აქტიფონი / Actifon

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აქტიფონი / Actifon-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აქტიფონი / Actifon-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება პირის ღრუსა და ყელისათვის


აქტიფონი / Actifon სიტყვა აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: მდოგვის მშრალი ექსტრაქტი (Sisymbrium officinale); დიქლორბენზილის სპირტი 1.25 მგ; C ვიტამინი 60 მგ.

დამატკბობლები: სორბიტოლი, ასპარტამი.
სხვა ინგრედიენტები: პექტინი (ჟელესწარმომქმნელი აგენტი), ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი (სტაბილიზატორი), ტყის კენკრის არომატიზატორი.

თვისებები
აქტიფონი ამცირებს ყელის ტკივილსა და ხმის ჩახლეჩას. დიქლორბენზილის სპირტი თავისი ანტისეპტიკური მოქმედების გამო ახდენს ყელისა და პირის ღრუს სანაციას. C ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გამოყენების მეთოდი
თითო ტაბლეტი ყოველ 2–3 საათში ერთხელ დასაწუწნად. რეკომენდებული დღიური დოზა – 6 ტაბლეტი. აქტიფონი არ შეიცავს საქაროზას, ამიტომ შეიძლება გამოიყენონ დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა.

გამოყენების შეზღუდვა
მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

სიფრთხილის ზომები
• არ გამოიყენოთ საკვები დანამატი სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების შემცვლელად
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას
• შეიცავს დამატკბობელს. ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი
• შეიცავს ფენილალანინის წყაროს
• ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 ◦C.

გამოშვების ფორმა: საწუწნი აბი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Medinfar, პორტუგალია

გაფრთხილება