ბინოკრიტი / Binocrit

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბინოკრიტი / Binocrit-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ეპოეტინ ალფა/epoetin alpha

ბინოკრიტი / Binocrit-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური პრეპარატები


ბინოკრიტი / Binocrit აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


რა არის და რისთვის გამოიყენებაბინოკრიტი
ბინოკრიტი შეიცავს ეპოეტინ ალფას – ცილას,  რომელიც ახდენს ძვლის ტვინის სტიმულირებას მეტი სისხლის წითელი  ბურთულების წარმოსაქმნელად, რომელთაც  გადააქვთ ჰემოგლობინი (ნივთიერება, რომელსაც  ჟანგბადი გადააქვს).  ეპოეტინ ალფა წარმოადგენს ადამიანის ერითროპოეტინის ასლს და გააჩნია მსგავსი მოქმედება.
ბინოკრიტი გამოიყენება სიმპტომური ანემიის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია თირკმლის დაავადებით:
• ჰემოდიალიზზე მყოფ ბავშვებში
• ჰემოდიალიზზე ან პერიტონელურ დიალიზზე მყოფ მოზრდილებში
•  ანემიის მძიმე ფორმის მქონე მოზრდილებში, რომლებიც ჯერ არ  იმყოფებიან დიალიზზე (შეჰყავთ ვენაში ინექციის სახით).
თუკი გაწუხებთ თირკმლის დაავადება, თუკი თქვენი თირკმელები არ გამოიმუშავებენ საკმარის ერითროპროტეინს (რომელიც აუცილებელია წითელი ბურთულების წარმოებისთვის), შესაძლოა თქვენს ორგანიზმში არ არის საკმარისი წითელი ბურთულები. ბინოკრიტს ნიშნავენ მეტი სისხლის წითელი  ბურთულების წარმოსაქმნელად ძვლის ტვინის სტიმულირების მიზნით.
ბინოკრიტი გამოიყენება ანემიის სამკურნალოდ, თუკი თქვენ იტარებთ ქიმიოთერაპიას მკვრივ სიმსივნურ წარმონაქმნებთან, ავთვისებიან ლიმფომასთან ან მრავლობით მიელომასთან დაკავშირებით (ძვლის ტვინის კიბო) და თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ აუცილებლად გესაჭიროებათ სისხლის გადასხმა. ბინოკრიტს შეუძლია სისხლის გადასხმის საჭიროების შემცირება.
ბინოკრიტი გამოიყენება ზომიერი ანემიის მქონე პირებში, რომლებმაც ოპერაციის წინ გაიღეს სისხლის გარკვეული ნაწილი, მათ შეუძლიათ მისი გამოყენება ოპერაციის მსვლელობისას ან ოპერაციის შემდგომ.  ვინაიდან ბინოკრიტი ახდენს სისხლის წითელი ბურთულების წარმოების სტიმულირებას, ექიმებს შეუძლიათ ამგვარი პაციენტებისგან მეტი სისხლის აღება.
ბინოკრიტი შეიძლება გამოყენებული იქნას ზომიერი ანემიის მქონე მოზრდილებში, რომლებმაც უნდა ჩაიტარონ ვრცელი ქირურგიული ორთოპედიული ოპერაცია (მაგალითად, მენჯ–ბარძაყის ან მუხლის შეცვლის ოპერაცია), სისხლის გადასხმის პოტენციური საჭიროების შესამცირებლად.

