სიმალდრატი – SIMALDRATE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის ყველა ფორმა წარმოადგენს ანტაციდს. სამკურნალო საშუალების აქტიური კომპონენტი მაგნიუმ-ალუმინის სილიკატი ჰიდრატის სახით (სიმალდრატი) ანეიტრალებს და ბოჭავს ქლორწყალბადმჟავას მომატებულ რაოდენობას. პრეპარატი კუჭში აღადგენს ფიზიოლოგიურ პირობებს და ხელს უშლის მჟავას რეაქტიულ პროდუქციას.
პრეპარატი მოქმედებს ადსორბენტის სახით, იგი ავლენს ანტიტოქსიურ თვისებას, ასევე კუჭის ლორწოვანი გარსის ირგვლივ წარმოქმნის თხელ დამცავ ფენას.
გელუსილი არ მოქმედებს მჟავა-ტუტოვან წონასწორობაზე, არ ცვლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკას და არ იწვევს ყაბზობას ან ფაღარათს.
გელუსილის სუსპენზია მოქმედებს სწრაფად და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სასიამოვნო გემოსა და ამავე დროს მისაღებად არ არის რთული.

ჩვენებები:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და რეფლუქს-ეზოფაგიტი;
ჰიპერაციდული გასტრიტი, გულძმარვა და მჟავე ხასიათის ბოყინი, მსგავსი ჩივილები ორსულობისა და დიაფრაგმის საყლაპავი ხვრელის თიაქარის დროს;
კუჭის გაღიზიანება დიდი რაოდენობით ალკოჰოლის, ყავისა და ნიკოტინის გამოყენების შემდეგ;
მედიკამენტებით გამოწვეული მჟავიანობის მომატება.

დოზირების რეჟიმი
ტაბლეტები მიიღება დღეღამეში რამდენჯერმე (3-6-ჯერ) მისი ბოლომდე გაწუწვნით ჭამიდან 1-2 სთ-ის შემდეგ. ტაბლეტი არ უნდა გავხსნათ წყალში ან წვენში.
ფხვნილი მიიღება დღეღამეში (3-6-ჯერ) რამდენჯერმე. ერთი პაკეტის შიგთავსი მიიღება გაუხსნელ მდგომარეობაში ან იხსნება მცირე რაოდენობის წყალში და მიიღება ჭამიდან 1-2 სთ-ის შემდეგ.
გელუსილის სუსპენზია მიიღება დღეღამეში რამდენჯერმე (3-6-ჯერ). ერთი პაკეტის შიგთავსი ინიშნება ჭამიდან 1-2 სთ-ის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
ყაბზობა და თირკმელების ფუნქციის დარღვეულ პაციენტებში მაგნიუმის რეზორბციის მომატება.

უკუჩვენებები:
თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა.

განსაკუთრებული მითითებებანი
ანტაციდისა და  სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება ცვლის მათი რეზორბციის უნარს.