სანუკელ სერა D7 ამპულები (ნატუროპათი) / Sanukehl Serra D7 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: Serratia marcescens D7 1 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება
Serratia marcescens-ით გამოწვეული შიდა მჰოსპიტალური ინფექციები

თვისებები
Sanukehl Serra-ი შეიცავს Serratia marcescens-ს პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.

მიღების წესი და დოზირება:
1 მლ. ამპულა კუნთში ან კანქვეშ 1-3 ჯერ კვირაში

გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Serra D7-მა, სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად, იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა დააქვეითოს Sanukehl Serra D7-ის ეფექტურობა. პერორალური
ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა.

გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება