ბრონქობრიუ – BRONCHOBRU

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბრონქობრიუ – BRONCHOBRU-ის  საერთაშორისო დასახელება: კომბინირებული/comb. drug

ბრონქობრიუ – BRONCHOBRU-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბრონქოლიზური და ხველების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი.


ბრონქობრიუ – BRONCHOBRU აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 მლ
ნატრიუმის დიტერბუთილნაფტალინ დისულფონატი
(ნატრიუმის დიბუნატი) 1 მგ,
ეფედრინის ჰიდროქლორიდი 1 მგ.
ნატრიუმის კამფოსულფონატი 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის მეთილპარაოქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაოქსიბენზოატი, შაქარი, ჟოლოს არომატი, ახალი კოქსინი (E 124), დისტილირებული წყალი qs 1 მლ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის ეფექტურობას განაპირობებს მისი შემადგენელი კომპონენტების

ფარმაკოლოგიური თვისებები: ნატრიუმის
დიბუნატს გააჩნია ხველის საწინააღმდეგო მოქმედება. განპირობებული პერიფერიული და ცენტრალური მექანიზმებით.
ეფედრინი მოქმედებს სიმპათიკური ნერვული სისტემის α და β რეცეპტორებზე და ახდენს ცნს-ისა და სუნთქვის ცენტრის სტიმულაციას. იგი ზრდის ჩასუნთქული ჰაერის მოცულობას, აფართოვებს ბრონქებს.
ხსნადი ქაფური (ნატრიუმის კამფოსულფონატი)
ავლენს ანალეფსიურ მოქმედებას ცნს-ზე, ასტიმულირებს ბულბარულ ცენტრს. აუმჯობესებს მიოკარდის ფუნქციას, აფართოვებს კორონარულ სისხლძარღვებს. გამოიყენება როგორც კარდიოტონული საშუალება გრიპისა და ფილტვების დაავადებების დროს. ქაფური გამოიყოფა სასუნთქი გზებით და ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას, აუმჯობესებს ალვეოლურ ვენტილაციასა და ფილტვებში სისხლმიმოქცევას.
პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობაა 4-6 საათი.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კამფოსულფონატის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოფა სასუნთქი გზებით, ხოლო მცირე ნაწილი იჟანგება, უერთდება გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა თირკმელებით. ეფედრინი ნელა ინაქტივირდება და გამოიყოფა თირკმელებით. მოქმედებს 4-6 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:
სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები (ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია).
სასუნთქი სისტემის ობსტრუქცული სინდრომით მიმდინარე დაავადებები.
ხველის, როგორც სიმპტომის მკურნალობა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს.
შესაძლებელია როგორც მონოთერაპია, ასევე კომბინირება ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან.

მიღების წესები და დოზირება:
ბავშვები 3-7 წლის ასაკში – 1/2 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში;
ბავშვები 7-15 წლის ასაკში – 1 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში;
მოზრდილები – 1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათად ბრონქობრიუ იწვევს კუჭ-ნაწლავის უმნიშვნელო დისფუნქციას და თავბრუსხვევას.
ეფედრინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს პულსაციის შეგრძნება, მომატებული აგზნებადობა, ძილის დარღვევა.

უკუჩვენებები:
შაქრიანი დიაბეტი, მომატებული მგრძნობელობა ბრონქობრიუს კომპონენტების მიმართ, ჰიპერთირეოზი, ტაქიარითმია, კორონარული უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები:
ჰიპერტონიის დროს ინიშნება სიფრთხილით. არ ინიშნება 3 წლამდე ასაკში.
ორსულებსა და მეძუძურ დედებში ინიშნება სიფრთხილით.

ჭარბი დოზირება:
ბრონქობრიუ არ კუმულირდება ორგანიზმში და რეკომენდებული დოზით გამოყენებისას უსაფრთხოა. თუ პრეპარატი შემთხვევით გამოყენებული იქნა მნიშვნელოვნად გაზრდილი დოზით, აუცილებელია ღებინების გამოწვევა და ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ეფედრინი ამცირებს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტურობას, აჩქარებს დექსამეტაზონის ბიოტრანსფორმაციას. ეფედრინის შემცველი პრეპარატებისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს “ადრენერგული კრიზი”თავის ტკივილითა და წნევის მომატებით.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: BRUPHARMEXPORT, ბელგია

გაფრთხილება