ბისეპტოლი / BISEPTOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბისეპტოლი / BISEPTOL-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კო-ტრიმოქსააზოლი/ co-trimoxazole

ბისეპტოლი / BISEPTOL-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სულფანილამიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატები


ბისეპტოლი / BISEPTOL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
1 ტაბ.
სულფამეტოქსაზოლი….. 100 მგ
ტრიმეტოპრიმი……… 20 მგ

1 ტაბ.
სულფამეტოქსაზოლი….. 400 მგ
ტრიმეტოპრიმი……… 80 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ორი აქტიური ნივთიერების – ტრიმეტროპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია თრგუნავს ფოლის მჟავას სინთეზს, რომელიც მიმდინარეობს ორ სხვადასხვა ბიოსინთეზურ ეტაპად, რაც იწვევს ბაქტერიების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სინთეზის ინჰიბირებას.
პრეპარატი თრგუნავს ისეთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდასა და განვითარებას, როგორიცაა: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ფილტვების ანთების გამომწვევი – დიპლოკოკები, გონოკოკები, დიზენტერიის ჩხირები, მუცლის ტიფისა და პარატიფის ჩხირები, კოლი-ჩხირები, პროტეუსის ჩხირი.
ბისეპტოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან: პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში. პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებიდან უცვლელი სახით 60-80%-ით.

ჩვენებები
სასუნთქი გზების ინფექციები, ქრონიკული ბრონქიტი, ცხვირის წიაღების ანთება, საშარდე გზების ინფექციები – ქრონიკული პიელონეფრიტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სალმონელათი, შიგელებით, E. coli, სასქესო ორგანოების ინფექციები, მათ შორის გონორეული ურეთრიტი, სხვა ბაქტერიული ინფექციები, მაგალითად კანის, განსაკუთრებით ჭრილობით განპირობებული ინფექციები.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ბისეპტოლი 480 მიიღება 2-ჯერ დღეში 2 ტაბლეტის ოდენობით ჭამის შემდეგ.
ბავშვებში ინიშნება ბისეპტოლი 120, მისი საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს ტრიმეტოპტიმზე – 6 მგ და სულფამეტოქსაზოლზე 30 მგ სხეულის 1 კგ წონაზე გადაანგარიშებით. 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება ბისეპტოლი 120, რომლის დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს დილას და 2 ტაბლეტს საღამოს.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება 480 მგ ტაბლეტი დილას და 480 მგ ტაბლეტი საღამოს.

გვერდითი მოვლენები
ხანდახან შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და კანზე ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
სულფანილამიდების მიმართ სენსიბილიზაცია, ორსულობის პერიოდი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დაზიანებები. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის სურათის შემოწმება.
ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები
თირკმელების უკმარისობის დროს რეკომენდებულია სპეციალური დოზირება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 400მგ+80მგ ტაბლეტი №20

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: ადამედი (ADAMED (POLFA PABIANICE)), პოლონეთი

გაფრთხილება