სალამოლი ეკო ადვილი სუნთქვა SALAMOL ECO EASE-BREATHE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): სალბუტამოლი/SALBUTAMOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბრონქოლიზური პრეპარატი, ბეტა2-ადრენომასტიმულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინჰალაციო დოზირებული აეროზოლი:
ფლაკონში 200 დოზა.
1 დოზა
სალბუტამოლის სულფატი………..  100 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:
ოლეინმჟავა, ჰიდროფლუოროალკანი – 134 ა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
სალბუტამოლი წარმოადგენს ბეტა2-ადრენორეცეპტორების სელექტიურ აგონისტს. თერაპიულ დოზებში მოქმედებს ბრონქების გლუვი მუსკულატურის ბეტა2-ადრენორეცეპტორებზე, და ავლენს გამოხატულ ბრონქოლიზურ ეფექტს, ახდენს ბრონქოსპაზმის პრევენციას და მოხსნას, სასუნთქ გზებში აქვეითებს წინაღობას, ზრდის ფილტვების სასიცოცხლო მოცულობას. ხელს უშლის პოხიერი უჯრედებიდან ნელა მორეაგირე ჰისტამინისა და ნეიტროფილების ქემოტაქსისის ფაქტორების გამოყოფას. მიოკარდიუმზე ახდენს უმნიშვნელო დადებით ქრონო და ინოტროპულ ზემოქმედებას. იწვევს კორონარული არტერიების გაფართოებას, პრაქტიკულად არ აქვეითებს არტერიულ წნევას; ახდენს ტოკოლიზურ მოქმედებას. ამცირებს ტონუსს და მიომეტრიუმის კუმშვადობის აქტივობას.
პრეპარატის მოქმედება იწყება ინჰალაციის გზით შეყვანიდან 5 წუთის შემდეგ და გრძელდება 4-6 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:
ინჰალაციური შეყვანის შემდეგ დოზის 10%-დან 20%-მდე ხვდება სასუნთქ გზებში, დანარჩენი ნაწილი რჩება მოწყობილობაში ან ილექება პირხახაში და შემდეგ გადაიყლაპება. დოზის ნაწილი, რომელიც გადადის სასუნთქ გზებში შეიწოვება ფილტვის ქსოვილებში, არ მეტაბოლიზდება ისე ხვდება სისხლში.
სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრის შემდეგ მას შეუძლია მეტაბოლიზდეს ღვიძლში და გამოიყოს შარდთან ერთად შეუცვლელი ან ფენოლის სულფატის სახით. დოზის ნაწილი, რომელიც ღვიძლში პირველი გასვლის დროს ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, შეიწოვება და ინტენსიურ მეტაბოლიზმს განიცდის, იგი ფენოლის სულფატად გარდაიქმნება.
შეუცვლელი პრეპარატიდან კონიუგატი ძირითადად გამოიყოფა შარდში. ვენაში, პერორალურად ან ინჰალაცის გზით შეყვანილი სალბუტამოლის დოზის დიდი ნაწილი გამოიყოფა 72 საათის განმავლობაში. პლაზმის ცილებთან სალბუტამოლის შეკავშირების ხარისხი შეადგენს 10%-ს.

ჩვენებები:
ბრონქული ასთმის, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის, ფილტვების ემფიზემის დროს ბრონქოსპაზმის განვითარების პრევენცია და კუპირება.

მიღების წესი და დოზირება:
სალამოლ ეკო განკუთვნილია მხოლოდ ინჰალაციის გზით შეყვანისათვის. სალამოლ ეკოს მოქმედება ვლინდება ინჰალაციიდან 5 წუთის შემდეგ და გრძელდება 4-6 საათი. დოზის მომატების ან პრეპარატის გამოყენების სიხშირის საკითხი მხოლოდ ექიმის გადასაწყვეტია.
მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმული პაციენტები): ბრონქული ასთმის შეტევის განვითარების დროს რეკომენდული (ერთჯერადი საწყისი) დოზა შეადგენს 100-200 მკგ-ს (1-2 ინჰალაცია).

ბრონქული ასთმის შეტევის თავიდან ასაცილებლად, რომელიც დაკავშირებულია ალერგენის მოქმედებით ან გამოწვეულია ფიზიკური დატვირთვით, რეკომენდებულია ორი ინჰალაციის გაკეთება (200 მკგ) 10-15 წუთში. მოსალოდნელ ეფექტამდე ხანგრძლივი მკურნალობისას სალამოლ ეკო ინიშნება დოზით 200 მკგ (2 ინჰალაცია) დღეში 4-ჯერ.

ბავშვები 2 წლის ასაკის ზევით: ბრონქული ასთმის შეტევის განვითარების დროს, და ასევე ბრონქული ასთმის შეტევის თავიდან ასაცილებლად, რომელიც დაკავშირებულია ალერგენის მოქმედებით ან გამოწვეულია ფიზიკური დატვირთვით, რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-200 მკგ-ს (1-2 ინჰალაცია).
ხანგრძლივი მკურნალობისას სალამოლ ეკო ინიშნება დოზით 200 მკგ (2 ინჰალაცია) დღეში 4-ჯერ.
სალამოლ ეკოს დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 800 მკგ-ს (8 ინჰალაცია).
სალამოლ ეკო-ს მაქსიმალური დოზების ხშირი გამოყენების მოთხოვნილება ან დოზის უეცარი მომატება დაავადების გაუარესებაზე მიუთითებს.

