საკოლინი / Sakolin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყაბზობის და მეტეორიზმის სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა:
10 მლსიროფი შეიცავს
კამის ექსტრაქტი (Extract of Fennel) – 4.03 გ;
გვირილის ექსტრაქტი (Extract of Chamomile) -4.03 გ;
ტუხტის ექსტრაქტი (Extract of Mallow) – 0.862 გ;
ქლიავის ექსტრაქტი (Prune Juice) –0.4გ;
ლეღვის ექსტრაქტი (Fig Juice) –0.25გ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კამის ექსტრაქტი – გააჩნია საფაღარათო, შებერილობის საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტი. ეფექტურად და სწრაფად ხსნის ნაწლავთა კოლიკას, აირების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს და დისკომფორტს, ხელს უშლის აირების წარმოქმნას, აინჰიბირებს ზოგიერთი ბაქტერიის (შტაპჰყლოცოცცუს, შტრეპტოცოცცუს, Pსეუდომონას, E.ცოლი) ზრდა გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
კამის ექსტრაქტს აქვს სპაზმოლიზური, ღებინების საწინააღმდეგო, საჭმლის მომნელებელი სეკრეტის აქტივაციის  მასტიმულირებელი, ნაღვლმდენი, შეკრულობის საწინააღმდეგო, საფაღარათო, ლაქტაციის მასტიმულირებელი, შარდმდენი, ანტიმიკრობული, ამოსახველებელი და დამამშვიდებელი მოქმედება. ზრდის ნაწლავის ტონუსს, ამცირებს მეტეორიზმს, ზრდის მადას, შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს, რომელთაც აქვს მოტკბო-მომწარო გემო. მის შემადგენლობაში შედის: ანეთოლი, ფენხონი, ესტრაგოლი, α-პინენი,α-ფელანდრენი, ცინეოლი, ლიმონენი, ტერპინოლენი, ციტრალი, ბორნილაცეტატი, ქაფური და სხვა. ნაყოფი შეიცავს ცხიმოვან ზეთებს. ცხიმოვანი მჟავებიდან შეიცავს: ოლეინის, ლინოლენის და პალმიტინის მჟავას. აგრეთვე შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავანოიდებს, გლიკოზიდებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინებს, B ვიტამინს და სხვა მინერალურ ნივთიერებებს. კამის ექსტრაქტი იწვევს მაკროფაგების აქტივაციას, რომელიც განსაზღვრავს მის ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ თვისებებს.
გვირილის ექსტრაქტი – აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, ახდენს სუსტ ატროპინის მსგავს მოქმედებას, ადუნებს გლუვ მუსკულატურას, ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების სპაზმს. Gგამოიყენება, როგორც სპაზმოლიზური საშუალება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების, ქრონიკული სპასტიური კოლიტის, გასტრიტის, ნაღვლის გამოყოფის სტიმულაციისათვის.
გვირილის ექსტრაქტი მდიდარია ფლავანოიდებით, რომელიც შეიცავს: აპიგენინს, ლუთეოლინს, ქვერციტინს, იზორამნეტინს, მირიციტინს და პატულეტინს. ეს კომპონენტები განაპირობებს მის ანთების საწინააღმდეგო, ვაზოდილატატორულ, დერმატოპროტექტორულ და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. მასში შემავალი ეთერზეთებით ხამაზულენით და α-ბისაბოლოლით არის გამოწვეული ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური ეფექტი. გვირილა აგრეთვე მდიდარია კუმარინებით, გერნიარინით და უმბელიფერონით, პოლისაქარიდებით, პოლიგალაქტურონის მჟავით და ქსილოზით, ორგანული მჟავეებით, კაპრილის, ანთენის, იზოვალერიანის და სალიცილის, ვიტამინებით: C (ასკორბინის მჟავა) და PP (B3, ნიკოტინის მჟავა). ითვლება, რომ გვირილის ექტრაქტის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან ჰისტამინის და კალციუმის გამოთავისუფლების ბლოკირებით და მის ანტიოქსიდანტური თვისებებით. გვირილაში შემავალი ცხიმოვანი მჟავები და ეთერზეთები განაპირობებენ წყლულის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ტუხტის ექსტრაქტი – გამოიყენება როგორც შემომგარსველი საშუალება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი, კოლიტი, დიარეა. მისი თერაპიული ეფექტი განპირობებულია დიდი რაოდენობით ლორწოვანი ნივთიერებების  შემცველობით, რომელიც ხასიათდება ამომფენი თვისებით და იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს გაღიზიანებისგან.
ტუხტის ფესვებში აღმოჩენილია: სახამებელი, ლორწოვანი ნივთიერებები, პექტინი, შაქრები, კაროტინი, ლეციტინი, ფიტოსტერინი, მინერალური მარილები და ცხიმოვანი მჟავები. ფესვები შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის შეუცვლელ ამინომჟავებს – ასპარაგინს და ბეტაინს. ტუხტის ფოთლები შეიცავს ლორწოს, ეთერზეთებს, კაუჩუკის მსგავს ნივთიერებას, ასკორბინის მჟავას, კაროტინს. ნაყოფის შემადგენლობაში შედის ოლეინის, α და β-ლინოლენის მჟავები. სამკურნალო ტუხტის ფესვები ტიპური ლორწოს შემცველი საშუალებაა. ააქტიურებს ქსოვილის რეგენერაციას, ამცირებს ანთებით პროცესს, იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს გაღიზიანებისაგან და გააჩნია ამოსახველებელი ეფექტი, ამოფენს კუჭის ლორჭოვან გარსს და მით ძლიერია მისი მოქმედება, რაც უფრო მაღალია კუჭის მჟავიანობა.
ქლიავის ექსტრაქტი – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კომპონენტი, მდიდარი პექტინებით, უჯრედისით, ვაშლის მჟავით. ვიტამინებიდან შეიცავს: A,PP,C,B1,B2. მდიდარია მინერალებით: რკინით, ფოსფორით, ნატრიუმით, კალიუმით, მაგნიუმით. ძირითადად ქლიავი გამოიყენება, როგორც საფაღარათო საშუალება. პექტინი და უჯრედისი ასტიმულირებს ნაწლავის ენტერორეცეპტორებს, რის შედეგადაც ძლიერდება ნაწლავის მოტორული ფუნქცია, პერისტალტიკა და ლორწოს სეკრეცია. ქლიავის წვენს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება E.ცოლი, შალმონელლა თყპჰყ, შჰიგელლა დყსენტერიაე, შტაფილოცოცცუს აურეუს – მიმართ.
ლეღვის ექსტრაქტი -მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით: პექტინით, ცელულოზით, ცილებით, ორგანული მჟავეებით (ლიმონმჟავა, ძმარმჟავა), ვიტამინებით (A,B1,B2,B6,C).აგრეთვე შეიცავს (ნატრიუმს, კალიუმს, რკინას). ასტიმულირებს ნაწლავთა მოქმედებას.

