სალხინო (კაფსულა) – SALKHINO (caps)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი და ნაღვლმდენი მოქმედება, ხსნის შეშუპებებს, აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას.

ჩვენება:
გამოიყენება მასტიტების, მასტოპათიების, ჭრილობების, კანისა და ლორწოვანის ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების დროს.
პირის ღრუს, სასუნთქი და საშარდე სისტემის ჩირქოვანი ანთებითი დაავადების: ბრონქიტის, რინიტის, გინგივიტის, პარადონტიტის, პიელონეფრიტის, კოლპიტის, ენდომეტრიოზის, პროსტატიტის, ცისტიტის, შარდის შეუკავლობის, ქოლიცისტიტის, კოლიტის, ბუასილის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოსაწესრიგებლად, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.

უკუჩვენება:
მკურნალობის დროს წინააღმდეგნაჩვენებია ალკოჰოლის, მწარე და ცხარე საჭმლის, ღორის და ცხვრის ხორცის მიღება.

მიღების წესი და დოზირება:
დასაწყისში ინიშნება თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის დაწყებიდან 6-7 დღის შემდეგ “სალხინო” სასურველია მიღებულ იქნას 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, მეოთხედ – ძილის წინ, თითოეული კაფსულის მიღების დროს აუცილებლია ერთ ჭიქა წყლის მიყოლება.

დისკომფორტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ისევ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. შესაძლებელია დოზის შემცირება – თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ. დოზის გაზრდა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. მცირეწლოვან ბავშვებზე მიღების დოზა არ არის შესწავლილი.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.

გამოშვების ფორმა: 90 კაფსულა ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში; ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე

აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

გაფრთხილება