ბაქტამედი / Bactamed

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბაქტამედი / Bactamed-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ამპიცილინი, სულბაქტამი/ ampicillin, sulbactam

ბაქტამედი / Bactamed-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნახევრადსინთეზური პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკისა და ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის შემცველი საშუალება


ბაქტამედი / Bactamed აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


პრეპარატის ათქ კოდი: J01CR01

შემადგენლობა
პრეპარატის 1 ფლაკონი 0,75 გ 1,5 გ
შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
ამპიცილინი (ნატრიუმის მარილის ფორმით) 0,5 გ 1,0 გ
სულბაქტამი (ნატრიუმის მარილის ფორმით) 0,25 გ 0,5 გ
გამხსნელის 1 ამპულა (გამხსნელიანი ფორმისთვის) შეიცავს  1,8 მლ 3,5 მლ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი  9,0 მგ  17,5 მგ
ნატრიუმის ქლორიდი  10,8 მგ   21,0 მგ
ნატრიუმის ჰიდროქსიდი  ph-ის კორექციისათვის Q.S.
საინექციო წყალი 1,8 მლ-მდე  3,5 მლ-მდე

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბაქტამედი წარმოადგენს  კომბინირებულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში შედის ამპიცილინი და სულბაქტამი.
ამპიცილინი  ანტიბიოტიკია, რომელსაც გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი აერობების, ასევე ანაერობების მიმართ; თავის ბაქ-ტერიციდულ მოქმედებას იგი ახორციელებს უჯრედული მემბრანის მუკოპეპტიდების ბი-ოსინთეზის ინჰიბირების გზით. ამპიცილინი არ არის მდგრადი ბეტა-ლაქტამაზის მოქმედების მიმართ, ადვილად იშლება, ამიტომაც უეფექტოა მკურნალობის დროს.

სულბაქტამი არის პენიცილინური ბირთვის წარმოებული. იგი შეუქცევადად აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზას, რომელსაც პენი¬ცილინ-რეზისტენტული მიკროორგანიზმები გამოიმუშავებენ, რაც ანიჭებს მათ მდგრადობას პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მოქმედების მიმართ. აინჰიბირებს რა ბეტა-ლაქტამაზას, რომელიც ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე  მიკროორგანიზმების მიერ გამოიყოფა, სულბაქტამი ავლენს სინერგისტულ მოქმედებას.
ამპიცილინი/სულბაქტამი in vitro მოქმედებს გრამდადებით მიკროორგანიზმებზე, რომლებიც გამოიმუშავებენ და არ გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას: Staphylococcus aureus, Staphylococcus faecalis, Streptococcus pneumoniae,  Streptococcus  pyogenes  და Streptococcus viridans; გრამ-უარყოფით მიკროორგანიზმებზე, რომლებიც გამოიმუშავებენ და არ გამოიმუშავე-ბენ ბეტა-ლაქტამაზას: Haemophilus influenzae, Branhamella catarrhalis,  Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Neiserria gonorrhoeae, Providencia rettgeri, Providencia stuarti, Morganella morganii. ანაერობული მიკროორგანიზმები _ Bacteroides spp. (B. fragilis-ის ჩათვლით), Clostridium spp., Peptostreptococcus spp., Peptococcus spp., მაღალმგრძნობიარეა ამპი-ცილინ/სულბაქტამის მიმართ.

გამოყენების ჩვენებები
ამპიცილინ/სულბაქტამის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ლოკალიზაციის ბაქტერიული ინფექციები:
– სასუნთქი ორგანოების ინფექციები (მათ შორის, პნევმონია, ფილტვების აბსცესი, ქრონიკული ბრონქიტი, პლევრის ემპიემა);
– ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მათ შორის, ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ოტიტი);
– შარდგამომყოფი სისტემის და სასქესო ორგანოების ინფექციები (მათ შორის, პიელონეფრიტი, პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ენდომეტრიტი);
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად დაინფიცირებული დერმატიტები);
– ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მათ შორის, დიზენტერია, სალმონელოზი, სალმო-ნელამტარებლობა);
– სანაღვლე გზების ინფექციები (მათ შორის, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
– ბაქტერიული სეპტიცემია;
– მენინგიტი;
– პერიტონიტი;
– ქუნთრუშა;
– გონოკოკური ინფექცია.
გამოიყენება პოსტოპერაციული გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და პენიცილინის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ.
ინფექციური მონონუკლეოზი.

გამოყენების შეზღუდვა
ბაქტამედი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობის დროს.

გვერდითი მოქმედება
ფაღარათი, ქავილი, გამონაყარი და რეაქციები კანის მხრივ. იშვიათად გულისრევა, ღე-ბინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ძილიანობა, სისუსტე, თავის ტკივილი.

ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები
კუნთში  შესაყვანად 0,75 გ ბაქტამედი იხსნება 1,8 მლ, ხოლო 1,5 გ ბაქტამედი _ 3,5 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0,5% ხსნარში.
კუნთში შესაყვანად გამხსნელის სახით დასაშვებია საინექციო წყლის (0,75 გ _ 2 მლ; 1,5 გ _ 4 მლ) ან ნოვოკაინის 0,5% ხსნარის, აგრეთვე ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის გამოყენება.
ვენაში შესაყვანად 0,75 გ ბაქტამედი იხსნება 5-10 მლ, ხოლო 1,5 გ ბაქტამედი _ 10-20 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.

წვეთოვნად ვენაში შესაყვანად პრეპარატი იხსნება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის 100-200 მლ-ში ან გლუკოზის 5-10% ხსნარში.
ხსნარი გამოიყენება მომზადებისთანავე!

