სენადე – SENADE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალება

შემადგენლობა:
თითოეული უგარსო ტაბლეტი შეიცავს:
სენას ექსტრაქტს, რომელიც ექვივალენტურია 13,5 მგ სენოზიდების A და B კალციუმის მარილის სახით.

აღწერილობა:
სენოზიდები მიიღება მცენარიდან Cassia angustifolia. პრეპარატს აქვს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, რომელიც ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. იგი მოქმედებს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანების გზით, რაც იწვევს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას. სენადე საფაღარათო მოქმედებას ახდენს ნაწლავების გაღიზიანების გარეშე. იგი ექსკრეტირდება განავლით და შარდით და შარდს სპეციფიკურ ყვითელ ფერს აძლევს.

ჩვენებები:
სენადე ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში ყაბზობის დროს.

უკუჩვენებები:
* სენადეს ტაბლეტების მიღება არ შეიძლება აპენდიციტის ან ნაწლავური ობსტრუქციების დროს.

გვერდითი ეფექტები:
სენადემ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი აბდომინალური დისკომფორტი, როგორიცაა კოლიკა ან სპაზმი. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

სიფრთხილის ზომები:
სენადეს გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნაწლავური ობსტრუქცია ან არადიაგნოსტირებული აბდომინალური სიმპტომატიკა. სიფრთხილეა საჭირო ნაწლავის ანთებითი დაავადების დროსაც.
ხანგრძლივი გამოყენება არაა რეკომენდებული.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ სარგებელი რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

მიღების გზები და დოზირება:
ბავშვები: (1- დან 12 წლამდე): 1 ტაბლეტი ძილის წინ;
მოზრდილები: 1-3 ტაბლეტი ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

შეფუთვის ფორმა: თითოეული ყუთი შეიცავს 25 ბლისტერს, ბლისტერში 20 ტაბლეტი.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი

მწარმოებელი: Cipla Ltd, India

გაფრთხილება