რა უნდა იცოდეთბინოკრიტისშესახებ მისი გამოყენების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ ბინოკრიტი:
• თუკი გაგაჩნიათ ალერგია  (ჰიპერმგრძნობელობა) ეპოეტინ ალფას ან ამ პრეპარატის რომელიმე შემადგენლის მიმართ
(ჩამოთვლილია მე–6 კარში).
• თუკი დასმული იქნა სუფთა წითელი უჯრედის აპლაზიის (PRCA) დიაგნოზი (ძვლის ტვინი ვერ გამოიმუშავებს  საკმარის სისხლის წითელ უჯრედებს) სისხლის წითელი უჯრედების მასტიმულირებელი ნებისმიერი პრეპარატის  მიღების შემდგომ  („ბინოკრიტის“ ჩათვლით), იხ. პარაგრაფი 4.
• თუკი გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა, რომელიც სათანადოდ ვერ კონტროლდება პრეპარატებით.
• თუკი დაგეგმილი გაქვთ  ვრცელი ქირურგიული ორთოპედიული ოპერაცია (მაგალითად მენჯ–ბარძაყის ან მუხლის  ოპერაცია) და:
• გაქვთ გულის მძიმე დაავადება
• ვენების და არტერიების მძიმე დარღვევები
• ახლახან გადაიტანეთ გულის მწვავე შეტევა ან ინსულტი
• არ შეგიძლიათ სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მიღება
შესაძლოა, თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი. გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს.  ბინოკრიტის მიღებისას ზოგიერთ ადამიანს ესაჭიროება პრეპარატები, რომლებიც შეამცირებენ თრომბების წარმოქმნის რისკს. თუკი თქვენ არ შეგიძლიათ პრეპარატების მიღება, რომლებიც ახდენენ თრომბების პრევენციას, თქვენ არ უნდა მიიღოთ „ბინოკირიტი“.
•სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირებისთვის (რათა ექიმებმა შეძლონ აგიღონ მეტი სისხლი).
თუ თქვენ არ შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენი საკუთარი სისხლის გადასხმა ოპერაციის მსვლელობისას ან შემდგომ.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:
„ბინოკრიტის“ გამოყენებამდე გაესაუბროთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
თუკი ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი თქვენც გეხებათ, ძალიან მნიშვნელოვანია შეატყობინოთ  ამის შესახებ ექიმს.  შესაძლოა, თქვენ შეძლოთ  „ბინოკრიტის“ გამოყენება, მაგრამ ჯერ შეათანხმეთ აღნიშნული თქვენს ექიმთან.
თუკი იცით, რომ გაწუხებთ ან გაწუხებდათ:
• გულის დაავადებები, მათ შორის სტენოკარდია;
• მაღალი არტერიული წნევა;
• თრომბოზი, ან ხართ სისხლის თრომბოზის განვითარების  მაღალი რისკის ჯგუფში (მაგალითად, თუკი გაწუხებთ ჭარბი წონა, დიაბეტი ან ოპერაციისა ან ავადმყოფობის გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში);
• ეპილეფსიური შეტევები ან კრუნჩხვები;
• ანემია, გამოწვეული სხვა მიზეზებით;
• ღვიძლის დაავადება;
• პორფირია (სისხლის იშვიათი დაავადება).