გამოყენების წესი და დოზირება
ბაქტამედი შეიყვანება კუნთში ან ვენაში (წვეთოვნად სიჩქარით 60-80 წვეთი/წთ, ნაკა-დურად _ ნელა, 3-5 წუთის განმავლობაში). ვენაში შეჰყავთ 5-7 დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომ, მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატი შეჰყავთ კუნთში.
მოზრდილებში მსუბუქი ინფექციებისას ინიშნება 1,5-3 გ/დღე-ღამეში ორ მიღებად; საშუალო სიმძიმის დროს _ 3-6 გ/დღე-ღამეში გაყოფილი 3-4 მიღებად; მძიმე ინფექციების დროს _ 12 გ/დღე-ღამეში 4 მიღებად.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 12 გ-ს შეადგენს.
გაურთულებელი გონორეის დროს _ 1,5 გ-ს ერთჯერადად.
ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის _ 1,5-3 გ ანესთეზიის დროს,  ხოლო ოპერაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში _ იმავე დოზით ყოველ 6-8 საათში.
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სადღეღამისო დოზით 150 მგ/კგ სხეულის წონაზე გად-აანგარიშებით (100 მგ/კგ ამპიცილინი და 50 მგ/კგ სულბაქტამი) გაყოფილი  3-4-მიღებად.
1 კვირამდე ასაკის ახალშობილებსა და დღენაკლულებში პრეპარატი ინიშნება ყოველ 12 საათში.
ბაქტამედით მკურნალობის კურსი შეადგენს 5-14 დღეს (მძიმედ მიმდინარე პროცესების დროს მკურნალობის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს). ტემპერატურის ნორმალიზა-ციის და სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა კიდევ 48 საათის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
თირკმლის ფუნქციების დარღვევისას ამპიცილინის და სულბაქტამის ელიმინაცია იცვლება, მათი თანაფარდობა პლაზმაში კი არა. ამ შემთხვევებში გამოიყენება შემდეგი სქემა:

კრეატინინის კლირენსი პრეპარატის დოზა ინტერვალი პრეპარატის
შეყვანებს შორის
> 30 1,5 – 3 გ 6-8 სთ
15-29 1,5 – 3 გ 12 სთ
5-14 1,5 – 3 გ 24 სთ

ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია ცერებრალური კრუნჩხვების განვითარება.
მკურნალობა: სიმპტომური.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ბაქტამედი ფარმაცევტულად შეუთავსებადია სისხლის პროდუქტებთან ან ცილოვან ჰი-დროლიზატებთან.
არ შეიძლება ბაქტამედის შერევა ერთ ფლაკონში ან შპრიცში სხვა ანტიბიოტიკებთან.
ბაქტერიციდული ანტიბიოტიკები (მათ შორის, ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები,  ციკლოსერინი,  ვანკომიცინი, რიფამპიცინი) ბაქტამედთან  ერთობლივი გამოყენებისას ავლენენ სინერგიზმს; ბაქტერიოსტატული სამკურნალო საშუალებები (მაკროლიდები, ქლორამფენიკოლი,  ლინკოზამიდები,  ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები) _ ანტაგო-ნიზმს.
ბაქტამედი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას (თრგუნავს რა ნაწლავურ მიკროფლორას, ამცირებს K ვიტამინის სინთეზს და პროთრომბინის ინდექსს); ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივებისა და იმ სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას, რომელთა მეტაბოლიზმის პროცესში პარაამინობენზოის მჟავა წარ-მოიქმნება, ასევე ეთინილესტრადიოლის ეფექტურობას (შესაძლებელია სისხლდენის განვითარება).
შარდმდენები, ალოპურინოლი, ფენილბუტაზონი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ მილაკოვან სეკრეციას, ზრდიან პლაზმაში ამპიცილინის კონცენტრაციას.
ალოპურინოლი ბაქტამედთან ერთად კომბინაციაში, ზრდის კანზე გამონაყარის განვი-თარების რისკს.

განსაკუთრებული მითითებანი
იმ პაციენტებში, რომელთაც მომატებული მგრძნობელობა აქვთ პენიცილინების მიმართ, შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციების არსებობა ცეფალოსპორინულ ანტი-ბიოტიკებზე.
ბაქტამედით მკურნალობის დროს საჭიროა სისხლმბადი ორგანოების, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების კონტროლი.
შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება ბაქტამედის მიმართ რეზისტენტული მიკროფლორის ზრდის ხარჯზე, რაც ანტიბაქტერიული თერაპიის შესაბამის ცვლილებებს საჭიროებს.
სეფსისით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას შესაძლებელია ბაქტერიოლიზის რეაქციის განვითარება (იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია).

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებს,  არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით და მისი მეთ-ვალყურეობის ქვეშ.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს სა-კითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

შენახვის პირობები
ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა
ბაქტამედი  0,75 გ ან 1,5 გ #1 გამხსნელთან ერთად
ფხვნილი საინექციო ხსნარის დასამზადებლად, 0,75 გ ან 1,5 გ ფლაკონში.
1 ფლაკონი გამხსნელთან ერთად (1,8 მლ ან 3,5 მლ  0,5%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლო-რიდი მუქი ფერის შუშის ამპულაში) კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში.
კონტურულ-უჯრედოვანი შეფუთვა მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
ბაქტამედი  0,75 გ ან 1,5 გ #10
ფხვნილი საინექციო ხსნარის დასამზადებლად, 0,75 გ ან 1,5 გ ფლაკონში.

5 ფლაკონი კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში.
2 კონტურულ-უჯრედოვანი შეფუთვა მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი კომპანია: Laboratorios Torlan, S.A. ესპანეთი

გაფრთხილება