გვერდითი მოვლენები:
♦ სალამოლ ეკო-ს შეუძლია გამოიწვიოს ჩონჩხის კუნთების მსუბუქი ტრემორი, რომელიც ყველაზე უფრო გამოხატულია ხველების მხრივ და წარმოადგენს ტიპიურ გვერდით მოვლენას ბეტა2-ადრენორეცეპტორების ყველა აგონისტისათვის.
♦ რიგ შემთხვევებში პაციენტებში აღინიშნება თავის ტკივილი, პერიფერული სისხლძარღვების გაფართოება და გულის შეკუმშვების სიხშირის უმნიშვნელო კომპენსატორული მომატება.
♦ ძალიან იშვიათად ვითარდება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების, ბრონქოსპაზმის, არტერიული ჰიპოტონიისა და კოლაფსის ჩათვლით); კუნთოვანი კრუნჩხვები, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება.
♦ ინჰალაციურ პრეპარატებს შეუძლიათ პარადოქსული ბრონქოსპაზმის განვითარება. აუცილებელია პარადოქსული ბრონქოსპაზმის სასწრაფო მოხსნა სალბუტამოლის სხვა სამკურნალო ფორმით ან სხვა სწრაფად მოქმედი ინჰალაციური ბრონქოდილატატორით. პარადოქსული ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში საჭიროა უმალვე შეწყდეს სალამოლ ეკო-ს მიღება, შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა, ჩატარდეს აუცილებელი გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს თერაპია სხვა სამკურნალო პრეპარატებით.
♦ ინჰალაციურ პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალიემია, რომელიც პაციენტისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
♦ ისევე როგორც ბეტა2-ადრენორეცეპტორების სხვა აგონისტები, სალამოლ ეკო-ს იშვიათად შეუძლია გამოიწვიოს აღგზნებადობა და ბავშვებში მამოძრავებელი აქტივობის მომატება. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია გულის არითმიების გამოვლენა (წინაგულების ფიბრილაციის, პარკუჭზედა ტაქიკარდიების და ექსტრასისტოლების ჩათვლით).

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
* ტაქიარითმია;
* მიოკარდიტი;
* გულის მანკები, აორტული სტენოზი;
* დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი;
* ჰიპერთირეოზი;
* გლაუკომა;
* 2 წლამდე ბავშვის ასაკი.
* სალბუტამოლის საინჰალაციო პრეპარატები არ გამოიყენება ნაადრევი მშობიარობების დროს.
*  სალბუტამოლის გამოყენება არ შეიძლება მოსალოდნელი აბორტის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულ ქალებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მიყენებულ შესაძლო საშიშროებას.
სავარაუდოა, რომ სალბუტამოლი აღწევს დედის რძეში, ამიტომ მეძუძურ დედებში არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისათვის მიყენებულ შესაძლო საშიშროებას.
უცნობია, ახდენს თუ არა დედის რძეში არსებული სალბუტამოლი ახალშობილზე უარყოფით ზემოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ პაციენტებში ბრონქული ასთმის მძიმე ან არასტაბილური მიმდინარეობით ბრონქოდილალატორების გამოყენება არ უნდა იყოს მკურნალობის ძირითადი ან ერთადერთი მეთოდი.
◄ თუ სალამოლ ეკო-ს ჩვეულებრივი დოზა ნაკლებ ეფექტური ხდება ან ნაკლებად ხანგრძლივი (პრეპარატის მოქმედება უნდა შენარჩუნდეს არანაკლებ 3 საათისა), პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.
◄ ბრონქული ასთმის სიმპტომების კონტროლისათვის მოკლე ხანგრძლივობის ბეტა2-ადრენორეცეპტორების ინჰალაციური აგონისტების მიღების მომატებული მოთხოვნილება დაავადების გამწვავების მანიშნებელია.
◄ ასეთ შემთხვევაში საჭიროა გადაიხედოს მკურნალობის გეგმა და გადაწყდეს საინჰალაციო ან სისტემური გლუკოკორტიკოიდების დოზის მომატების ან გაზრდის საკითხი.
◄ ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალიემია. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ბრონქული ასთმის მძიმე შეტევების მკურნალობის დროს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ჰიპოკალიემია შეიძლება გაძლიერდეს ქსანტინის წარმოებულების, გლუკოკორტიკოსტეროიდების, დიურეტიკების ერთობლივი გამოყენების, და ასევე ჰიპოქსიის შედეგად. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი.

ჭარბი დოზირება:
სალბუტამოლის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში საუკეთესო ანტიდოტია კარდიოსელექციური ბეტა2 ადრენობლოკატორები. თუმცა, ბეტა2-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ბრონქოსპაზმი აღენიშნებათ.
სალბუტამოლის დიდი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალიემია, ამიტომ ჭარ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– არ არის რეკომენდებული სალამოლ ეკოს- და ბეტა2-ადრენორეცეპტორების არასელექციური ლოკატორების, ისეთების როგორიცაა პროპრანოლოლის კომბინაციაში გამოყენება.
–  სალამოლ ეკო უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს.
-ჰიპოკალიემია შეიძლება გაძლიერდეს ქსანტინის წარმოებულების, გლუკოკორტიკოსტეროიდების, დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი მოქმედებისაგან დაცულ ადგილას. გაყინვა დაუშვებელია.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: NORTON HEALTHCARE, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება