ბიორითმ – ანტისტრესი / Bioritm Antistress

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიორითმ – ანტისტრესი / Bioritm Antistress-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბიორითმ – ანტისტრესი / Bioritm Antistress-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
ბიორითმ – ანტისტრესი 24 საათი


ბიორითმ – ანტისტრესი / Bioritm Antistress აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ტაბლეტი  „დღე“  შავბალახას ექსტრაქტი 40 მგ, ბარამბოს ექსტრაქტი 20მგ, კრაზანას ექსტრაქტი 40 მგ, ვიტამინი: B1-1,5მგ, B6-2მგ, რუტინი 8მგ.
ტაბლეტი „ღამე“ეშოლციას ექსტრაქტი 100მგ, პასიფლორას ექსტრაქტი 55მგ,  პანტოთენის მჟავა 5მგ. რუტინი 7მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
«ბიორითმ-ანტისტრესიR» — 24 საათიანი დაცვა სტრესისგან. სტრესის მართვის ინოვაციური მიდგომა.
დილის ტაბლეტი -იცავს სტრესისგან, ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში და ნერვული დაძაბულობის მოხსნაში. დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე.
ღამის ტაბლეტი – უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას და ჯანსაღ ძილს. ეხმარება ორგანიზმს მოდუნებაში და ემოციური დაძაბულობის მოხსნაში. ეტაპობრივი მოქმედების შედეგად იხსნება დაღლილობა და გაღიზიანება რაც უზრუნველყოფს ჯანსაღ და ღრმა ძილს.
მიღების შემდეგ რეგულირდება ფიზიოლოგიური ძილი, რაც განაპირობებს მხნე და ენერგიულ გაღვიძებას.
დილა/საღამოს მიღება ხელს უწყობს სრულფასოვან ცხოვრებას, სტრესის და ნერ­ვული დაძაბულობის გარეშე.  აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
ბიორითმ – ანტისტრესიR შეიძლება გამოვიყენოთ სტრესული და დეპრესიული მდგომარეობისას (პროფილაქტიკა, მკურნალობა), კლიმაქტერული სინდრომის დროს (უძილობა, დეპრესია, შფოთვა) ნევროზის და შფოთვით მიმდინარე დაავა­დებების, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შემთხვევაში.
ფიზიოლოგიური ძილის გასაუმჯობესებლად (აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას. დილით, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას). არ ახასიათებს მოხსნის და შეჩვევის სინდრომი.

მიღების წესი და ხანგრძლივობა
1 ტაბლეტი დილით და საღამოს. მიღების ხანგრძლივობა 20 დღე. შესაძლებელია რეგულარული მიღება 10 დღიანი შუალედით.

უკუჩვენება
კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 16   წლამდე ასაკი.

შენახვის პირობები
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 С.

შენახვის ვადა
3 წელი

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #32

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: Evalar, რუსეთი

გაფრთხილება