ბიოსეპტი / BIOSEPTUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიოსეპტი / BIOSEPTUM-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბიოსეპტი / BIOSEPTUM -ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები,  ბაქტერიოფაგი

 


ბიოსეპტი / BIOSEPTUM აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 104ტიტრის მქონე ინტესტიბაქტერიოფაგსა და საფუარი უჯრედების ნარევს

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის კომპონენტი ინტესტიბაქტერიოფაგი ანადგურებს ნაწლავური ინფექციების გამომწვევ პათოგენურ მიკრობებს, ხოლო საფუარის ცოცხალი უჯრედები ანტიმიკრობული და ანტიტოქსინური მოქმედებისაა. პრეპარატი ასტიმულირებს იმონოგლობულინის Ig A სეკრეციას ნაწლავებში, რითაც ამაღლებს ორგანიზმის ანტიმიკრობულ სტატუსს, ასტიმულირებს B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს ნაწლავებში. ბიოსეპტი ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიკრობების გავრცელებას, ანთებითი კერების წარმოქმნას, ტოქსინებისგან ასუფთავებს ორგანიზმს, ზრდის იმუნიტეტს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

ჩვენებები
ბიოლოგიური პრეპარატი უკუჩვენების გარეშე
ბიოსეპტი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის:
– სხვადასხვა ნაწლავური ინფექციების: სალმონელოზი, დიზენტერია.
– მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები
-დიარეა
-დისპეპსია

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ თითო ტაბლეტი დღეში სამჯერ მოზრდილებისთვის და დღეში ორჯერ ან ერთხელ ბავშვებისათვის.
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატს გვერდითი მოვლენები არ გააჩნია და გამოიყენება ახალშობილებისთვის და ორსულებისთვის.

უკუჩვენება
პრეპარატს უკუჩვენება არ გააჩნია

განსაკუთრებული მითითებები
ბიოსეპტი არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას და არ ადუნებს მძღოლების ყურადღებას საჭესთან.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის მიღება არ შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად, რადგან მისი აქტივობა დაითრგუნება.

შენახვის პირობები და ვადები
5 წელი

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ბიოფარმი-L. საქართველო

გაფრთხილება