სედაფლორი B / SEDAFLOR B

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედაციური საშუალება

შემადგენლობა:

კომპონენტი კონცენტრაცია 1 კაფსულაში
ვალერიანი 80მგ.
ბარამბო 60მგ.
პასიფლორა 50მგ.
მაგნიუმი 57მგ.
ვიტამინი B6 5მგ.

ჩვენებები:
აგზნებადობა
შფოთვა, შიში, უძილობა
სტრესი და სტრესით გამოწვეული თავის ტკივილი, მიგრენი
პოსტკანტუზიური სინდრომი, სხვადასხვა წარმოშობის ნევრალგიები
ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია
კარდიონევროზი, არითმია, ჰიპერტონია

თვისებები:
სედაფლორ ბ ნატურალური, ოპტიმალურად კომბინირებული დამამშვიდებელი საშუალება
ვალერიანი – სუსტი ჰიპოტენზიური თვისება, აფართოვებს კორონალურ სისხლძარღვებს, წარმოადგენს სედაციურ, სპაზმოლიზურ, ნაღვლმდენ საშუალებას. ხსნის ცენტრალური ნერვული სისტემის გაღიზიანებას.
ბარამბო – სტრესისა და ნერვული გადატვირთვის დროს აქვს ნერვული სისტემის დამცავი თვისებები
პასიფლორა – აქვს სედაციური და სპაზმოლიზური მოქმედება. ამცირებს გაღიზიანებას, ხსნის შიშის შეგრძნებას, არ იზვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას, უზრუნველყოფს ძილის ფიზიოლოგიურ ციკლს.
მაგნიუმი – არვს ანტისეპტიკური და არითმიის საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უწყობს გლუკოზისა და ჟანგბადის უჯრედშიდა ათვისებას, აწესრიგებს დეზორიენტაციას, უძილობას, ანორექსიას, კუნთების სპაზმს, აპათიას, შფოთვას. ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობა იწვევს ძილის დარღვევას, დეპრესიას, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევას.
ვიტამინი B6 – აქვს ანტინევროზული თვისებები, ანორმალიზებს საერთო ცვლას, ააქტივებს ფერმენტებს რომლებიც მონაწილეობენ ნერვული უჯრედების მილიარული გარსის სინთეზში.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ

დოზირება: 1 კეფსულა დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Fortex Nutraceuticals, ბულგარეთი

გაფრთხილება