თუკი დაავადებული ხართ სიმსივნით, უნდა იცოდეთ, რომ პრეპარატები, რომლებიც ახდენენ სისხლის წითელი ბურთულების სტიმულირებას („ბინოკრიტის“ მსგავსად) თეორიულად  შეუძლიათ გამოიწვიონ სიმსივნის პროგრესირება.
თქვენი ინდივიდუალური მდგომარეობის შესაბამისად შესაძლოა უმჯობესი იყოს სისხლის გადასხმა. გთხოვთ შეათანხმეთ აღნიშნული თქვენს ექიმთან.
თქვენი ექიმი შეამოწმებს,  ხომ არ აღემატება თქვენი ჰემოგლობინი გარკვეულ დონეს, ვინაიდან მაღალ კონცენტრაციებში ჰემოგლობინს შეუძლია გამოიწვიოს გულის და სისხლძარღვთა დაავადებების და მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და სიკვდილის რისკი.
თუკი დაავადებული ხართ C ჰეპატიტით და მკურნალობთ ინტერფერონით და რიბავირინით, საჭიროა მიიღოთ ექიმის კონსულტაცია, ვინაიდან ეპოეტინ ალფას კომბინაციას ინტერფერონთან და რიბავირინთან შეუძლია შეასუსტოს პრეპარატის ეფექტი და გამოიწვიოს მდგომარეობა, რომელიც ცნობილია წითელი უჯრედის აპლაზიის (PRCA), ანემიის მძიმე ფორმის გამოწვევა იშვიათ შემთხვევებში. ბინოკრიტი არ ინიშნება C ჰეპატიტთან დაკავშირებული  ანემიის დარეგულირების მიზნით.
თუკი გიწევთ ვიზიტი საავადმყოფოში, კლინიკაში ან ოჯახის ექიმთან, შეატყობინეთ მათ, რომ გადიხართ მკურნალობას „ბინოკრიტით“. შესაძლებელია მან გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებზე ან ანალიზების შედეგებზე.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და ბინოკრიტი
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუკი თქვენ ამჟამად იღებთ, ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა ნებისმიერი პრეპარატი. „ბინოკრიტი“ როგორც წესი არ შედის რეაქციაში სხვა პრეპარატებთან, მაგრამ შეატყობინეთ ექიმს თუკი იღებთ (ახლახანს იღებდით)  ნებისმიერ სხვა პრეპარატს – რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
თუკი იღებთ პრეპარატს სახელწოდებით ციკლოსპორინი (ინიშნება თირკმლების ტრანსპლატაციის შემდგომ) თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სისხლის ანალიზის გაკეთება „ბინოკრიტით “ მკურნალობის განმავლობაში ციკლოსპორინის დონის შესამოწმებლად.
რკინამ და სისხლის სხვა სტიმულატორებმა შესაძლებელია გაზარდონ „ბინოკრიტის“ ეფექტურობა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, იქნება თუ არა მათი მიღება სწორი თქვენს შემთხევაში.
მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება სხვა პრეპარატებს, რომლებიც ახდენენ სისხლის წითელი ბურთულების წარმოების სტიმულირებას
ბინოკრიტი შედის პრეპარატების ჯგუფში, რომლებიც ადამიანის ცილის – ერითროპოეტინის მსგავსად ახდენენ სისხლის წითელი ბურთულების წარმოების სტიმულირებას. თქვენი მკურნალი ექიმი გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს იმ პრეპარატზე, რომელსაც თქვენ იყენებთ.
თუკი მკურნალობის განმავლობაში „ბინოკრიტის“ გარდა თქვენ დანიშნული გაქვთ ამ ჯგუფის სხვა პრეპარატი, მის გამოყენებამდე შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა, ლაქტაცია და შვილოსნობა
მნიშნელოვანია შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუკი ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი თქვენც გეხებათ. შესაძლოა, თქვენ შეძლოთ „ბინოკრიტის“ გამოყენება, მაგრამ ჯერ შეათანხმეთ აღნიშნული თქვენს ექიმთან:
• თუკი ხართ ფეხმძიმედ ან ეჭვი გაქვთ ფეხმძიმობაზე.
• ლაქტაციის დროს.

მანქანის ტარება და მექანიზმებთან მუშაობა
გავლენა მანქანის ტარების უნარზე ან მექანიზმებთან მუშაობაზე არ გამოვლენილა.
ბინოკრიტი შეიცავს ნატრიუმს:
ბინოკრიტი შეიცავს 1 მმოლ–ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე, ანუ ძალზე უმნიშვნელო რაოდენობას.

