სანუკელ ბრუცელ D6 წვეთები (ნატუროპათი) / Sanukehl Brucel D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Brucella melitensis D6 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
– მიალგიები
– ქვემწვავე პოლიართრიტი
– გარდამავალი ცხელება გრიპის სიმპტომებით
– ნევრასთენიები
– ორქიტი
– ეპიდიდიმიტი
– თავის ტკივილი/შაკიკი
– ლუმბაგოს სინდრომი

თვისებები
Sanukehl Brucel შეიცავს Brucella melitensis პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl
Brucel-ს მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.

მიღების წესი და დოზირება:
დასალევად:
მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5-10 წვეთი ყოველ 12-24 საათში, საკვების მიღებამდე;
ქრონიკული ფორმების დროს მიიღება 10 წვეთი დღეგამოშვებით.
შესაზელად: დღეგამოშვებით ან ყოველდღე შეიზილეთ 5-10 წვე- თი იდაყვის ფოსოში. მკურნალობის 8 კვირის შემდეგ საჭიროა რამოდენიმე თვიანი შესვენება.

გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Brucel D6-ში სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის გამო, იშვიათად შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები განვითარდეს.

უკუჩვენებები:
ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Brucel D6-ის ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ 4-კვირიანი ინტერვალი უნდა დავიცვათ

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია

გაფრთხილება