სანუკელ მიკ D5 ამპულები (ნატუროპათი) / Sanukehl Myc D5 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: Mycobacterium bovis (BCG) D5 1 მლ წყალხსნარს HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება
– ბრონქული ასთმა, პლევრიტი, რინიტი
– ართრიტი, ოსტეოქონდროზი
– იუვენილური აკნე, მშრალი ეგზემა (ნახეთქებით), სისტემური წითელი მგლურა, ჭინჭრის ციება
– კონიუნქტივიტი, ჯიბლიბო, ენტეროკოლიტი
– აფონია, ხორხის ულცერაცია
– არითმია, კარდიალგია
– ნეფრიტი, პიელოცისტიტი
– ქოლეცისტიტი
– ოტიტი
– თავის ტკივილი
– მეტრიტი
– ჰიდროცელე

თვისებები
Sanukehl Myc-ი შეიცავს Mycobacterium bovis-ს პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე.
Sanukehl–პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერიპირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.

მიღების წესი და დოზირება: 1 მლ. ამპულა კუნთში ან კანქვეშ 1-3 ჯერ კვირაში

გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Myc D5-ში სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად, იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Myc D6-ს ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა

გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება