი – 386 მგსაქაროზა), შესაბამისად მისი გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ დიაბეტის მქონე პაციენტებმა

მიღების წესი და დოზირება
ბავშვები:
ბავშვები 3-დან 6 წლამდე – 5-15 მგ-დან 50 მგ-მდე (1მგ/კგ – 2,5 მგ/კგ- მდე) დღეში გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე
6 წლის და უფროსი ასაკის – 15-25 მგ-დან მაქსიმუმ 50-100 მგ-მდე (1მგ/კგ – 2მგ/კგ- მდე) დღეში გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე.

• ქირურგიული ოპერაციისთვის მზადების პერიოდში

0,6 მგ/კგ-ზე ერჯერადი დოზის სახით.

მოზრდილებში
• შფოთვის მკურნალობა
50მგ დღეში გაყოფილი 2-3 დოზად. Mმწვავე  შემთხვევაში პერორალური დოზა შესაძლოა გაიზარდოს 300მგ-მდე დღეში.
• ქავილის სიმპოტუმური მკურნალობა

მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ დოზით ძილის წინ და გაგრძელდეს დოზის ეტაპობრივი მომატებით 25 მგ 3-4-ჯერ დღეში.

• ქირურგიული ოპერაციის მომზადებისას:

50-დან  100-მგ-მდე ერთჯერადი პერორალური დოზის სახით.
მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა  არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ-ს, მაქსიმალურ დღიური დოზა კი 400მგ-ს.

გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (10 – დან > 1 პაციენტში) –  ძილიანობა.
ხშირი (10 – დან   1 პაციენტამდე) –  პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, გადაღლილობის შეგრძნება.
არახშირი (100 – დან 1  პაციენტამდე)  –  გულისრევა, თავბრუსხვევა, ძილის გაძნელება, კანკალი, გაღიზიანებადობა, ციება, ზოგადი სისუსტე.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C  ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა რეცეპტით.

გამოშვების ფორმა: 2მგ/მლ 200მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი ამზომი ჭიქით N1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: აფლოფარმი, პოლონეთი

გაფრთხილება