როგორ უნდაგამოვიყენოთ ბინოკრიტი
თქვენმა ექიმმა ჩაატარა სისხლის ანალიზები და გადაწყვიტა დაენიშნა თქვენთვის ბინოკრიტი. „ბინოკრიტით“ მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია გამოცდილება იმ დაავადებათა მკურნალობაში, რომელთათვის ინიშნება აღნიშნული პრეპარატი.
ბინოკრიტი შესაძლებელია შეყვანილი იქნას ინექციის სახით:
• როგორც პირდაპირ ვენაში, ასევე იმ მილაკში, რომელიც ვენას უერთდება (ინტრავენურად)
• ან კანქვეშ.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რა სახით იქნება შეყვანილი ბინოკრიტი. როგორც წესი, ინექციას აკეთებს ექიმი, ექთანი ან სხვა სამედიცინო მუშაკი. ზოგიერთ ადამიანს, იმის მიხედვით, თუ რა მიზნით იტარებს მკურნალობას ბინოკრიტით, შეუძლია ისწავლოს ბინოკრიტის ინექციის დამოუკიდებლად გაკეთება კანქვეშ: იხ. ინსტრუქცია “ბინოკრიტის“ ინექციის დამოუკიდებლად გაკეთების შესახებ“, საინფორმაციო ფურცელის ბოლოში.
დოზა ინიშნება თქვენი სხეულის მასის (კილოგრამები) შესაბამისად. ანემიის გამომწვევი მიზეზი ასევე წარმოადგენს ფაქტორს, რომელსაც ექიმი გაითვალისწინებს ინდივიდუალური დოზის შერჩევისას.
ბინოკრიტით მკურნალობის განმავლობაში თქვენი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს არტერიულ წნევას.
თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები
• თქვენი ექიმი შეინარჩუნებს თქვენს ჰემოგლობინის დონეს  10–დან 12 გ/დლ–მდე დიაპაზონში, ვინაიდან ჰემოგლობინის მაღალმა დონემ შესაძლებელია გამოიწვიოს თრომბების წარმოშობის და სიკვდილის რისკი.
•”ბინოკრიტის“ ჩვეული საწყისი დოზა მოზრდილებისა და ბავშვებისათვის შეადგენს 50 საერთაშორისო ერთეულს (IU) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე  (/კგ), კვირაში სამჯერ. პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი პაციენტებს უნიშნავენ  “ბინოკრიტს“ კვირაში ორჯერ.
• მოზრდილები და ბავშვებში  ბინოკრიტი ინიშნება  ვენაში ინექციის სახით (ინტრავენურად) ან მილაკის, საშუალებით, რომელიც ვენას უერთდება (ინტრავენურად). არ შეიძლება “ბინოკრიტის“ კანქვეშ  (კანქვეშა) შეყვანა  თირკმლებით დაავადებული პაციენტებისთვის.
• შესაძლებელია თქვენმა ექიმმა  ჩაატაროს სისხლის ანალიზები, რათა დარწმუნდეს თუ როგორია ორგანიზმის პასუხი და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულიროს დოზა, ჩვეულებრივ თვეში ერთხელ.
• მას შემდეგ, რაც მოხდება ანემიის კორექცია, თქვენი ექიმი განაგრძობს სისხლის რეგულარულად შემოწმებას და დოზა შესაძლებელია კვლავ დარეგულირდეს მკურნალობაზე პასუხის შესანარჩუნებლად.
•”ბინოკრიტით“ მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის განმავლობაში თქვენ შესაძლებელია დაგინიშნონ რკინის პრეპარატები, უკეთესი შედეგის მისაღებად.
• თუკი •”ბინოკრიტით“ მკურნალობის დაწყებისას  თქვენ გიტარდებათ დიალიზი, შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი დიალიზის კურსის დარეგულირება. ამას გადაწყვეტს თქვენი მკურნალი ექიმი.
მოზრდილები, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია
• თქვენს ექიმს შეუძლია
• “ბინოკრიტით“ მკურნალობის დაწყება, თუკი თქვენი   ჰემოგლობინის დონე  10  გ/დლ–ს ან ნაკლებს შეადგენს.
• თქვენი ექიმი შეინარჩუნებს თქვენი ჰემოგლობინის დონეს  10  გ/დლ–დან 12  გ/დლ–მდე, ჰემოგლობინის მაღალი დონის სახით, ვინაიდან ჰემოგლობინის მაღალმა დონემ შესაძლებელია გამოიწვიოს თრომბების წარმოშობის და სიკვდილის რისკი.
• საწყისი დოზა შეადგენს 150 საერთაშორისო ერთეულს (IU) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე, კვირაში სამჯერ ან 450 საერთაშორისო ერთეულს (IU) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე, კვირაში ერთხელ.
•ბინოკრიტი შეიყვანება კანქვეშა ინექციის სახით.
•შესაძლებელია თქვენმა ექიმმა  ჩაატაროს სისხლის ანალიზები და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულიროს დოზა “ბინოკრიტით“ მკურნალობაზე ორგანიზმის პასუხის შესაბამისად,
• უკეთესი შედეგის მისაღებად თქვენ შესაძლებელია დაგინიშნონ რკინის პრეპარატები.
• როგორც წესი, “ბინოკრიტით“ მკურნალობა გრძელდება ქიმიოთერაპიის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
მოზრდილები, რომლებიც საკუთარ სისხლს გასცემენ
• ჩვეული დოზა შეადგენს 600 საერთაშორისო ერთეულს (IU) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე, კვირაში ორჯერ.
•ბინოკრიტი შეიყვანება ვენაში, ოპერაციამდე 3 კვირით ადრე, სისხლის გაცემის შემდგომ.
• თქვენ შესაძლებელია დაგინიშნონ სისხლის პრეპარატები  „ბინოკრიტით“ მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის  განმავლობაში, უკეთესი შედეგის მისაღებად.
პაციენტები, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ ვრცელი ორთოპედიული ოპერაცია
• რეკომენდირებული დოზა შეადგენს 600 საერთაშორისო ერთეულს (IU) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე, კვირაში ერთხელ.
•ბინოკრიტი შეიყვანება კანქვეშ სამი კვირის განმავლობაში ოპერაციის ჩატარებამდე და ოპერაციის ჩატარების დღეს.
• თუკი არსებობს ოპერაციის წინა პერიოდის შემცირების სამედიცინო აუცილებლობა, თქვენ დაგენიშნებათ 300 საერთაშორისო ერთეული (IU)/კგ, ოპერაციის ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, ოპერაციის ჩატარების დღეს და ოთხი დღის განმავლობაში ოპერაციის ჩატარების შემდგომ.
•თუკი სისხლის ანალიზებით დადგინდა, რომ ოპერაციამდე თქვენი ჰემოგლობინის დონე ზედმეტად მაღალია, მკურნალობა შეწყდება.
•უკეთესი შედეგის მისაღებად თქვენ შესაძლებელია დაგინიშნონ სისხლის პრეპარატები  „ბინოკრიტით“ მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის  განმავლობაში.
“ბინოკრიტის“ კანქვეშა ინექციის ინსტრუქცია
გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში: თუკი გაწუხებთ თირკმლების დაავადება, არ შეიძლება „ბინოკრიტის“ მიღება ვენაში ინექციის სახით. არ გამოიყენოთ კანქვეშა ინექციის სახით.
• არ ეცადოთ დამოუკიდებლად გაკეთებას, ვიდრე არ შეისწავლით თქვენი ექიმის ან ექთნის დახმარებით.
• დარწმუნდით, რომ შეგყავთ მხოლოდ  თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ დანიშნული ოდენობის დოზა.
•გამოიყენეთ ბინოკრიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაცული იქნა მისი შენახვის წესები –  იხ პარაგრაფი 5.
• გამოყენებამდე, დადეთ „ბინოკრიტის“ შემცველი შპრიცი ოთახის ტემპერატურაზე მანამდე, ვიდრე ის ოთახის ტემპერატურას არ მიაღწევს. როგორც წესი, ამას 15–დან 30 წუთამდე სჭირდება. მაცივრიდან გამოღების შემდგომ გამოიყენეთ შპრიცი 3 დღის განმავლობაში.
მიიღეთ „ბინოკრიტის“ მხოლოდ ერთი დოზა თითოეული შპრიციდან.
ერი ინექციის დროს ერთ ნებისმიერ ადგილზე შეყვანილი პრეპარატის რაოდენობა როგორც წესი, არ აღემატება ერთ მილილიტრს  (1 მლ).
ბინოკრიტი შეიყვანება სხვა საინექციო სითხეებთან შერევის გარეშე.
არ ანჯღრიოთ „ბინოკრიტის“ შპრიცები. ხანგრძლივმა ენერგიულმა შენჯღრევამ შესაძლებელია დააზიანოს პრეპარატი. აღარ გამოიყენოთ  პრეპარატი,  თუკი ის ენერგიულად იქნა შენჯღრეული.
ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ  ბინოკრიტი დამოუკიდებლად, მოცემულია ამ საინფორმაციო ფურცლის ბოლოში.

