ბრუზეპამი 10მგ/2მლ / Bruzepam 10mg/2ml

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბრუზეპამი 10მგ/2მლ / Bruzepam 10mg/2ml-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დიაზეპამი/diazepam

ბრუზეპამი 10მგ/2მლ / Bruzepam 10mg/2ml-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები. ბენზოდიაზეპინები


ბრუზეპამი 10მგ/2მლ / Bruzepam 10mg/2ml აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
დიაზეპამი 10 მგ და ექსციპიენტი ქს 2 მლ-მდე

თვისებები:
ბრიუზეპამი მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინების ჯგუფს. იგი აძლიერებს ნეირომედიატორის – გამა-ამინოერბომჟავას მაინჰიბირებელ თვისებებს და აქვს ტრანკვილიზატორული, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, მიორელაქსაციური და ჰიპნოსედაციური თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა:
პერ ოს მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 30-90 წთ-ში.
კუნთში შეყვანისას ზოგჯერ პრეპარატის შეწოვა ხდება არასრულად და ნაკლები სისწრაფით ვიდრე ორალური მიღებისას.
ინტრავენური შეყვანა უნდა მოხდეს ნელა ან განხორციელდეს პერფუზიის გზით.
ორგანიზმიდან ბრიუზეპამის გამოყოფის მრუდზე აღინიშნება ორი უბანი: პირველი შეესაბამება სწრაფი გამოყოფის ფაზას (ნახევრადგამოყოფის პერიოდი 3 სთ), ხოლო მეორე – ნელი გამოყოფის ფაზას (ნახევრადგამოყოფის პერიოდი 48 სთ). ბრიუზეპამის ურინარული ექსკრეცია უმნიშვნელოა.

ჩვენება:
შფოთვითი მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს მედიკამენტოზურ მკურნალობას: ნეიროვეგეტატიური მოშლილობები, ფსიქონევროზები, ისტერიული და იპოქონდრიული რეაქციები, ფობიები.
კუნთური კონტრაქტურის ზოგიერთი ფორმა. ეპილეფსიური მდგომარეობები. ჰიპერთერმული კრუნჩხვები ბავშვებში. ტეტანუსი. ეკლამფსია. შესაძლებელია წინასწარი გამოყენება ადგილობრივი და ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას.
გამოიყენება აგრეთვე სედაციური ეფექტის მისაღებად ინტენსიური თერაპიისას.

დოზირება და მიღების წესი:
დოზა ინიშნება ექიმის მიერ ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით. როგორც წესი, მკურნალობას იწყებენ მცირე დოზით და თანდათან ზრდიან. შფოთვის შემთხვევაში ბრიუზეპამი მიიღება დროგამოშვებით და ხანმოკლე დროით. ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა. პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით და ექიმის მეთვალყურეობით.
მოზრდილებში:
სიმძიმის ხარისხის მიხედვით: 5-დან 20მგ-მდე დღე-ღამეში. ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10მგ-ს.
ბავშვებში:
ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 0,1-დან 0,3მგ-მდე დღე-ღამეში.

ზოგადი შენიშვნები
• ხანგრძლივი მიღებისას ექიმმა პერიოდულად უნდა გადახედოს დოზირებას
• თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობისას აუცილებელია ექიმმა შეამციროს დოზა
• პერფუზიის დროს გამოყენებული უნდა იქნას შუშის ან პოლიპროპილენის ფლაკონები. პოლივინილქლორიდის გამოყენება არ შეიძლება ბრიუზეპამის ადვილად აბსორბირების გამო.
რექტალური შეყვანის დროს საჭირო რაოდენობა შეჰყავთ შპრიცით.

გვერდითი მოვლენები:
ა) აბსოლუტური უკუჩვენება
პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, სუნთქვის უკმარისობა
ბ) შეფარდებითი უკუჩვენება
მძიმე მიასთენია. ავტომანქანის ან სხვა ტექნიკის მართვა
გ) ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, არასტაბილურობა და ატაქსია.
იშვიათად მეხსიერების დაქვეითება, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ლიბიდოს შეცვლა.
ძალიან იშვიათად პარადოქსული რეაქციები – აგზნება ან მკვეთრად გამოხატული კუნთოვანი სპაზმები, ქრონიკული რესპირატორული დეპრესია.

პრეპარატის უეცარი მოხსნისას არსებობს ეპილეფსიური კრიზის განვითარების რისკი. ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული  ეპილეფსიით დაავადებულ პირთა მკურნალობისას

ორსულობა და ლაქტაცია:
ცნობილია, რომ ბენზოდიაზეპინები გადალახავენ პლაცენტარულ ბარიერს, ამიტომ ორსულობის პირველ თვეებში ბრიუზეპამის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებისას.

შენახვის პირობები:
ბრიუზეპამი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (10-25°C) მშრალ, ბნელ ადგილას.
შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.

გამოშვების ფორმა: 10მგ/2 მლ 2 მლ ი.ვ. და ი.მ. საინიექციო ხსნარი ამპულა #10

გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი (გაიცემა ფორმა N2 რეცეპტით)

მწარმოებელი: Brupharmexport, ბელგია

გაფრთხილება