სკაბისანი / SKABISANI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული საშუალება

შემადგენლობა: გოგირდი 20%, ვაზელინი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: მალამოს აქვს ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული მოქმედება, რაც დაკავშირებულია გოგირდის ორგანულ ნივთიერებებთან მოქმედებისას სულფიდებისა და პეტათიონის მჟავას წარმოქმნასთან.

ჩვენება:გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ: სებორეა, სიკოზი, ფსორიაზი, მიკოზი, მუნი, პედიკულოზი და სხვა.

გამოყენების წესი და დოზირება:– გამოიყენება გარეგანად.დაიტანება თხელ ფენის სახით კანის დაზიანებულ უბნებზე  2- ჯერ დღეში დილას და საღამოს 5 დღის მანძილზე. მუნის მკურნალობის დროს პრეპარატის გამოყენების სქემასა და ჰიგიენის წესების დაცვის წესებს განსაზღვრავს ექიმი.

გვერდითი მოვლენები:- იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:- მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალებების მიმართ.

წამალთან ურთიერთქმედება:- დამჟანგველებთან, კალიუმის ქლორატთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება თვითალებადი ნარევი.

ორსულობისა და ლაქთაციის პერიოდი: გამოიყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ვარგისიანობის ვადა:– 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:- ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 25გ მალამო პოლიმერული მასალის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ვიტაფარმი, საქართველო

გაფრთხილება