სიბელიუმი – SIBELIUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ფლუნარიზინი/FLUNARIZINE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კალციუმის ნელი არხების სელექტიური ბლოკატორი; ახასიათებს ცერებროვასკულარული სელექტურობა, აუმჯობესებს ტვინის სისხლის მიმოქცევას; ახასიათებს შაკიკის საწინააღმდეგო, ვაზოდილატაციური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური, საძილე და ანტიჰიპოქსიური მოქმედება; ადუნებს სისხლძარღვების გლუვ კუნთებს, უმნიშვნელოდ აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს; აუმჯობესებს ტვინის სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით იშემიზირებული უბნისას; გავლენას არ ახდენს გულის კუნთის გამტარობასა და კუმშვადობაზე, არ მოქმედებს გულის შეკუმშვათა სიხშირეზე; ახდენს მიგრენული ტკივილის კუპირებას, აუმჯობესებს ვესტიბულარულ ფუნქციას, ამცირებს ტვინისა და პერიფერიული იშემიის სიმპტომებს. სისხლძარღვოვანი გენეზის თავის  ტკივილის სიხშირეს და სიძლიერეს აქვეითებს. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში.

ჩვენებები:
მიგრენა(შაკიკი), შეტევების პროფილაქტიკა; სუბარახნოიდალური სისხლჩაქცევის დროს ნევროლოგიური მოშლილობა; თავბრუსხვევა; ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა (თავის ტვინის ათროსკლეროზი, ჰიპოქსია); ვესტიბულარული და ლაბირინთული დარღვევა, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ეპილეფსია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ლაქტაციის პერიოდი;
სიფრთხილით: დეპრესიის დროს(მათ შორის ანამნეზში), ექსტრაპირამიდული დარღვევა (მათ შორის ანამნეზში, პარკინსონის სინდრომი), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ხანდაზმული ასაკი.
გვერდითი მოვლენები:
გულსისხლძარღვთ სისტემის მხრივ:
არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, სტენოკარდია, ინფარქტის განვითარებამდე (მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას, განსაკუთრებით ავადმყოფებში კორონარული არტერიების ობსტრუქციული დაზიანებით), არითმია, ბრადიკარდია ან ტაქიკარდია, სისხლის“მოწოლა“ სახეზე და სიცხის შეგრძნება, გულის ქრონიკული უკმარისობის გაღრმავება.
ნერვული სისტემის მხრივ:
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ექსტარპირამიდული დარღვევა(პარკინსონული), (ატაქსია, ნიღაბისებრი სახე, კუნთების რიგიდობა, კიდურებისა და ხელის თითების ტრემორი, გაძნელებული ყლაპვა). დეპრესია, ძილიანობა, დაღლილობის მომატება, ასთენია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
პირის სიმშრალე, გულისრევა, შეკრულობა ან დიარეა, ღრძილების ჰიპერპლაზია (სისხლდენა, მტკივნეულობა, შეშუპება), მადის მომატება, გასტრალგია.
საყრდენმამოძრავებელი სისტემის მხრივ:
ართრალგია, სახსრების შეშუპება.
სისხლის მიმოქცევის სიტემის მხრივ:
უსიმპტომო აგრანულოციტოზი, უსიმპტომო თრომბოციტოპენია.
ალერგიული რექციები: კანზე გამონაყარი.
სხვა: მხედველობის ტრანზიტორული დაკარგვა Cmax-ის ფონზე, ფილტვების შეშუპება (გაძნელებული სუნთქვა, ხველა, სტრიდორული სუნთქვა). პერიფერიული შეშუპება, სხეულის მასისი მომატება;
იშვიათად
გალაქტორეა.
ჭარბი დოზირება:
სიმპრტომები: ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება.
მკურნალობა: არტერიული წნევის დაქვეითების დროს პლაზმის შემცლელების გადასხმა, დოპამინი, დობუტამინი.

მიღების წესი და დოზირება:
შიგნით. შაკიკის პროფილაქტიკისა და თავბრუსხვევისას – 10მგ 1-ჯერ დღეში ღამით. ეპილეფსიისას – 15-20მგ 1-ჯერ დღეში. ბავშვებში სხეულის 40კგ-ზე ნაკლები წონით დიდისთვის რეკომნდებული დოზის ½.

განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დასაწყისში უმჯობესია თავის შეკავება პოტენციურად საშიში სამუშაოებისგან, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას,  სიფრთხილეა საჭირო ერთდროულად ფლეკანოიდთან ერთად მკურნალობისას, შეასაძლებელია პლაზმაში პროლაქტინის მომატება. მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათან შემცირებით.

ურთიერთქმედება:
კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების ინჰალაციურ ანესთეტიკებთან გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, Ca2+ პრეპარატებმა შეიძლება დააქვეითონ კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების ეფექტურობა; ციმეტიდინი ამაღლებს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების კონცენტრაციას პლაზმაში, რანიტიდინი და ფამოციდინი არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების მეტაბოლიზმზე; პროკაინამიდი, ქინიდინი და სხვა სამკურნალო საშულებები ახანგრძლივებენ რა  Q-T ინტერვალს,  აძლიერებენ უარყოფით ინოტროპულ ეფექტს და შეიძლება გაზარდონ Q-T ინტერვალის მნიშვნელოვანი გახანგრძლივების რისკი. აძლიერებს Li+ პრეპარატების ნეიროტოქსიურ მოქმედებას (ღებინება, გულისრევა, დიარეა, ატაქსია, ტრემორი, ყურებში ხმაური), რიფამპიცინმა შეიძლება შეამციროს ბიოშეღწევადობა ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის ინდუქციის გამო.

გაფრთხილება