აქვადეტრიმი – AQUADETRIM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აქვადეტრიმი – AQUADETRIM-ის  საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ქოლეკალციფეროლი/
COLECALCIFEROL

აქვადეტრიმი – AQUADETRIM-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება
გამოშვების ფორმა:
წყალხსნარი პერორალური გამოყენებისათვის:
ფლაკონში 10 მლ საწვეთურით.
1 მლ
ქოლეკალციფეროლი………          15 000 სე
1 წვეთი პრეპარატი შეიცავს 500 სე ვიტამინ D3.
დამხმარე ნივთიერებები:
კრემოფორი EL, საქაროზა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ლიმონმჟავა, ანისულის არომატიზატორი, ბენზოლის სპირტი, გასუფთავებული წყალი.


აქვადეტრიმი – AQUADETRIM აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას. ვიტამინი D3 წყალხსნარი ზეთოვანთან შედარებით უფრო კარგად შეიწოვება.
დღენაკლულ ბავშვებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აფერხებს ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს. ვიტამინი D3 ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.

ჩვენებები:
პროფილაქტიკა და მკურნალობა:
ვიტამინ D3 დეფიციტის;
რაქიტისა და რაქიტისი მსგავსი დაავადებების;
ჰიპოკალციემიური ტეტანიის;
ოსტეომალაციის;
მეტაბოლური ოსტეოპათიების (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი);
როგორც დამატებით სამკურნალო საშუალება ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს.
მიღების წესები და დოზირება:
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ინიშნება:
3-4 კვირის ახალშობილებში
2-3
წლამდე ასაკის ბავშვებში კარგი მოვლის პირობებში: 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში;
დღენაკლულებში 7-10 დღის ასაკის ტყუპებში, ცუდ პირობებში მყოფ ჩვილ ბავშვებში: 1000-1500 სე (2-3 წვეთი) დღე-ღამეში. ზაფხულის პერიოდში დოზა შეიძლება შემცირდეს 50 სე-მდე (1 წვეთი დღე-ღამეში).
ორსულებში დღური დოზა 400 სე ორსულობის მთელი პერიოდის მანძილზე ან 100 სე დღე-ღამეში დაწყებული 28 კვირიდან;
მოზრდილებში: 500-1000 სე დღე-ღამეში.
თერაპიული მიზნით ინიშნება:
ყოველდღიური დოზა: 2000-50000 სე (4-1 წვეთი) თერაპიული ეფექტის მიღწევამდე შემდგომში პროფილაქტიკურ დოზაზე გადასვლით.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ვიტამინ D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. D ჰიპერვიტამინოზი, კალციუმის დონის მომატება სისხლში და შარდში, შარდკენჭოვანი დაავადება, სარკოიდოზი, თირკმლის უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული მაღალ დოზებში ტერატოგენული ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, ასევე სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატთან ერთად კალციუმის მაღალი დოზებით მიღება არ არის ნებადართული.
ჭარბი დოზირება:
ჰიპერვიტამინოზის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, რიფამპიცინი ამცირებენ ვიტამინის რეზორბციას. თიაზიდური დიურეზული საშუალებები ზრდიან ჰიპერკალციემის განვითარების რისკს. საგულე გლიკოზიდებთან კომბინაცია ზრდის მათ ტოქსიკურ ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 5-150C ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი: Medana Pharma S.A., პოლონეთი

გაფრთხილება