საფლოგინი / SAFLOGIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში
საფლოგინი წარმოადგენს სამედიცინო საშუალებას, რომელიც შეიცავს  ანთების საწინააღმდეგო აქტივობის გლიცირიზინს.
საფლოგინი ასევე შეიცავს განსაკუთრებულ თერმომგრძნობიარე კოპოლიმერს, რომელიც თვალის ზედაპირზე კონტაქტისას წარმოქმნის გელისებურ მასას და უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ  დატენიანებას.
საფლოგინის სპეციფიური დამცავი სისტემა, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ნ-ჰიდროქსიმეთილგლიცინატს და  დინატრიუმ ედეტატს (EDTA), უზრუნველყოფს საფლოგინის ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობას.

შემადგენლობა:
დიკალიუმის გლიცირიზინატი, PEG/PPG კოპოლიმერი, EDTA დინატრიუმის მარილი, ნატრიუმის ნ-ჰიდროქსიმეთილგლიცინატი,  ბუფერულ ხსნარი pH 7,2.

ჩვენებები:
საფლოგინი ნაჩვენებია თვალის ზედაპირის ანთებითი მდგომარეობების სიმპტომების (მაგ. ტკივილი, უცხო სხეულის შეგრძნება, სიწითლე სამკურნალოდ, როგორებიცაა, ოკულარული დისკომფორტის სინდრომი, ბელფარიტი და კონიუნქტივიტი, როგორც მოზრდილ, ასევე პედიატრიულ პაციენტებში.

გამოყენების წესი:
ჩაიწვეთეთ ერთი ან ორი წვეთი დაზიანებულ თვალში (ებში) დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე, ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

უსაფრთხოების ზომები:
• პროდუქტი სტერილურია გახსნამდე
• თავი მჭირდოდ დაახურეთ
• ნუ გამოიყენებთ გახსნიდან 60 დღის შემდეგ
• ნუ გამოიყენებთ კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
• შეინახეთ სითბოს წყაროსგან მოშორებით და  ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას
• ნუ გადაყლაპავთ
• ნუ გამოიყენებთ პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
• გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს
• მოერიდეთ  თვალის ზედაპირთან, თვალის ირგვლივ სტრუქტურებთან,  ხელებთან  და სხვა ზედაპირებთან კონტეინერის აპლიკატორის კონტაქტს
• ჩაწვეთების შემდეგ შესაძლოა უმნიშვნელო წვის შეგრძნება
• ნუ დაანაგვიანებთ პროდუქტის ნარჩენებით გარემოს.

გამოშვების ფორმა: 5 მლ ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: DMG,  იტალია

გაფრთხილება