ბიფისტიმი / Bifistim

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიფისტიმი / Bifistim-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბიფისტიმი / Bifistim-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები


ბიფისტიმი / Bifistim აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ნაწლავის მიკროფლორის შენარჩუნების და ნორმალიზაციისათვის.
წარმოებულია უნიკალური, ბიოლოგიური ტექნოლოგიის LAB2PROTM (ევროპული პატენტით № EP 1514553) ტექნოლოგია LAB2PROTM აძლიერებს პრობიოტიკების ლიოფილიზირებული კულტურის დაცვას წარმოების, ტრანსპორტირების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში განმავლობის დროს.
ბიფისტიმი® – ბალანსირებული კომპლექსი, რომელიც შეიცავს რამოდენიმე კომპონენტს: ფიზიოლოგიურად აქტიური ცოცხალი მიკრობული პრობიოტიკური კულტურები ბიფიდო-და ლაქტობაქტერიები; პრებიოტიკი- რომელსაც აქვს უნარი ნაწლავებში მიკროფლორის სწრაფი კოლონიზაციის; ვიტამინები.
ბიფისტიმი® (საღეჭი ტაბლეტები 2,0 გ– წარმოადგენს პრობიოტიკული მიკროორგანიზმების წყაროს (ბიფიდო- და ლაქტობაქტერიები) პრებიოტიკები (ოლიგოფრუქტოზები)  დამატებითი ვიტამინების წყარო (А, В1, В2, В6, В12, D3, С, Е,ბიოტინი,ნიაცინი, პანტოტენის მჟავა,ფოლის მჟავა) შეიცავს ინულინს.

შემადგენლობა: ოლიგოფრუქტოზა; ინულინი;კალციგიდროფოსფატი Е 341;ბაქტერიული პრობიოტიკური ლიოფილიზირებული კულტურები: Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium longum, Lactobacillus plantarum;
სინბიოტიკი ბიფისტიმი ® შესაძლებელია გამოვიყენოთ დიეტურ პროგრამებში, ნაწლავის მიკროფლორის აღსადგენად, მიკროფლორის სტაბილიზაციისათვის არასრულფასოვანი კვების დროს, დეზადაპტაციური მდგომარეობის დროს (აგრეთვე გამოხატული ფიზიკური და ემოციური დატვირთვა, „მოგზაურთა დიარეა“), როგორც დამატებითი პრობიოტიკების და ვიტამინების წყარო.
ხანდაზმულ ასაკში ფერმენტული სისტემის ცვლილებების დროს საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად

გამოყენების რეკომენდაცია: მოზრდილებში 1 საღეჭი ტაბლეტი საკვების მიღების დროს.ორსულებში, ნაწლავის მიკროფლორის გასაუმჯობესებლად. მიღების წინ რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია

მიღების ხანგრძლივობა: 20-30დღე;

უკუჩვენება: კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

შენახვის ვადა: 2 წელი

შენახვის პირობები: ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°С.

გამოშვების ფორმა: საღეჭი ტაბლეტები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Anvilab, რუსეთი

გაფრთხილება