ჩვენებები:
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ყაბზობა (ქრონიკული, განპირობებული მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიით, დუნე პერისტალტიკით, ოპერაციის წინ და შემდგომ პერიოდში, დიეტის შეცვლის შემდეგ და ა.შ).
• ნებისმიერი წარმოშობის სპასტიური ტკივილი მუცლის არეში;
• აირების გადაჭარბებული წარმოქმნა და აირების დაგროვება კუჭ- ნაწლავის ტრაქტში (მტკივნეული კოლიკა, მუცლის არეში სისავსის შეგრძნება, აეროფაგია, დისპეფსია, მეტეორიზმი მათ შორის ოპერაციის შემდგომ პერიოდში);
• მონელების დარღვევა ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში;
• ჰელმინთური ინვაზიით გამოწვეული დისპეპსიური მოვლენები ბავშვთა და მოზრდილთა ასაკში;
• საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
• ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომ პერიოდში;
• ბოყინი;
• ანორექსია;
• რენტგენოლოგიური ან ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუს ორგანოების კვლევის მოსამზადებელი პერიოდი.

გამოყენების წესი და დოზირება:
გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ. პრეპარატი მიიღება 2-3 ჯერ დღეში ჭამის დროს. რეპარატის გახსნა შესაძლებელია წყალში, ან სხვა სითხეში.  მკურნალობის ხანგრძლივობა 1-4 კვირა.

ასაკი ერთჯერადი დოზა მაქსიმალური დღიური დოზა
ბავშვები 1 წლამდე 2,0 მლ მლ
1-3 წელი 3,5 მლ 10,5 მლ
3-5 წელი 5,0 მლ 15 მლ
5-8 წელი 7.0 მლ 21 მლ
8-12 წელი 10.0 მლ 30 მლ
12  წლის ზემოთ ბავშვები და მოზრდილები 15.0 მლ 45 მლ

გამოყენება ორსულობისა დალაქტაციის პერიოდში:
საკოლინის  გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში დისპეპსიური მოვლენები, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

დოზის გადაჭარბები:
გულისრევა, ღებინება.

გამოშვების ფორმა:
საკოლინი მუყაოს ყუთში 200 მლ ფლაკონი, ფურცელჩანართთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 26°C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:
მითითებულიაკოლოფზე და ფლაკონზე. პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს შეფუთვასა და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
200 მლ ფლაკონი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება