ბიო-დრაი / Bio-Dray

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიო-დრაი / Bio-Dray-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბიო-დრაი / Bio-Dray-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


ბიო-დრაი / Bio-Dray აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ჩვეულებრივი სალბის ექსტრაქტი (Salvia officinalis) _ 400 მგ

ნანკინური პერილას ექსრაქტი (Perilla frutescens/nankinensis) _ 150 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბიო-დრაიში შემავალი სალბის უნიკალური და მრავალკომპონენტიანი შემადგენლობა განაპირობებს მის მრავალმხრივ სამკურნალო ეფექტს, მათ შორის ჰიპერჰიდროზის შემცირებას:
• მთრიმლავი ნივთიერებები ეპითელიოციტებთან შეხებისას წარმოქმნიან დამცავ ფენას. შედეგად მცირდება მემბრანის გამავლობა, ხდება გაფართოებული სისხლძარღვის ნორმალიზება (შევიწროება), მცირდება სეკრეცია და ექსუდაცია
• ფიტოესტროგენები ხელს უწყობენ კლიმაქტერული გამოვლინებების (ალები, ჭარბი ოფლიანობა) შემცირებას
• α-თუნიონები, ფიტონციდები განაპირობებს ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ და ანტიმიკოზურ თვისებას
• გარდა ანტიბაქტერიული მოქმედებისა სალბში შემავალ ნივთიერებებს გააჩნიათ მძიმე მეტალების და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნის უნარი.
ბიო-დრაიში შემავალ ნანკინურ პერილას, ომეგა-3-ის შემცველობის გამო აქვს მემბრანოსტაბილიზატორის ფუნქცია, რაც განაპირობებს მის ჭარბოფლიანობის საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ მოქმედებას.
ადგილობრივი მოქმედების ანტიპერსპირანტებისგან განსხვავებით ბიო-დრაი მოქმედებს სხეულის მთელ ზედაპირზე.

ჩვენებები
• პირველადი ჰიპერჰიდროზი (ადგილობრივი და ზოგადი)
• მეორადი ჰიპერჰიდროზი პათოგენეზურ მკურნალობასთან კომბინაციაში
(ენდოკრინული, ნევროლოგიური, დერმატოლოგიური დაავადებების დროს და კლიმაქტერულ პერიოდში)

მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები 12 წლის ასაკის ზევით:
1 ტაბლეტი ერთხელ დღეში
1 თვიანი კურსის დამთავრების შემდეგ, მეორე კურსის დაწყებამდე შეისვენეთ მინიმუმ   7 დღე.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის გამოყენება არ არის შესწავლილი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ფარმასი ლაბორატორია (PHARMACY Laboratories), პოლონეთი

გაფრთხილება