თუკი შეიყვანეთ საჭიროზე მეტი ბინოკრიტი
თუკი ფიქრობთ, რომ შეიყვანეთ საჭიროზე მეტი ბინოკრიტი, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ექთანს. გვერდითი მოვლენები საჭიროზე მეტი დოზით მიღებისას ნაკლებად სავარაუდოა.
თუკი დაგავიწყდათ „ბინოკრიტის“ გაკეთება
გაიკეთეთ ბინოკრიტი როგორც კი გაიხსენებთ. თუკი არის მომდევნო ინექციის წინა დღე, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიჰყევით ჩვეულ გრაფიკს. არ გააორმაგოთ ინექცია.
თუკი გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, კითხეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი რეაქციები
ყველა წამლის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმა შესაძლებელია  გამოიწვიოს  გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუკი შეატყობთ ქვემოთ ჩამოთვლილი  გვერდითი რეაქციებიდან ერთ–ერთს.
ძალზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები
ეს რეაქციები შესაძლებელია  აღენიშნოს 10–დან 1–ზე მეტ ადამიანს.
• გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ციება, სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება და თავბრუსხვევა. ისინი შეიძლება უფრო გავრცელებული იყოს მკურნალობის დასაწყისში. თუკი თქვენ შენიშნავთ ამ სიმპტომებს ინტრავენური შეყვანისას, თანდათანობით შეყვანამ შესაძლებელია თავიდან აგაცილოთ ეს სიმპტომები მომავალში.

