ბეიბიხოლი / babyxol

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბეიბიხოლი / babyxo-ისl  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): არტიშოკის ექსტრაქტი/
extractum Cynara

ბეიბიხოლი / babyxol -ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


ბეიბიხოლი / babyxol სიტყვა აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გამოყენების რეკომენდაცია
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

შემადგენლობა:
სიროფის 100 მლ. შეიცავს არტიშოკის (Cynara Scolymus) მშრალი ფოთლების ექსტრაქტს –  20 გ.
სიროფის 1 მლ. შეიცავს არტიშოკის (Cynara Scolymus)  მშრალი ფოთლების ექსტრაქტს – 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დეიონიზებული წყალი, საქაროზა, სორბიტოლი, გლიცერინი, ქსანტანის გუმფისი, გუმიარაბიკი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, კალციუმის აცეტატი, მარწყვის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური დახასიათება: არტიშოკი შეიცავს ცინარინს, ლუთეოლინს, ფენილალანინს, თიროზინს, ჰისტიდინს, ალანინს, გლიცინს, ასპარტატს, გლუტამინის მჟავებს, ბოჭკოს, კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ C-ს, ნიაცინს, კაროტინოიდებს, რაც განაპირობებს არტიშოკის მაღალ ბიოლოგიურ აქტივობას.  ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ჰიპოქოლესტერინემიული, გასტროინტერსტინური ტრაქტის მომაწესრიგებელი თვისებებით. ანტიოქსიდანტური თვისებები განპირობებულია არტიშოკში შემავალი ფლავონოიდებით, რომელიც გამოვლინდება როგორც ჰეპატოციტების მარეგენირებელი. არტიშოკი ახდენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის დათრგუნვას, რის შედეგადაც მცირდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები. ასევე ეფექტურია საჭმლის მონელების დარღვევის დროს, დისპეფსიური მოვლენების, სიყვითლის დროს, ვინაიდან გააჩნია ნაღვლმდენი ეფექტი. არტიშოკი ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას.
არტიშოკის ექსტრაქტი გამოიყენება, როგორც დეტოქსიკაციური საშუალება საკვებით მოწამვლების, ასევე მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების შემდგომ პერიოდში.
ბეიბიხოლი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში *დისპეფსია* სანაღვლე გზების დისკინეზია (ჰიპოკინეზური ტიპის), *სიყვითლე, * ფიზიოლოგიური სიყვითლე* ქოლეცისტიტი, ცხიმიანი ან ძნელადმოსანელებელი საკვების მიღების შემდგომ გამოწვეული დისპეფსიური მოვლენები *ჰეპატიტი, *აცეტონემია, *ინტოქსიკაციები (მათ შორის კვებითი, მძიმე მეტალებით, ალკალოიდებით, ნიტრატების შემცველი ნივთიერებებით) *

დოზირება და მიღების წესი:
0-1 წელი: 0,3 – 0,5 მლ. 3-ჯერ დღეში. იხსნება 1 ჩ/კ. წყალში, მიიღება ჭამამდე 20 წთ. ადრე.
1-5 წელი: 0,5 – 1,0 მლ. 3-ჯერ დღეში. იხსნება 1 ჩ/კ. წყალში, მიიღება ჭამამდე 20 წთ. ადრე.
5 – 12 წელი: 2 – 3 მლ. 3-ჯერ დღეში. იხსნება 1 ჩ/კ. წყალში, მიიღება ჭამამდე 20 წთ. ადრე.
12 წლის ზევით და მოზრდილები: 5 მლ. 3-ჯერ დღეში. ჭამამდე 20 წუთით ადრე.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს +25°C ტემპერატურისა, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

განსაკუთრებული მითითებები:
ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ.
ვადა მითითებულია კოლოფზე

გამოშვების ფორმა: სიროფი 100 მლ. მინის ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი შპრიცით.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Vefa Ilaҫ, თურქეთი

გაფრთხილება