ბიფიდუმბაქტერინი მშრალი – BIFIDUMBACTERINUM SICCUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიფიდუმბაქტერინი მშრალი – BIFIDUMBACTERINUM SICCUM -ის მოქმედი ნივთიერება: ბიფიდობაქტერია ბიფიდუმი

ბიფიდუმბაქტერინი მშრალი – BIFIDUMBACTERINUM SICCUM  -ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქციის სამკურნალო საშუალება.

 


ბიფიდუმბაქტერინი მშრალი – BIFIDUMBACTERINUM SICCUM აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი: ამპულაში, შეფუთვაში 1 ც.
ბიფიდუმბაქტერინი მშრალი წარმოადგენს Bifidobacterium bifidum-ის აქტიური შტამების ცოცხალი უჯრედების მასას, რომელიც ლიოფილურად არის გამომშრალი კულტივირებულ არეში.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება იმ ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც
დაავადებულნი არიან დაუდგენელი ეტიოლოგიის ხანგრძლივი ნაწლავური დისფუნქციით, აგრეთვე
ნაწლავის მწვავე და ქრონიკული ინფექციების და ახალშობილებში სეფსისის კომპლექსური მკურნალობის დროს;
მსხვილი და წვრილი ნაწლავის მწვავე და ქრონიკული ანთების (კოლიტები, ენტეროკოლიტები) შემთხვევაში, რომლებიც მიმდინაერობს დარღვეული მიკროფლორის ფონზე, ასევე
ნაწლავების დისბაქტერიოზის სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება ანტიბაქტიერული, ჰორმონული, სხივური და სხვა თერაპიის შედეგად.
პრეპარატი გამოიყენება ჩვილ ბავშვებში, როდესაც ისინი ადრეულ პერიოდში გადაყავთ ხელოვნურ ან დონორის რძით კვებაზე.

მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად. ამპულას ხსნიან 2-3 მლ თბილ გადადუღებულ წყალში და ანჯღრევენ არაგამჭვირვალე ჰომოგენური ნარევის წარმოქმნამდე. ნარევი გადააქვთ ჭიქაში და უმატებენ 2-3 ჩაის კოვზ წყალს. იგი მიიღება 20-30 წთ-ით ადრე ჭამამდე. ჩვილ ბავშვებში პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას უშუალოდ ჭამის წინ.

6 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება 3 დოზა 3-ჯერ დღეში;
6 თვის ზევით ასაკის ბავშვებში 5 დოზა 2-ჯერ დღეში.
მოზრდილებში 5 დოზა 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირიდან 3 თვემდე ექიმის დანიშნულებით.

უკუჩვენებები:
არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 100C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგნ დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.

მწარმოებელი: BIOPHARM,

გაფრთხილება