გავრცელებული გვერდითი რეაქციები
ეს რეაქციები შესაძლებელია  აღენიშნოს 10–დან 1 ადამიანს.
• მომატებული არტერიული წნევა კობოთი დაავადებულ და თირკმლების დაავადებით გამოწვეული სიმპტომატური ანემიის მქონე პაციენტებში. თავის ტკივილები, განსაკუთრებით უცაბედი, შაკიკის მსგავსი თავის ტკივილები, გონების აღრევა ან კრუნჩხვები შესაძლებელია მიუთითებდეს არტერიული წნევის მომატებაზე. არტერიული წნევის მომატება შესაძლოა საჭიროებდეს  მკურნალობას სხვა პრეპარატებით (ან მაღალი წნევის საწინააღმდეგო საშუალების კორექტირებას, რომელსაც ამჟამად იღებთ)
• მკერდის ტკივილი, ხუთვები, ფეხების მტკივნეული  შეშუპება, რაც შეიძლება მიუთითებდეს თრომბზე.
• გამონაყარი კანზე და შეშუპება თვალების გარშემო (ედემა), რაც შესაძლებელია წარმოადგენდეს ალერგიულ რეაქციას.
თუ თქვენ იტარებთ ჰემოდიალიზს:
• შესაძლებელია განვითარდეს სისხლის შედედება (თრომბი) თქვენი დიალიზის შუნტში. ამის ალბათობა მეტია, თუკი გაქვთ დაბალი არტერიული წნევა ან გართულებული ფისტულა.
• თრომბი ასევე შესაძლებელია განვითარდეს თქვენი ჰემოდიალიზის სისტემაში. შესაძლებელია თქვენმა ექიმმა გადაწყვიტოს ჰეპარინის დოზის გაზრდა დიალიზის განმავლობაში.
ძალზე იშვიათი გვერდითი რეაქციები
ეს რეაქციები შესაძლებელია  აღენიშნოს 10,000 –დან 1 ადამიანს.
• სუფთა წითელი უჯრედის აპლაზიის (PRCA) სიმპტომები
PRCA ნიშნავს ძვლის ტვინში სისხლის წითელი სხეულების არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავებას. PRCA–მ შესაძლებელია გამოიწვიოს მოულოდნელი და მძიმე ანემია. სიმპტომები:
• უჩვეულო დაღლილობის შეგრძნება,
• თავბრუსხვევის შეგრძნება,
• ქოშინი.
არსებობს ინფორმაცია ძალიან იშვიათ შემთხვევებში PRCA–ს განვითარებაზე ეპოეტინ ალფათი და სისხლის წითელი სხეულების გამომუშავების მასტიმულირებელი სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს თვეების ან წლების განმავლობაში თირკმლის ქრონიკული  უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუკი თქვენ გიტარდებათ ჰემოდიალიზი, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სისხლის ფირფიტების (თრომბციტების) დონის მომატებას, რომლებიც როგორც წესი, მონაწილეობას იღებენ   თრომბის წარმოქმნაში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
საჭიროა თქვენა ექიმმა ჩაატაროს შემოწმება.
შესაძლებელია გამოვლინდეს სიწითლე, წვის და ტკივილის შეგრძნება ინექციის ადგილზე.
თუკი ადგილი ექნება რომელიმე გვერდით მოვლენას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ექთანთან. ეს ეხება ყველა იმ შესაძლო სიმპტომსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ საინფორმაციო ფურცელში.

