სანუკელ მიკ D6 წვეთები (ნატუროპათი) / Sanukehl Myc D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: 1 მლ Mycobacterium bovis (BCG)) D6 HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
აფონია, ბაქტერიული ასთმა, არიტმია, ართრიტი, იუვენილური აკნე, ქოლეცისტიტი, მშრალი ეგზემა (ნახეთქებით), ენტეროკოლიტი, ჯიბლიბო, ჰიდროცელე, კონიუნქტივიტი, კერატიტი, თავის ტკივილი, ხორხის ულცერაცია, კარდიალგია, სისტემური წითელი მგლურა, მეტრიტი, ნეფრიტი, ოტიტი, ოსტეოქონდროზი,
პლევრიტი, ფსორიაზი, რინიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ჭინჭრის ციება

თვისებები
Sanukehl Myc-ი შეიცავს Mycobacterium bovis-ს პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე.
Sanukehl-პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.

მიღების წესი და დოზირება:
დასალევად: მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5-10 წვეთი 1-2 ჯერ დღეში; ქრონიკული ფორმების დროს 10 წვეთი დღეგამოშვებით. შესაზელად: 5-10 წვეთი დღეგამოშვებით ან ყოველდღე იდაყვის ფოსოში. თერაპიის 8 კვირის შემდეგ საჭიროა მკურნალობაში მრავალთვიანი შესვენება

გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Myc D6-მა სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის გამო, იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

უკუჩვენებები:
ცნობილი არ არის.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Myc D6-ს ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება