სანუკელ ფსეუ D6 წვეთები (ნატუროპათი) / Sanukehl Pseu D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: 1 მლ Pseudomonas aeruginosa D6 წყალხსნარს HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
– ინფექციური და ალერგიული დერმატიტი, კანის ქავილი, კვინკეს შეშუპება
– კოლაგენოზები, ართროპათიური ფიბროზიტი,
– წვივის წყლული, კელოიდური ნაწიბური, დამწვრობები
– ბრონქული ასთმა, სინუსიტი, ფარინგიტი, ქრონიკული ბრონქიტი, თივის ცხელება
– ოტიტი

თვისებები
Sanukehl Pseu შეიცავს Pseudomonas aeruginosa-ს პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl-პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.

მიღების წესი და დოზირება:
დასალევად: მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5-10 წვეთი ყოველ 12-24 საათში, საკვების მიღებამდე; მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს 10 წვეთი დღეგამოშვებით შესაზელად: 5-10 წვეთი დღეგამოშვებით ან ყოველდღე იდაყვის ფოსოში. 8 კვირის თერაპიის შემდეგ საჭიროა მკურნალობაში მრავალთვიანი შესვენება

გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Pseu D6-მა, სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად, იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

უკუჩვენებები: ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Pseu D6-ის ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა.

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია

გაფრთხილება