ბინოკრიტისშენახვის წესი
• შეინახეთ პრეპარატი ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
• შენახვა მაცივარში და ტრანსპორტირება გრილ მდგომარეობაში (2°C -8°C).
• არ გაყინოთ.
• შეინახეთ თავის შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით.
• შეგიძლიათ გამოიღოთ ბინოკრიტი მაცივრიდან  და შეინახოთ იგი ოთახის ტემპერატურაზე (25°C–მდე), არაუმეტეს 3 დღისა. პრეპარატის მაცივრიდან გამოღებისა და ოთახის ტემპერატურამდე (25°C–მდე) მიღწევის შემდეგ ის უნდა გამოიყენოთ 3 დღის განმავლობაში ან გადააგდოთ.
არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუკი
• სითხე შეფერილია ან მასში მოტივტივე ნაწილაკების არსებობისას,
• თუკი ბეჭედი გატეხილია,
• ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და ყუთზე „EXP“ ასოების შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მიეკუთვნება ამ თვის ბოლო დღეს,
• თუ თქვენ იცით ან ფიქრობთ, რომ ის შესაძლოა შემთხვევით იქნა გაყინული, ან
• მაცივრის გაუმართაობის შემთხვევაში.
არ გადააგდოთ არც ერთი წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გაიარეთ კონსულტაცია ფარმაქევტთან, როგორ მოახდინოთ იმ პრეპარატის უტილიზაცია, რომელსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს სისუფთავის შენარჩუნებას.

რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბინოკრიტი
– აქტიური ნივთიერება: ეპოეტინი ალფა (რაოდენობის გასაგებად იხ. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი).
– სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმ ქლორიდი, გლიცინი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, (pH-ის დასარეგულირებლად) და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ბინოკრიტი  და შეფუთვის შიგთავსი
ბინოკრიტი წარმოდგენილია წინასწარ ავსებულ შპრიცში მოთავსებული გამჭვირვალე, უფერო საინექციო ხსნარის სახით. შპრიცები მოთავსებულია დაბეჭდილ ბლისტერში.

პრეზენტაცია შესაბამისი პრეზენტაცია რაოდენობის/მოცულობის მიხედვით ცალკეული  ინტენსივობისთვის ეპოეტინ ალფას რაოდენობა
წინასწარ ავსებული შპრიცები* 2,000 IU/მლ:

1,000 IU/0.5 მლ

2,000 IU/1 მლ

 

8.4 მიკროგრამი

16.8 მიკროგრამი

10,000 IU/მლ:

3,000 IU/0.3 მლ

4,000 IU/0.4 მლ

5,000 IU/0.5 მლ

6,000 IU/0.6 მლ

7,000 IU/0.7 მლ

8,000 IU/0.8 მლ

9,000 IU/0.9 მლ

10,000 IU/1 მლ

 

25.2 მიკროგრამი

33.6 მიკროგრამი

42.0 მიკროგრამი

50.4 მიკროგრამი

58.8 მიკროგრამი

67.2 მიკროგრამი

75.6 მიკროგრამი

84.0 მიკროგრამი

40,000 IU/მლ:

20,000 IU/0.5 მლ

30,000 IU/0.75 მლ

40,000 IU/1 მლ

 

168.0 მიკროგრამი

252.0 მიკროგრამი

336.0 მიკროგრამი

* 1 ან 6 წინასწარ ავსებული  შპრიც(ებ)ის  შეფუთვის მოცულობა ნემსის დამცავი ხუფით/ხუფი გარეშე.
ყველა ზომის შეფუთვის გასაყიდად გამოტანა შესაძლებელი არ არის.

გამოშვების ფორმა: 4 000სე. /0.4მლ (33.6 მკგ/0.4 მლ) 0.4 მლ ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი შპრიცი №6

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი კომპანია: Sandoz GmbH

გაფრთხილება