ბუტამირატი – BUTAMIRATE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


ბუტამირატი – BUTAMIRATE აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები
ბუტამირატი წარმოადგენს ხველების საწინააღმდეგო სიმპტომატურ საშუალებას, რომელიც თრგუნავს ცენტრალური გენეზის ხველებას. იგი აქვეითებს მშრალ და პროდუქტიულ ხველას, ამცირებს ბრონქების კუნთების სპაზმს, ერთდროულად ამსუბუქებს სუნთქვას, აადვილებს ნახველის ევაკუაციას და ამცირებს გულმკერდში ტკივილებს, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, ხელს უწყობს სისხლის აიროვანი შემადგენლობის ნორმალიზაციას. პრეპარატი ასევე ხასიათდება ზომიერი ბრონქოდილატაციური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. თავისი ქიმიური შემადგენლობითა და ფარმაკოლოგიური თვისებებით იგი არ მიეკუთვნება ოპიოიდურ ხველების საწინააღმდეგო საშუალებას და არ იწვევს შეჩვევას.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად იგი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება მისი მიღებიდან ერთი საათის შემდეგ. იგი მეტაბოლიზმს განიცდის სისხლის პლაზმაში ჰიდროლიზის გზით, რომლის პროდუქტებიც ავლენენ ხველების საწინააღმდეგო მოქმედებას. ბუტამირატი და მისი ჰიდროლიზის პროდუქტები უკავშირდებიან პლაზმის ცილებს, რასაც თან სდევს საბოლოო ჯამში ხველების საწინააღმდეგო გახანგრძლივებული  ეფექტი. პრეპარატი ორგანიზმიდან ელიმინირდება ძირითადად თირკმელებით.

ჩვენებები
გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ნებისმიერი ეტიოლოგიის ხველების დროს;
ოპერაციის წინ და შემდგომი პერიოდის ხველების დათრგუნვისათვის;
ყივანახველას, ბრონქებზე ქირურგიული და დიაგნოსტიკური ჩარევის დროს.

დოზირების რეჟიმი
დოზები დგინდება პაციენტის ასაკის და მისი მდგომარეობის მიხედვით, ინდივიდუალურად. რეკომენდებულია შემდეგი სადღეღამისო დოზები:
ტაბლეტები
მოზრდილებში: 2 ტაბ. (20 მგ-იანი)  2-3-ჯერ დღეში ან 1 ტაბ. (50 მგ-იანი) 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: 1 ტაბ. (20 მგ-იანი) 3-ჯერ დღეში ან 1 ტაბ. (50 მგ-იანი) 1-2-ჯერ დღეში;
ბავშვებში 9 წლის ასაკის ზევით: 1 ტაბ. (20 მგ-იანი) 2-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 9 წლამდე: 1 ტაბ. (20 მგ-იანი) 2-ჯერ დღეში.
ტაბლეტი მიიღება დაუღეჭავად მცირეოდენი სითხის მიყოლებით.
სიროფი
ერთი დოზირებული კოვზი (დ.კ.) ტოლი 5 მლ-ის.
მოზრდილებში: 30 მლ – 6 დ.კ. (სიროფი 5მლ/4 მგ) 3-4-ჯერ დღეში ან 15 მლ – 3 დ.კ. (სიროფი 5 მლ/7.5 მგ) 4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: 15 მლ – 3 დ.კ. (სიროფი 5 მლ/4 მგ) 4-ჯერ დღეში ან 10 მლ – 2 დ.კ. (სიროფი 5 მლ/7.5 მგ) 3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 9 წლამდე: 15 მლ – 3 დ.კ. (სიროფი 5 მლ/4 მგ) 3-ჯერ დღეში ან 10 მლ – 2 დ.კ. (სიროფი 5 მლ/7.5 მგ) 3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 10 მლ – 2 დ.კ. (სიროფი 5 მლ/4 მგ) 3-ჯერ დღეში ან 5 მლ – 1 დ.კ. (სიროფი 5 მლ/7.5 მგ) 3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე:: მლ – 1 დ.კ. (სიროფი 5 მლ/4 მგ) 3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6 თვიდან 1 წლამდე: 2.5 მლ – ნახევარი დ.კ. (სიროფი 5 მლ/4 მგ) 4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
კანზე გამონაყარი ეგზანთემის სახით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები (გულისრევა, ღებინება, დიარეა) და თავბრუსხვევა იშვიათი და სუსტად გამოხატულია.

უკუჩვენებები
პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ბუტამირატის, ან მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ხოლო მომდევნო პერიოდში ინიშნება მხოლოდ მოსალოდნელი სარგებლიანობისა და რისკის შეფასების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დედის რძეში გამოყოფის შესახებ, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატის ტაბლეტირებული ფორმის მაღალი დოზით (ტაბლეტი 50 მგ) მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში წინააღმდეგ ნაჩვენებია.
♦ 6 თვემდე ასაკის ბავშვებში მისი გამოყენებისას ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი, რის გამოც ამ დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
♦ თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ექიმის რეკომენდაციის გარეშე იღებს პრეპარატს და 5-7 დღის შემდეგ სასურველი შედეგი არ აღინიშნება, საჭიროა მისი მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
♦ მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლური სასმელების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.
♦ პრეპარატი რეკომენდებულ დოზებში არ მოქმედებს პაციენტის ფსიქოფიზიკურ უნარზე.

ჭარბი დოზირება
ძალიან ხშირად, ჭარბი დოზირების სიმპტომებს წარმოადგენს ძილიანობა, ღებინება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ტკივილები ეპიგასტრულ მიდამოში, დიარეა, წნევის დაქვეითება. მსუბუქი ფორმის ჭარბი დოზირება მკურნალობას არ საჭიროებს, ხოლო მძიმე შემთხვევების დროს, როდესაც პაციენტს მიღებული აქვს პრეპარატი დიდი რაოდენობით, აუცილებელია ღებინების გამოწვევა და სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან პრეპარატის არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

გაფრთხილება