სანუკელ კანდ D5 ამპულები (ნატუროპათი) / Sanukehl Cand D5 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: Candida albicans D5-ის 1 მლ წყალხსნარს HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch, გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება
– პირის ღრუს დაავადებები, როგორიცაა სტომატიტი, გინგივიტი, ანგულარული სტომატიტი, აფთები
– წვრილი ნაწლავის მტკივნეული სპაზმები, მსხვილი ნაწლავის ანთებები, ანტიბიოტიკოთერაპიის
შემდგომი ყაბზობა
–ალერგიული ასთმა
– ვულვიტი, ვულვოვაგინიტი, ვულვის კრაუროზი
– სწორხაზოვანი ეგზემა
– კანისა და ლორწოვანი გარსის ნაოჭების ნახეთქი, მტევნისა და ტერფის თითებსშუა ეგზემა.
– დერმატოზი ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ

თვისებები
Sanukehl Cand-ი მზადდება Candida Albicans-ის A და B სეროტიპისაგან, რომლებსაც ასევე მიეკუთვნება ადამიანებიდან გამოყოფილი კანდიდოზის გამომწვევების დიდი ნაწილი. Sanukehl Cand-ი სპეციალური ექსტრაქტების სახით შეიცავს Candida Albicans-ის შემადგენელი პოლისაქარიდების (ჰაპტენების) ნაწილებს, რომლებიც ხშირად ინიშნება, როგორც შუალედური საშუალებები, შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს. მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl Cand-ის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა

მიღების წესი და დოზირება:
1 მლ. ამპულა კუნთში ან კანქვეშ 1-3 ჯერ კვირაში

გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Cand სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის გამო იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია გამოვლინდეს

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოაSanukehl Acne-ს ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ 4-კვირიანი ინტერვალი უნდა დავიცვათ.

გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება