ბობოტიკი / BOBOTIC

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბობოტიკი / BOBOTIC-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სიმეთიკონი/simethicone

ბობოტიკი / BOBOTIC-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები


ბობოტიკი / BOBOTIC აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: სიმეთიკონი (სილიციუმის დიოქსიდით აქტივირებული დიმეთიკონი) 66.66 მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინატი, მეთილპარაჰიდროქსი-ბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის კარმელოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ჟოლოს არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გაზგამყვანი საშუალება. სიმეთიკონი (აქტივირებული დიმეთიკონი) – ეს არის მეთილირებული ხაზოვანი სილოქსანური პოლიმერების კომბინაცია, რომელიც გამყარებულია სილიციუმის დიოქსიდის ტრიმეთილსილოქსილური ჯგუფებით.
ფაზების გაყოფის საზღვარზე ზედაპირული დაძაბულობის შემცირებით აძნელებს გაზის ბუშტუკების წარმოქმნას და ხელს უწყობს მათ დაშლას საკვების შენაწონში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანში. ამ დროს გამოთავისუფლებული აირები შეიძლება შთანთქას ნაწლავის კედელმა და გამოიყოფა პერისტალტიკის მეშვეობით. ეს ხელს უშლის დიდი გაზოვან-ლორწოვანი კონგლომერატების წარმოქმნას, რომლებიც იწვევენ მტკივნეულ შებერვას.
სონო- და რენტგენოგრაფიის დროს ხელს უშლის გამოსახულების დეფექტის წარმოქმნას; ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის კონტრასტული პრეპარატებით უკეთეს ლავაჟს, აფერხებს რა კონტრასტული აპკის გახეთქვას.
სიმეთიკონი პერორალური შეყვანისას არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამოიყოფა განავლით შეუცვლელი სახით. ქიმიური ინერტულობის შედეგები არ ავლენს ზეგავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ მიკროორგანიზმებზე და ფერმენტებზე. არ ამცირებს საკვების შეწოვას და არ ცვლის კუჭის წვენის რეაქციას და მოცულობას.

ჩვენებები
• აირების გადაჭარბებული წარმოქმნა და აირების დაგროვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (მტკივნეული კოლიკები, მუცლის ღრუში სისავსის შეგრძნება, აეროფაგია, დისპეფსია, მეტეორიზმი მათ შორის ოპერაციის შემდგომ პერიოდში, რემგელდის სინდრომი).
• მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოების მომზადება დიაგნოსტიკური კვლევისთვის (რენტგენოგრაფია, სონოგრაფია, გასტროსკოპია და დუოდენოსკოპია –ქაფის წარმოქმნის პროფილაქტიკა).
• კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიაზე დანამატის სახით ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღებად.
• ქაფისჩამქრობი საშუალების სახით დეტერგენტებით მწვავე მოწამვლის დროს.

მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად
მიღებამდე საჭიროა პრეპარატის შენჯღრევა ერთგვაროვანი ემულსიის მიღებამდე. პრეპარატის დოზის ზუსტი გაზომვისთვის, ჩაწვეთების დროს საჭიროა ფლაკონის დაჭერა ვერტიკალურ მდგომარეობაში.
აირების გაძლიერებული წარმოქმნა და აირების დაგროვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ბობოტიკი ჩვეულებრივ ინიშნება დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ და ძილის წინ.
• სიცოცხლის 28-ე დღიდან 2 წლამდე 8 წვეთი (20 მგ სიმეთიკონი) 4-ჯერ დღეში.
• 2-დან 6 წლამდე 14 წვეთი (35 მგ სიმეთიკონი) დღეში 4-ჯერ.
• 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში 16 წვეთი (40 მგ სიმეთიკონი) 4-ჯერ დღეში.
პრეპარატის უფრო ხელსაყრელი გამოყენებისთვის ძირითადად პატარა ბავშვებში, შეიძლება მისი თავდაპირველი შერევა მცირე რაოდენობით ადუღებულ გაციებულ წყალში, ბავშვის კვებაში ან უგაზო სითხეში.
მკურნალობა გრძელდება აირების გაქრობამდე.
მომზადება დიაგნოსტიკური პროცედურებითვის
კუჭნაწლავის ტრაქტის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა:
გამოკვლევამდე 1 დღით ადრე საჭიროა დილით და საღამოს შემდეგი დოზით:
• სიცოცხლის 28-ე დღიდან 2 წლამდე 10 წვეთი (25 მგ სიმეთიკონი) 2-ჯერ დღეში.
• 2-დან 6 წლამდე 16 წვეთი (40 მგ სიმეთიკონი) დღეში 2-ჯერ.
• 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში 20 წვეთი (50 მგ სიმეთიკონი) 2-ჯერ დღეში.
კუჭნაწლავის ტრაქტის სონოგრაფიული გამოკვლევა:
გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე საჭიროა დილას და საღამოს (ასაკზე დამოკიდებულების მიხედვით) პრეპარტის იგივე რაოდენობის მიღება როგორიც რენტგენოგრაფიულ გამოკვლევამდე მომზადების დროს.
გამოკვლევამდე 3 საათით ადრე საჭიროა დოზის გამეორება.

გვერდითი მოვლენები
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გვერდითი მოქმედების შესახებ.
ყველა არასასურველი (უჩვეულო) ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მითითებული ანოტაცია-ჩანართში შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.
შეფუთვა
30 მლ მუქი ფერის ფლაკონში პოლიეთილენის საცობით-საწვეთურით და ხრახნიანი პოლიეთილენის სახურავით.
ეტიკეტით და გამოყენების ინსტრუქციით აღჭურვილ ფლაკონს ათავსებენ მუყაოს ინდივიდუალურ შეფუთვაში.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა სიმეთიკონის და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
• ნაწლავური გაუვალობა
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადება.

ორსულობა და ლაქტაცია
ამჟამად არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ რომ სიმეთიკონს გააჩნია
ტერატოგენური ან ემბრიოტოქსიური მოქმედება. პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები
ბობოტიკი არ შეიცავს შაქარს, შესაბამისად შესაძლებლია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტით და საკვების მონელების დარღვევით დაავადებულებში.
არ არის რეკომენდირებული გაზიანი სასმელების მიღება ბობოტიკის გამოყენებისას. პრეპარატის მიღებამ შეიძლება მკვეთრად შეცვალოს ზოგიერთი დიაგნოსტიკური ტესტის, მაგალითად გვაიაკოლის ფისით ჩატარებული ტესტის შედეგი.
პრეპარატის ზემოქმედება ავტომანქანის და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.
არ გააჩნია რაიმე სახის ზეგავლენა.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატი ქიმიურად ინეტრულია და არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ამ დრომდე ბობოტიკის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ზოგიერთი მონაცემის მიხედვით სიმეტიკონმა შეიძლება გამოიწვიოს პერორალური ანტიკოაგულანტების შეწოვის დარღვევა.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა
3 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვბის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 15-25°C-ზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 66.66 მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: პოლფარმა, პოლონეთი

გაფრთხილება